ეს არის
სასწავლო პროგრამის ჩემს მიერ შედგენილი სამუშაო ვერსია. დაახლოებით ასე წავა მომზადება:
რეკრუტი ეცნობა აისის წესდებას და ქცევის კოდექსს. ავსებს ანკეტას და ადასტურებს რომ დაემორჩილება წესდებას და კოდექსს (აკრძალვათა ნუსხა იქნება). კურსის გავლისას მათ დაცვას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა! დამრღვევი გაირიცხება კურსიდან. ხელმოწერის მერე მოქალაქე ხდება "რეკრუტი".
''ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების სასწავლო კურსის'' წარმატებით დახურვის მერე, რეკრუტს მიენიჭება "კანდიდატის" წოდება და დაიშვება "ტაქტიკური მომზადების კურსზე". ამ დასკვნითი კურსის დახურვის შემდეგ "კანდიდატი" გახდება "წევრი" და ჩაირიცხება უშუალოდ ქვედანაყოფში.
:: ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების კურსი ::ზოგადი მიმართულება: დაზვერვა
12 თემა. სულ: 9 კვირა. დაახლ. 25 დღე. იქნება ტესტირებები და გამოცდები.1 თემა: ზოგადი ინფორმაცია
სამხედრო სუბორდინაცია და დისციპლინა.
აისის სასწავლო ქვედანაყოფების სტრუქტურა და ორგანიზაცია.
2 თემა: მებრძოლის ეკიპირება
ზურგჩანთა, საძილე ტომარა, პარალონი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საწვიმარი ლაბადა, ჭურჭელი და სხვა აუცილებელი ნივთები. შერჩევა, გამოყენების წესი.
3 თემა. შენიღბვა
შეფარება. საფარი. შენიღბვა.
დემასკირება: ობიექტების და ადამიანების დემასკირების ნიშნები, როგორ ავირიდოთ თავიდან დემასკირება.
4 თემა. საცეცხლე პოზიციები
დაფარვა და შენიღბვა. საცეცხლე პოზიციების სახეები: ინდივიდუალური, ორკაციანი.
5 თემა. მარში და გადაადგილება
გადაადგილება ქვედანაყოფთან ერთად
გადაადგილება ჯავშანტექნიკასთან ერთად
დაუყოვნებელი რეაგირება გადაადგილებისას
გადაადგილება ტყეში
გადაადგილება მთაგორიან რელიეფზე
გადაადგილება დასახლებულ პუნქტში
გადაადგილება თოვლში
გადაადგილება ღამით
წყლიანი დაბრკოლებების გადალახვა
მავრთულხლართების გადალახვა
დაჭრილების და ტყვეების ტრანსპორტირება
გარემოცვიდან გამოსვლა
6 თემა. თვალთვალი
სათვალთვალო პუნქტები
თვალთვალი ღამით
თვალთვალი დასახლებულ პუნქტში
დაზვერვა ფოტოგრაფირებით და ვიდეოგადაღებით
თვალთვალის ოპტიკური საშუალებები
მანძილის განსაზღვრის მეთოდები
7 თემა. ტოპოგრაფია
ძირითადი ტაქტიკური ნიშნები, რუკის წაკითხვა, მარტივი საბრძოლო სქემების შედგენა, მოძრაობა აზიმუტით, კომპასის გამოყენება, მხარეების განსაზღვრა ხელსაწყოების გარეშე და კომპიუტერული პროგრამების გამოყენება.
8 თემა. კომუნიკაციის საშუალებები
რაციით, ხმოვანი, ვიზუალური, მაცნე
9 თემა. პირველადი სამედიცინო დახმარება. მენტალური და პირადი ჰიგიენა.
10 თემა. თვითგადარჩენის ტექნიკა.
სტრესის დაძლევა, საფარის მოწყობა, კოცონის დანთების წესი და მისი სახეობები, ძირითადი კვანძები, სალაშქრო კულინარია (კვება და წყალი), საკვების და წყლის მოპოვება ბუნებაში
11 თემა: მსუბუქი იარაღის სახეობები, გამოყენების წესი და ტ.ტ.მ.
АК, ПК, ГП-25, СВД, РПГ-7, АГС-17
12 ნაღმები და ასაფეთქებელი საშუალებები
ქვეით- და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები. დანაღმვა. დამინული ველის გადალახვა. ასაფეთქებელი საშუალებები.
ს.პ.ა. აისს არანაირი შეხება არა აქვს არც ოპოზიციასთან და არც მთავრობასთან. ჩვენ ვართ აბსოლუტურად აპოლიტიკური ორგანიზაცია! არ ვიყენებთ იარაღს და ასაფეთქებლებს! მაქსიმალურად დავიცავთ კანონებს! არ ვაპირებთ არანაირი აქციებში და მიტინგებში მონაწილეობის მიღებას!შეკითხვები თუ გაქვთ გიპასუხებთ.პ.ს. არასოდეს არ ვყოფილვარ არცერთი პარტიის წევრი და ცხოვრებაში მიტინგზეც კი არ ვარ ნამყოფი! და არ ვაპირებ მისვლას!
This post has been edited by Armor on 9 Mar 2009, 23:04