ჩემი პატარა სტატია ფსიქოლოგიური ომის შესახებ, იქნებ დაგაინტერესოთ

`ფსიქოლოგიური ომის~, როგორც ერთ-ერთი პროპაგანდისტული დოქტრინის, თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ იგი მიზნად ისახავს არა რეციპიენტის წარმოდგენებისა და აზრების შეცვლას, არამედ ისეთი პოლიტიკური და ფსიქოლოგიუირი სიტუაციის ჩამოყალიბებას, რომელიც გამოიწვევს მოსახლეობის, მისი გარკვეული ჯგუფებისა და მმართველი წრეების სასურველი ფორმის მოქმედებას.
პირველად ეს ტერმინი _ `ფსიქოლოგიური ომი~, გამოიყენა ამერიკელმა მეცნიერმა ლ. ფარაგომ 1941წ. გამოსულ წიგნში _ `გერმანიის ფსიქოლოგიური ომი~. შემდგომში ამ და სხვა ტერმინების უფრო დაწვრილებითი განმარტების მცდელობა გააკეთა მეორე ამერიკელმა მეცნიერმა პოლ ლაინბარდჯერმა, რომელმაც 1954 წელს გამოსცა წიგნი სახელწოდებით `ფსიქოლოგიური ომი~PSYGHOLOGICAL WARFARE~ . აქ მან ერთმანეთისგან გამიჯნა პროპაგანდასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტერმინები.
მაგ., მისი აზრით, სამხედრო პროპაგანდა გულისხმობს, გარკვეული სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნით, ურთიერთობის ყველა ხერხის გამიზნულ გამოყენებას ადაიანთა მოცემულ ჯგუფზე ზემოქმედების მიზნით. ამავე დროს ეს ჯგუფი შეიძლება იყოს განწყობილი როგორც მტრულად და ნეიტრალურად, ასევე მეგობრულადაც.
ფსიქოლოგიური ომი გულისხმობს მოწინააღმდეგის მიმართ პროპაგანდის ყველა ხერხის გამოყენებას სხვა სამხედრო, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საშუალებებთან კომპლექსში.
პოლიტიკური ომი გულისხმობს სხვა ქვეყნებთან ან პოლიტიკურ დაჯგუფებებთან მიმართებაში ეროვნული პოლიტიკის ფორმულირებას იმგვარად, რომ მხარდაჭერილი იქნას პროპაგანდისტული და სამხედრო აქციების განხორციელება.
აღსანიშნავია ის, რომ ინგლისში ტერმინის `ფსიქოლოგიური ომის~ ნაცვლად უფრო ~პოლიტიკურ ომს~ იყენებდნენ.
იგივე ლაინბრადჯერი აღნიშნავდა, რომ ფსიქოლოგიური ომი წარმოებს სამხედრო წარმატებების მისაღწევად, სამხედრო ძალების გამოყენების გარეშე. სამხედრო პროპაგანდასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი ტერმინი არსებობს. მაგ., გამოყოფენ სამი ტიპის პროპაგანდას: თეთრს, ნაცრისფერსა და შავს.
თეთრი პროპაგანდა ხორციელდება ოფიციალური წყაროს მიერ, მაგ., მთავრობის ან სამხედრო შტაბის მიერ. ამ ტიპის პროპაგანდა დაკავშირებულია ფსიქოლოგიური ოპერაციების ღია წარმოებასთან.
ნაცრისფერი პროპაგანდა არ მიუთითებს თავისი წყაროს წარმომავლობას.
შავი პროპაგანდა მალავს თავისი ინფორმაციის წყაროს და ანხორციელებს ფარულ დივერსიულ საქმიანობას.
გარდა ამისა კიდევ გამოყოფენ სტრატეგიულ და ტაქტიკურ პროპაგანდას. პირველი ხორციელდება მოწინააღმდეგის ჯარებსა და მოსახლეობაზე წინასწარ განზრახული სტრატეგიული გეგმის მიხედვით. იგი დაგეგმილია საკმაოდ დიდი დროის პერიოდებზე _ თვეები, წლები.
