ზარაზა
ამაშია საქმე!

       
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 28713
წევრი No.: 4021
რეგისტრ.: 4-January 04
|
#12856723 · 7 Mar 2009, 00:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისე მოხდა რომ Armor ვერ ფოსტავს თემაში რაღაც მიზეზის გამო, ამიტომ მის ინფოს მე ვდებ ფორუმზე:
ჩემი ბიბლიოთეკიდანაა, რომელმა მადლიანმა დაწერა არ ვიცი ...
:: ბორჯღალო :;
სვასტიკა (ბორჯღალო) უძველესი წარმომავლობისა და ისტორიისაა.. ფაქტიურად ის აისახა ყველა უძველეს კულტურასა და ცივილზიაციაში, ჩვენ ძვ.წ.აღ. IV ათასწლეულიდან მოყოლებული გვაქვს უკვე მისი ორნამენტული გამოსხულება თიხის ჭურჭლებზე (დოქებზე, ქოთნებზე, ფირფიტებზე), ბრინჯაოს იარაღებზე, მძივებზე და სამკაულებზე, მძივებზე, მუზარადებზე, საკულტო ნაგებობებზე და ა.შ.
პირობითად სვასიკის სამშობლოდ ითვლება შუმერი, რადგან აქ არის ყველაზე ძველი აღმოჩენა მისი სიმბოლოსი, შემდეგი კი თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოა... აქ მტკვარ-არაქსის კულტურის პირველივე ეტაპზე ჩნდება სვასტიკის ორნამენტები, ეს ძვ.წ.აღ. III ათასწლეულია და აქედან მოყოლებული ის კიდვ საქართველოს ბევრ კუთხეში იქნება აღმოჩენილი... საუბარია შულავერის გათხრებზე, რაჭაში წარმოებული არქეოლოგიურ გათხრებზე, კოლხურ, თრიალეთისა და ალაზნის კულტურებზე... აგრეთვე მცხეთის არქეოლოგიურ გათხრებზე, სადაც ბორჯღალოსა და სვასტიკას "სამეფო ბეჭდებია" აღმოჩენილი...
თავად სიტყვა "სვასტიკა" არის სანსკრიტული და მისი სიტყვასიტყვითი თარგმანი ასეთია - კეთილდღეობა. swu - კეთილი, კარგი და asti - ყოფიერება, ცხოვრება.
სანსკრიტი იცით ალბათ, იმ ინდო-არიული ტომების ენაა, რომლებაც შექმნეს "ვედების დიდი კულტურა" და ვის წიაღშიც იშვა "ბუდა" (გასხივოსნება - სანსკ). სვასტიკა ბუდას ნიშანია... მის საკულტო ნაგებობებზე ჩინეთში, კორეაში, ინდოეთში ხშირად გვხვდება ეს ჩუქრუთმა, ამის ამსახველ ფოტო-მასალასაც დავდებ ქვევით. ბუდისტურ სამყაროში "სვასტიკა" არის "მზის ნიშანი", კოსმიური ძალისა და ენერგიის სიმბოლო., იგივე - სიცოცხლის ძალა! განცვიფრებას იწვევს ის გარემოება, რომ დღეს პლანეტის ორბიტალური მოძრაობის ფოტოს რომ დავაკვირდეთ, აუცილებლად დავინახავთ - სვასტიკა-ბორჯღალოს. მაგრამ ეს სიმბოლო ინდო-არიელებს არ შეუქმნიათ, მისი ამსახველი მატერიალური მემკვიდრეობა დღევანდელი ინდოეთის ტერიტორიაზე უკვე "ჰარაფას კულტურიდან" იწყება, ეს კი ის კულტურაა, რომელიც ინდო-ევროპელების გამოჩენამდე არსებობდა მდინარე განგის სანაპიროზე და ცხოველი სავაჭრო ურთიერთობა ქონდათ შუმერებთან (შუმერები იქ ახდენდნენ თიხის ჭურჭლის ექსპორტს და იქიდან კი სამკაულები, განსაკუთრებით, მძივები შემოქონდათ), რისი ამსახველი მასალა შუმერულ ლურსმულ დამწერლობაშია აღმოჩენილი...
