მიხეილ სააკაშვილი: საფრთხე ისევ არსებობს, მტერი, შესაძლოა, ახალ შეტევაზე გადმოვიდეს
ოქტომბერი 02,2008
სხვა სიახლეები
No matching news for this article
image
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთი შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგ ახალ შეტევაზე გადავიდეს, რადგან მან აგვისტოს მოვლენებისას ვერ შეძლო ორი მთავარი მიზნის მიღწევა _ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და ნავთობსადენის გაკონტროლება.
ეს განცხადება პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს ომი არ უნდოდა და ქვეყნის ხელმძღვანელობა თავდაცვითი ოპერაციების განხორციელების გეგმებს არ განიხილავდა. პრეზიდენტით ინფორმაციით, საქართველო წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში მონაწილეობას 80 000 რუსი ჯარისკაცი, 3 000-ზე მეტი ჯავშანტექნიკა იღებდა და რუსულმა საბრძოლო ავიაციამ 200-ზე მეტი გაფრენა განახორციელა.
„რუსულ ჯარს უზარმაზარი დანაკარგები მიადგა. სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, მათ დაკარგეს 2 000-მდე მებრძოლი, ჩამოგდებულია 17 საბრძოლო თვითმფრინავი. არტილერიამ საოცრად იმუშავა. ავიაციაში ტექნიკურად ჩამოვრჩებოდით, მაგრამ რამდენიმე ზუსტი დარტყმა განვახორციელეთ“, _ აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთი თბილისის აღებასაც აპირებდა.
„საფრთხე ისევ არსებობს, მტერი, შესაძლოა, ახალ შეტევაზე გადმოვიდეს“, _ აღნიშნა სააკაშვილმა.
http://www.medianews.ge/geo/news/30612.html