მოგესალმებით ყველას და თქვენის ნებართვით ერთი წინადადებით მინდა მოგმართოთ.
უპირველესად ყველას გიდასტურებთ პატივისცემას და ვაფასებ თქვენს წამოწყებულ საქმეს _ "აისს". ეხლა რაც შეეხება წინადადებას. მოკლედ ერთ-ერთ ქვედანაყოფთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს. შიგნიდან ვიცნობ ასე ვთქვათ... საკმაოდ ბევრია შიგნით ისეთი რამ რაც გულშემატკივარს გაახარებს, მაგრამ სამწუხაროდ პრობლემებიც ძალიან ბევრია. ზოგიერთი პრობლემა კი ისეთია კაცს გული გაგისკდება ამას აქამდე რატომ არ მოევლო, ან რატომ არავინ ცდილობს სიტუაციის გამოსწორებასო. ერთ-ერთი დიდი პრობლემა რამდენადაც მე ვხედავ არის ის, რომ ჩვენი მებრძოლები ფაქტიურად არ იცნობენ რუსულ არმიას. არ იცნობენ რუსულ შეიარაღებას, იმის გარდა რაც ჩვენც იდენტური გვაქვს, არ იცნობენ რუსული სხვადასხვა ქვედანაყოფების მოქმედების ტაქტიკას, შეიარაღების ნომენკლატურას და ა.შ. ის შემადგენლობა, რომელსაც საბჭოთა არმია ჰქონდა გამოვლილი საშუალო და დაბალ რგოლებში ფაქტიურად აღარ არიან, ამას გარდა, რუსეთშიც ბევრი ახალი რამ გამოჩნდა, ბევრი ტიპის იარაღიც მოდერნიზდა. ცხადია პირველი რეაქცია ამ შემთხვევაში არის ის, რომ აბა რას აკეთებენ შესაბამისი სტურქტურები? ამ კითხვაზე მე პასუხი არ მაქვს, მე უბრალოდ ფაქტს ავღნიშნავ და ვცდილობ გამოსავლის გზა ვიპოვო. და აი ამაზე ფიქრის დროს ესეთი იდეა დამებადა _ რამდენადაც მე ვხედავ არსენალელების უდიდესი ნაწილი ფაქტიურად ექსპერტებად ჩამოყალიბდით რუსული არმიის დარგში

ვიფიქრე კარგი იქნებოდა აისის სახელით მომზადდეს ერთგვარი ბროშურების სერია. მაგალითად "იცნობდე მტერს" ან რამე მსგავსი (ნუ სათაური ცხადია სხვა შეიძლება იყოს უბრალოდ იდეა მინდა გამოვხატო). სადაც აღწერილი იქნება რუსული შეიარაღების ნომენკლატურა. დაწყებული ჯარისკაცის ფორმით, პირადი აღჭურვილობით და დამთავრებული მძიმე იარაღით, ტანკები, არტილერია, ავიაცია. ამ იარაღის ტტმ-ები და სუსტი და ძლიერი მხარეები, მისგან თავდაცვის და მის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური ხერხები. ალბათ შესაძლებელია ასევე აღიწეროს რუსული სხვადასხვა დონის ქვედანაყოფების მოქმედების ტაქტიკა და შეიარაღების ნომენკლატურა (თუგინდ რუსულ წესდებაზე დაყრდნობით). მგონი საინტერესო პროექტი უნდა გამოვიდეს. შესაძლებელია მოხდეს სამინისტროსთან დაკავშირება და მიეწოდოს ელექტონული ვერსია, რომელსაც ალბათ ისინი გამოცემენ თავისი შესაბამისი რედაქტირების შემდეგ. ჩემი აზრით ამით საკმაოდ დიდ სამსახურს გაუწევთ არმიას.
რაც ზემოთ დავწერე ეს მხოლოდ ჩემი აზრია _ ჩემს მიერ დანახული პრობლემა და ის რაც მე მოვიფიქრე პრობლემიდან გამოსავლად. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არ მინდა დარჩეს შთაბეჭდილება _ თითქოს რამეს თავზე გახვევთ, ან ისეთ საქმეში ვერევი რაშიც ჩარევის უფლება არ მაქვს. ასე რომ მკაცრად ნუ განსჯით ამ შემოთავაზებას

ამას გარდა შესაძლებელია მუშაობენ კიდეც ამ კუთხით და უბრალოდ მე არც ვიცი.
სამწუხაროდ ჩემი დროის რესურსი და ცოდნა ამ მხრივ არ ყოფნის ამ საქმის განხორცილელებას (გაცნობის თემაში ერთ-ერთი არსენალელი წერდა კარგად _ ჩემი ცოდნა ტერმინებით "კოლიმატორული სამიზე, ბალისტიკა, ინფრაწითელი დამიზნების სისტემა და ეშელონირებული საჰაერო თავდაცვა"-შემოიფარგლებაო. ჩემი ამბავიც სადღაც მაგ ფარგლებშია

)
რას იტყვით აისელებო რამდენად რეალურად ვხედავ პრობლემას??? და რამდენად რეალურია ეს გამოსავალი???