მაიცა ეგ რაღაც ახალია, ანუ არმორამ და ბიჭებმა რომ მიიტანეს რეზერვის გეგმა და რისთვისაც ჩავეწერეთ 60 კაცი ეგ აღარ იქნება??
* * *
ესეც ვრცელი სტატია:21 აპრილი 2009, 16:30
ამერიკელი გენერალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლობას რეორგანიზაციისა და რეზერვის სისტემის დახვეწის საკითხებში დაეხმარება.
ამ მიზნით დღეს თავდაცვის უწყებას აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდალი, გენერალ-მაიორი უილიამ ნესბიტი ეწვია.
ამერიკელი გენერალი თავდაცვის მინისტრმა, ვასილ სიხარულიძემ პირადად მიიღო. შეხვედრას ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი მუჩაიძე დაესწრო.
დახურულ კარს მიღმა მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება ეროვნული გვარდიისა და რეზერვის სისტემის დახვეწაზე გამახვილდა.
თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ გენერალს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. საუბარი ასევე, სამხედრო განათლებასა და ნატო-სთან ინტეგრაციის პერსპექტივებს შეეხო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვასილ სიხარულიძემ და გენერალ-მაიორმა უილიამ ნესბიტმა საუბრის დეტალებზე კომენტარები გააკეთეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით:
“საქართველოს ეროვნულ გვარდიას დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან. გენერლის დღევანდელი ვიზიტი თანამშრომლობის გაგრძელებაა...
ჩვენ ვმუშაობთ რეზერვის სისტემაზე. მიმდინარეობს მთლიანი კონცეფციის შექმნა. გვექნება ორი ტიპის რეზერვი, ერთი იქნება საარმიო, მეორე კი ტერიტორიული ტიპის რეზერვი. მეტი აქცენტი დაეთმობა მომზადების დონეს და არა რაოდენობას. შეიძლება იყოს ნაკლები რაოდენობის და უკეთ მომზადებული რეზერვი. მუშავდება ერთიანი უნიფიცირებული მომზადების გეგმა, როდესაც ყველა რეზერვისტს ექნება ზუსტად ისეთი საბაზისო მომზადება გავლილი, როგორიც აქვთ საქართველოს რეგულარული შეიარაღებული ძალების თანამშრომლებს.”
“ჩვენს შორის თანამშრომლობა დაახლოებით თოთხმეტი წელია მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს პარტნიორობის პროგრამა და წარმატებით ვახორციელებთ მას. ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერია. ეს არ არის ცალმხრივი თანამშრომლობა, ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ ჩვენი ქართველი კოლეგებისგან” _ განაცხადა გენერალ-მაიორმა უილიამ ნესბიტმა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობა 1995 წლიდან მიმდინარეობს.
წყარო: www.mod.gov.ge
Если нация отказывается служить материалом для строительства "Русского донационального государства", она в глазах русских становится даже не национальным врагом, а врагом рода человеческого.
Ибо ее действия разрушают русскую картину мира!...
საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება!....