გავრცელდა, თუ არა ჰარაფას კულტურაში ბორჯღალო-სვასტიკას სიმბოლო შუმერიდან? ამის დანამდვილებით თქმა ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ შუმერული კულტურა ამ ჩუქურთმის საკრალური დების გარეშე არ არსებობს. ოღონდ მნიშვნელობა აქ ოდნავ განსხვავებულია - შუმერში სვასტიკა არის ნაყოფიერების საკრალური სიმბოლო, აგრეთვე, წელიწადის დროების, მიწის და ღვთიური საშოსი... აგრეთვე სიყვარულის... ციური სხეულებიდან, ის არის პლანეტა "ვენერას" ხატი. ის მუდმივი ატრიბუტია სიყვარულის ქალღმერთის - ინანასი... (ბაბილონურად - იშტარი), რომლის ზუსტი ინტერპრეტაციაა ბერძნული აფროდიტე და რომაული - ვენერა. სიყვარულსი ქალღმერთის "ცისკრის ვარსკვლავთან" გაიგივება პირველად შუმერულ მითოსში ფიქსირდება, შემდეგ კი ბაბილონურ, ასურულ, ფინიკიურ, ბერძნულ, რომაულ და ქართულ ტრადიციებშიც კი გვხვდება...
ანუ, თუ ინდოეში "სვასტიკა" არის მამომბრივი საწყისის სიმბოლო, შუმერებთან ის ქალ ღვთაებასთან ასოცირდება.. ასევეა სხვათაშორის, ჩინურ ფილოსოფიასა და კულტურაშიც. აქაც სვასტიკა არის "ინ"-ის ქალური საწყისის სიმბოლო, თუმცა ის, როგორც "სიცოცხლის ძალა", "კოსმიური ენერგია", "კეთილდღეობა", "ნაყოფიერება", "ძლევამოსილება" - უცვლელი რჩება...
მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ინანა არ იყო შუმერული ღვთაება და დამტკიცებულია, რომ ის შუმერში შევიდა "ზღაპრული ქალაქიდან არათა", ეს ამოუცნობი ქალაქი შუმერის ჩრდილოეთით, "მთია ქვეყანაში" არსებობდა, რაც პრინციპში, ზუსტად ემთხვევა დღევანდელი საქართველოს ადგილმდებარეობას - შუამდინარეთის ჩრდილოეთით კავკასია და საქართველოა... მაშინ საქართველოშიც ხომ უნდა იყოს ბორჯღალო-სვასტიკას ჩუქურთმის ნიშნები? აქ, როგორც ვთქვით ძვ.წ.აღ. III ათასწლეულიდან გვხვდება სვასტიკა მტკვარ-არაქსის კულტურის არქეოლოგიურ ძეგლებშიც. კოლხური ცულების პირებზეც ხშირია მისი სიმბოლიკა, განსაკუთრებით განცვიფრებას კი ძვ.წ.აღ. II ათასწლეულით დათარიღებული "რაჭული ცული" იწვევს, რომელიც შეიძლება ითქვას, სვასტიკის ჰიმნია.
აქაც სვასტიკა ღვთიური ძალის, ადამიანისა და ღმერთის კავშირის (როგორც ორძელი), ნაყოფიერების და კეთილდღეობის საკრალური ნიშანია. ის გვხვდება ქართულ ანბანშიც! - ასო-ნიშანი "ქან" ადრეულ ძეგლებზე სვასტიკის ფორიმითაც გვხვდება, შემდეგ კი უფრო ტიპიური ჯვრის ფორმას იღებს. არადა ეს ნიშანი "ქვეყნის", "მიწის" აკროფონია ჩვენს ანბანში, მისი სიმბოლური ხატი, რაც ამყარებს იმ ვერსიას, ჩვენი ანბანი პრექრისტიანული ხანისაა და მისი ძირი მინიმუმ ძვ.წ.აღ. IV საუკუნეში უნდა ვეძებოთ...