ტაქტიკური პროპაგანდა ხორციელდება გარკვეულ ობიექტზე. იგი გათვლილია სწრაფი შედეგის მიღებაზე და დროის მცირე მონაკვეთში ხორციელდება.
პროპაგანდას, მისი ამოცანიდან გამომდინარე, შეიძლება ჰქონდეს თავისი განსაკუთრებული მახასიათებლები, რომელიც გათვლილია რაღაც ეფექტის მიღებაზე. მაგალითად:
1.
`კონვერსიონული პროპაგანდა~ _ იგი მიმართულია ადამიანთა აზრების, წარმოდგენების და ქცევების ძირეულ შეცვლაზე. სამხედრო მოქმედების დროს ეს არის მოწინააღმდეგის იძულება, რათა მან გამოაცხადოს კაპიტულაცია, გადმოვიდეს შენს მხარეს, ჩაიდინოს ღალატი და გააკეთოს ის, რასაც ითხოვს მისგან პროპაგანდისტი.
მაგ., 1944 წლის ერთ-ერთი ამერიკული სააგიტაციო ფურცელი სათაურით `წუთი, რომელმაც შეიძლება იხსნას შენი სიცოცხლე~ გათვლილი იყო მძიმე მდგომარეობში მყოფ გერმანელ ჯარისკაცებზე. მისი ტექსტი იწყებოდა ასე: `ყურადღებით წაიკითხე შემდეგი 6 პუნქტი, მასზე დამოკიდებულია იცხოვრებ შენ თუ დაიღუპები: 1. იმ ბრძოლებში სადაც იყენებენ ტექნიკას, შენს სიმამაცეს არ შეუძლია აანაზღაუროს თქვენი ტანკების, თვითმფრინავებისა და არტილერიის დეფიციტი. 2. არმოსავლეთითა და დასავლეთით ძირითად მიმართულებაზე განცდილი მარცხის შემდეგ ყველაფერი გადაწყვეტილია _ გერმანიამ წააგო ომი~... და ა. შ. ფურცელი მთავრდებოდა მოწოდებით _ `შენ შენით უნდა გადაწყვიტო ყველაფერი~.2 ასეთი სახის პროპაგანდას შეიძლება გამოეწვია როგორც დემორალიზაციის, ისე დესტაბილიზაციის ეფექტი. მორალური ზემოქმედების მისაღწევად ხშირად იყენებდნენ ისეთ მოტივებს, როგორიცაა მაგ., `გლოვა~ _ სიკვდილის შეხსენება (იაპონელთა პოზიციებზე ყრიდნენ ფურცლებს ლექსებით, რომლებიც აღწერდნენ სიკვდილს), `შიმშილი~_ მოწინააღმდეგის სასურსათო პრობლემების ექსპლუატაცია (ყრიდნენ ლამაზად გაფორმებულ ბარათებს სხვადასხვა დელიკატესების გამოსახვით), `ტყვეობის დადებითი მხარეები~ ანუ ატყობინებდნენ მოწინააღმდეგის ტყვეების კარგი პირობების შესახებ. გარდა ამისა თამაშობდნენ ქმრების გრძნობებზე _ უსვამდნენ ხაზს იმას, რომ მათი ცოლები ღალატობენ მათ. აგრეთვე, დემორალიზაციის მისაღწევად, ხაზს უსვამდნენ საკუთარ სიძლიერეს _ გერმანიის თავზე ინგლისელი და ამერიკელი მფრინავები ყრიდნენ სააგიტაციო ფურცლებს, სადაც ეწერა შეკითხვა `სად არის ლიუფტვაფე?~ იგივე მიზნით იაპონიის მოსახლეობას ატყობინებდნენ საავიაციო დაბომბვის ზუსტ თარიღსა და დროს.
2.
`განცალკევების პროპაგანდა~ _ გათვლილია მოწინააღმდეგის სხვადასხვა ჯგუფების ერთიმეორესთან დასაპირისპირებლად, მისი ერთობის შესარყევად და ა.შ. მისი მოტივები შეიძლება იყოს, მაგ., რიგითი ჯარისკაცებისა და ოფიცრების დაპირისპირება, სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში უნდობლობის გაჩენა და ა.შ.