ყველამ ვიცით ძველქართული არქიტექტორული შედევრის "დედაბოძის" არსებობა, მაგრამ ცოტა თუ ვფლობთ იმ სიმბოლურ სილამაზეს, იმ საკრალურ შინაარს, რომელსაც ნიშნავდა "დედაბოძი", ეს იყო "საყდარი სახლში", რომელიც თითოეულ ქართველს უნდა ქონოდა... განურჩევლად მისი წარმომავლობისა და სტატუსისა, იქნებოდა მეფე, დიდებული, უბრალო გლეხი, თუ ხელოსანი - ნებისმიერ დარბაზსა და სახლში არსებობდა დედაბოძი, რომელიც იყო "სვეტიცხოველი სახლსა შინა", "სიცოცხლის ხის" სიმბოლო და პარადიგმა... ჩვენში სიცოცხლის ხე წარმოედგინათ, ცის საყრდენად, მნათობთა სადგურად და ღვთაებათა მშობლად. აი ამის სიმბოლო იყო დედაბოძი, რომელსაც სხვანაირად "კერა" ერქვა. სიცოცხლის ხე იყო "ღმერთების კერა", ხოლო "დედა-ბოძი" ადამიანების კერა. საოცარი იყო მისი ორნამენტიკა - ბორჯღალა, ვარსკვლავები, სვასტიკა, ცხოველები (განსაკუთრებით ირემი, ვერძი და ხარი), ფრინველები (არწივი, მიმინო, ხოხობი), ყვავილები (ძირითადად რვა, ან შვიფურცლიანი), ჯვრები (წარმართულ ეპოქაშიც კი) და ადამიანის ხელი, ღწრთა! ხანდახან ზოდიაქოს ნიშნებიც...
ეს მართლაც საოცარია, გავიხსენოთ ისიც, რომ მსგავსი ჩუქურთმები თვით სვეტიცხოვლის ტაძარზეც გვხვდება, რომელიც ქართული სულიერების ნამდვილი დედა-ბოძია!
სვასტიკა ნაპოვნია ელამში (ეს არის მესამე ცივილიზაცია მსოფლიოში), კუნძულ კრეტზე, მუზარადებსა და მონეტებზე, ჯერ კიდევ II ათასწლეულში. საბერძნეთის ტერიტორიაზე კიდევ მრავლად არის სვასტიკა აღმოჩენილი, ის აქ ძირითადად არის ზევსის და ჰელიოსის, ჰერას არტემიდას საკრალური ატრიბუტი. სვასტიკას ხმარობდნენ ეტრუსკებიც, ეს მათი ერთვარი "სამეფო ნიშანი" იყო. ვინც ატარებდა მას, კეთილშობილებით გამოირჩეოდა. კეტილშობილება კი მეომრის უპირველეს თვისებად იყო მიჩნეული, ამიტომ ის მალე "შამხედრო ჰერალდიკადაც" იქცა და აი, ასეთი მნიშვნელობით დამკვიდრდა რომაულ ცივილიზაციაშიც... სვასტიკა იპოვეს ტროაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრის დროსაც, რის შედეგაც აღმოჩნდა, რომ სვასტიკა ტროელების უპირველესი სათაყვანო ნიშანიც ყოფილა... და აქაც საუბარია მინიმუმ ძვ.წ.აღ. II ათასწლეულზე.
ინდოეთში ბუდას ან მკერდზე აქვს სვასტიკა გამოხატული, ან შუბლზე. მაგრამ ის აგნის, შივუს, ბრაჰმას, შივას, განეშის და სურის. ძველ ინდოეთში იყო აგრეთვე "სუბასტიკა", ეს სვასტიკას საწინააღმდეგო ნიშანი, მისი ნეგატივი გახლდათ. სხვაობა იყო შემდეგში - სვასტიკას შემთხვევაში ისრები საათის მიმართულებით მოძრაობდნენ, სუბასტიკაში კი პირიქით და ეს "ღამის მაგიას" ნიშანვდა.
სკანდინავიურ მითოლოგიაში, სვასტიკა არის ჭექა-ქუხილის ღვთაების, თორის ატრიბუტი. მისი "ჩაქუჩი", რისი მოქნევის შემდეგაც იწყებოდა ელწექი და რისი ნაპერწკალიც იყო მეხი, სვასტიკის ფორმას იღებდა ხშირად.
ძალიან საინტერესოა მისი საკრალუტი დატვირთვა ძვ. ეგვიპტეში, სადაც იგი აგრეთვე მზის სიმბოლოდ იყო მიჩნეული. მისი ტარება მხოლოდ უმაღლეს ქურუმებს შეეძლოთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მზის ეს ნიშანი უაღრესად საკრალური დანიშნულებისა იყო.... აქ ის 4 ელემენტის კავშირს გულსიხმობს, აგრეთვე სიმბოლოა დღისა და ღამის გასაყარის (როგორც ორი ძელის კავშირი), რამაც სვასტიკა განახლებისა და ა ღ ო რ ძ ი ნ ე ბ ი ს ხატებასაც დაუკავშირა და ამის გამო ოსირისის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა... "სვასტიკა" არის ოსირისის ქურუმების ნიშანი და მის აღორძინებასთან არის დაკავშირებული... აქვე იმას აღვნიშნავ, რომ სვასტიკა არის ჯვრის ნაირსახეობა! - ის ასოცირდება აღორძინებასთან, ხოლო ოსირისი არის პირველი მითიური გმირი, პირველი მისტერიული სახება, რომელმაც შესძლო "აღდგომა, აღორძინება და განახლება", ეს კი ქრისტეს ინიციაციაა, რომლის აღდგომისა და აღორძინების გზა ასევე ჯვრის სიმბოლიკაზე, მიც ცმაზე გადის! აქ კი ჯვარი ორი ხის - სიკეთისა და ცნობადი ხის გაერთმყოფობას ნიშნავს!
ძალიან საინტერესოა სვასტიკას მომრგვალებული ვარიანტის - ბორჯღალას გამოყენება ირანო-არიულ ტომებში, იგივე - ავესტებში, ანუ იმ ხალხში, ვინც შექმნა "ზოროასტრიზმი", ზარატუსტრას მოძღვრება...
ზოროასტრიზმი საკმაოდ ვრცელი და დიდი მისტერიული სიბრძნე და ცოდნა იყო, აქ პირველად დამუშავდა გილგამეში-ამირანი-პრომეთეს მითის შემდეგ სიკეთის მესიანური კულტი, დაიწერა წინასარმეტყველება მესიის გამოჩენის შესახებ და იქნებ ამიტომაც არის, როცა იესო იბადება ბეთლემში და ცაზე 8 ქიმიანი ვარსკვლავი ჩნდება, ოთხთავის მიხედვით ის ხალხი, ვინც მიყვებიან ამ ვარსკვლავს და ეძებენ იესო ქრისტეს შობის ადგილს, არიან მოგვები. "მოგვი" მაზდეანური რელიგიის ქურუმებს ერქვათ. სხვათაშორის, აქედან არის გავრცელებული დღეს ცნობილი სიტყვები - "მაგი" და "მაგია" - რაც ასევე ავესტური წარმოშობისაა.