ამგვარი პროპაგანდისტული საქმიანობის საკმაოდ ბევრი მაგალითი არსებობს. მაგ., ომის დასაწყისში ინგლისელები თავიანთი სააგიტაციო ფურცლების საშუალებით ატყობინებდნენ გერმანიის მოსახლეობას იმას, რომ გერინგს, გებელს, რიბენტროპს, ჰიმლერსა და სხვა ფაშისტ ხელმძღვანელებს უცხო ქვეყნების საბანკო ანგარიშებზე ჰქონდათ საკმაოდ სერიოზული ფულადი ანაბრები. ომის ბოლოსთვის მოკავშირეები გერმანიის თავზე ყრიდნენ ფიქტიურ საფოსტო მარკებს (ვითომ გერმანულს) ჰიმლერის პორტრეტით. ამას უნდა გამოეწვია ფაშისტური ხელმძღვანელობის შიგნით გარკვეული უნდობლობა და დაპირისპირებაც კი.
3.
`კომპრომეტაციური პროპაგანდა~. მისი მიზანია მოწინააღმდეგის კომპრომეტაცია სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებრივი აზრისა და ხალხის მასების თვლაში. ასეთი პროპაგანდის ბრწყინვალე ნიმუში მოგვცეს ინგლისელმა პროპაგანდისტებმა. 1940 წლის ინგლისურ კონოქრონიკაში ჩანდა ასეთი ფაქტი: საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ ჰიტლერი კამპიენის ტყეში ასრულებს რაღაც უაზრო ცეკვას (`გამარჯვების ცეკვა~). მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ მომენტში ჰიტლერი მხოლოდ ერთხელ, ოდნავ წამოხტა და მარჯვენა ფეხი ერთი წამით მარცხენას უკან მოათავსა. ინგლისელმა კინორეჟისორმა ეს შეამჩნია და ისე დაამონტაჟა ეს კადრი, რომ გამოვიდა ჰიტლერის უაზრო ცეკვა. ამ ფალსიფიკაციამ გერმანული წარმატების მომენტი უბრალო კომედიად აქცია.1 2
4.
`კონსოლიდაციური პროპაგანდა~. იგი შეიძლება გათვლილი იყოს მტრული ქვეყნის მოსახლეობასთან კონტაქტების დამყარებასა და გაძლიერებაზე.
5.
`კონტრპროპაგანდა~. მისი მიზანია მოწინააღმდეგის პროპაგანდის ნაწილობრივი ან სრული უარყოფა. მაგ., იაპონელების მიერ ამერიკელების სისასტიკის ბრალდებებზე ამერიკელები პასუხობდნენ ასეთივე ბრალდებებით.
ამავე დროს, თუ ჩვეულებრივი პროპაგანდის (ანუ საინფორმაციო პროცესის) ანალიზისას ძირითადად გამოყენება ჰ. ლასუელის `პარადიგმის~ მაგვარი ფორმულები: ვინ იტყობინება, რას იტყობინება, რა არხით, ვის, რა ეფექტით. სამხედრო პროპაგანდაში მიღებული იყო სხვა ფორმულა, რომელიც შეიმუშვა პ. ლაინბრადჯერმა _ სტასმ-ი _ _ STASM _ 1) წყარო (საშუალებასთან ერთან), 2) დრო, 3)აუდიტორია, 4)თემა, 5) ამოცანა
(source, time, audience, subject, mission) ავტორის აზრით, ამ ფორმულაში მოცემული პროპაგანდის განმსაზღვრელი ფაქტორები მოცემულია მათი მნიშვნელობის მიხედვით და ძალზე სასარგებლოა მოწინააღმდეგის პროპაგანდის ანალიზისას.
საბოლოოდ, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თავისი შინაარსითა და მეთოდებით პროპაგანდა, `ფსიქოლოგიური ომი~ და `პოლიტიკური ომი~ ერთმანეთის მსგავისია და ამიტომ ისინი კომპლექსშია განსახილველი.
This post has been edited by spinoza on 23 Jul 2008, 12:06
Меня постоянно преследуют мудрые мысли... но я быстрее...