ახლა მოუბრუნდეთ ბორჯღალოს სიმბოლოს მნიშვნელობას... როგორც ვიცით, ეს სიმბოლო გავრცელებული იყო მაზდეანურ რელიგიაში, იგივე ავესტურ კულტურაში, ზოროასტრიზმში, ზარატუსრას სიტყვაში და იქ უზენაესი ღვთაების აჰურამაზდას მთავარი ნიშანი იყო (ხშირად მისი ღვთაებრივი ფრინველი (არწივი/შევარდენი) ხშირად დგას კიდეც "ბორჯღალაზე"... დიდ ხანს ეს სიმბოლიკაც გვეგონა სპარსული წარმოშობისა, მაგრამ საქარველოში წარმოებულმა თრიალეთში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა მედალიონი, რაზეც წრეში ჩახატული შვიდქიმიანი ვარსკვლავი იყო ამოტვიფრული, რომელიც არაფრით არ განსხვადებოდა ბორჯღალოსგან... ეს სიმბოლო აბსოლუტურად ქართული აღმოჩნდა! და ალბათ აქედანაც გავრცელდა თავის დროზე ძველ სპარსეთში... ახლა გავიხსენოთ ვინ იყო ზოროასტრი, გივიე ზარატუსტრა და საიდან მოვიდა იგი? ეს იყო ავესტური კულტურის შვილი და ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, ანუ არიელების იმ თაობის მემკვიდრე, რომლებიც მოგზაუბობდნენ შუამდინარეთში და აითვისეს, როგორც შუმერული, ურარტული, ასევე ელამური და შესაბამისად - მტკვარ-არაქსული ცოდნა... მართალია, მაშინ უკვე აღარ არსებობდა შუმერი, როცა ავესტები გამოვიდნენ მსოფლიო ასპარეზზე, მაგრამ იყო ხურიტების ქვეყანა, რომელიც ახლო კავშირი იყო მათთან და სადაც მცირეხნით გაჩერდნენ ავესტები, არსებობდა ბაბილონი, სადაც "ქურუმთა კასტას" ძველი ქალდეელები წარმოადგენდნენ. ესენი კი არიან კიდეც შუმერები, არსებობდა უდიდესი კულტურა დღევანდელი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე... შესაძლოა აქ ისწავლეს მათ მზის იმგვარი ახსნა, როგორიც მოგვცეს მოგვიანებით ავესტას წიგნში ზარატუსტრაზე, შესაძლოა ეს მტკვარი-არაქსის კულტურიდან მიიღეს, რადგან ამ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში არსებობდა ძლიერი კულტურა და ცენტრი იყო თრიალეთი...
თან ავესტურ ბორჯღალოზე სხივთა რაოდენობა დაცული არაა, ის ხან 4-ია, 7-ია, ხან 12, ხან 24 და ხანაც 9. თითოეულ ასეთ ბორჯღალოს აქვს თავისებური ახსნა... მაგალითად 4 ნიშნავს ქვეყნიერების 4 მხარეს და 4 ელემენტს, 12 თვეებთან ასოცირდება, ან ზოდიაქალურ ნიშნებთან, 24 საათთან და ა.შ. ხოლო ქართულ ბორჯღალოში მხოლოდ და მხოლოდ 7 ქიმი გვხვდება... ეს რიცხვ 7 აქ გამოხატავს შვიდ მნათობს, რომელნიც მზიდან კი არ მოდიან, არამედ მის წერტილიდან, რომელიც არის - "არა თვით ნათელი, არამედ სავანე სინათლისა".
აი, მათი ქართული სახელებიც: 1. მთოვარე (იგივე ყამარ) - მთვარე... 2. ჯუმა (იტივე ერმი და ოტარდი) - მერკური 3. მთიები (იგივე ცა და ცისკარი) - ვენერა, აფროდიტე, იშტარი 4. მარიხი (იგივე არიან, თახა) - მარსი 5. დია (იგივე მუშთარი) - იუპიტერი 6. ზუალი (კრონოსი ჰქვიან ქართულად ამბობს სულსხან-საბა მასზე (?!) )- სატურნი 7. მზე იგივე არდი - ჰელიო
სწორედ ამ 7 მნათობს (ძველქართუულად ცთომილს) გამოხატავს ქართული ბორჯღალო სინამდვილეში და სწორედ ამიტომ დაჰყო 7 სამთავროდ ფარნავაზმა ერთიანი საქართველო, მაშინ თითოეული კუთხის მფარველი თითოეული მნათობი იყო... და სწორედ აქედან წამოვიდა ქართულ ენაში სიტყვანი - "მ-შვიდი", ანუ - "მე-შვიდი", "მ-7-ობა", როგორც "მ-შვიდ-ობა" და ისტორიამაც ცხადყო, რომ, როცა ეს ერთობა ურყევი იყო, მაშინ მშვიდობა სუფევდა ჩვენს ქვეყანაზე, ანუ ცა და მიწა ერთად იყო და ქართველობისთვის 7 სამთავროს ერთად ყოფნა მშვიდობის უზრუნველყოფა იყო.
ამას ნიშნავს ქართული 7 სხივიანი ბორჯღალო და ამიტომაც იყო ჩვენი ვარსკვლავი 7 ქიმიანი მუდამ!
საინტერესო სიტყვა "ბორჯღალოს" ეტიმოლოგიაც - "ბორჯღი" ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს - "ფესვს, საძირკველს", აქედან არის მისი გვიანდელი ფორმა "ბურჯი", "ღალ" კი - ჯანსაღ ნაყოფს", ნიშნავს... ე.ი რა გამოდის? ბორჯღალო არის - ბურჯი, ფესვის წმინდა და ჯანსაღი ნაყოფი. რა გასაკვირია ამის მერე, რომ ძველი ქართველები ცულზე და თიხის ჭურჭელზე ტვიფრავდნენ მის ჩუქურთმას?
ეს იყო ფარნავაზის სამეფოს აღიარებული სიმბოლო, აგრეთვე როგორც ჩანს, შუმერშიც გავრელებული ნიშანი, რომელიც აქედან წაიღეს ავესტებმა და დაამკვიდრეს თანამედროვე ირანშიც. აქვე ერთი გარემოება მოითხოვს ხაზგასმას - ცნობილია რომ შუმერებს ეკუთვნით ისეთი გამოგონების ავტორობა, როგორიც არის - ბორბალი. ბორბალს ისინი უწოდებდნენ "მზის სიახლოვეს", რადგან ესეც იყო წრიული და რაც არ უდნა დაგედო მასზე, ყველაფერს ატრიალებდა... ამიტომ ბორბალი მათ მალევე ჩათვალეს "ღვთაებრივ გამოგონებად" და მზის ღმერთის საჩუქრად... სვარაუდოა, რომ აქედან წამოვიდა "ბორჯღალოს" თაყვანისცემაც... თვით ბორბალიც გავს შუმერული წარმოშობის სიტყვას, რადგან იქ ზუსტადაც რომ მზის ღმერთის "ბაალის" სახელი ჟღერს.
ერთი სიტყვით, ბორჯღალოცა და სვასტიკაც ფესვგადგმული უძველეს, პროტოქართულ მოდგმაშიდა მათი კულტურისა და ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საინტერესო ნიშანია... იგი ნამდვილად არის პროტოქართველების კუთვნილება და მისი გენეზისის ძირი იმ სამყაროში და პირველ ცივლიზაციაში უნდა ვეძებოთ, რომელსაც დღეს პირობითად "ატლანტებს" ვუწოდებთ და ვისი გავლენის არიალიც კავკასია, ანატოლია, ბალკანეთი, ინდოეთი და შუამდინარეთი იყო...
--------------------
დ ე ო კ უ პ ა ც ი ა !!!
სურათების ასატვირთად -> მამა-ჰოსტი -> http://pix.ge
ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)
|