X Man
Ice Man

       
ჯგუფი: Members
წერილები: 20960
წევრი No.: 19623
რეგისტრ.: 7-May 06
|
#11051220 · 1 Oct 2008, 20:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორ გაანადგურეს რუსმა ოკუპანტებმა ქართული სამხედრო ფლოტი 2008 წლის 01 10, ოთხშაბათი - 12:45
“შავი ზღვის საზღვაო-სახმელეთო ძალების სპეცგანყოფილება, რომლის შემადგენლობაშიც ანტიდივერსიული ჯგუფის წევრები იყვნენ, ფოთში, ყველა კატერსა და გემში, რომელსაც საბრძოლო მარკა ჰქონდა, სულ ათამდე ერთეულში, ჩადეს ასაფეთქებელი ნივთიერება~, _ ეს განცხადება რუსულ საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტისთან” საუბარში ერთ-ერთმა რუსმა ოფიცერმა გააკეთა, რომელიც, მისივე თქმით, ქართული ხომალდების აფეთქებაში მონაწილეობდა.
მოკლედ, რუსული მედია ახალ საინფორმაციო ომს იწყებს, ეს უკვე ომის შემდგომი ფრონტის კარგად დაგეგმილი სვლაა. როგორც არაერთი ქართველი მედია-ექსპერტი აღნიშნავს, წაგებული ომის შემდეგ საქართველო საინფორმაციო ომის წაგების საშიშროების წინაშეეც დგას, რადგან არ არსებობს კომპეტენტური პასუხები მმართველი წრეებიდან. ასე და ამგვარად, ჩვენ ისევ საკუთარი თვალით დანახული და ჩვენს ფოტო-ობიექტივზე აღბეჭდილი ფაქტებით გვიწევს იმ განცხადებაზე შეპასუხება, რომელიც ყველა რუსულმა ბეჭდურმა და ელექტრონულმა გამოცემამ მთავარ თემად აქცია.
ვერ გეტყვით, საიდან და რატომ დაასკვნა რუსმა ოფიცერმა, რომლის არც სახელი ვიცით და, მით უმეტეს, _ არც გვარი, რომ რომელიმე მედია-საშუალებამ ფოთში ქართული ხომალდების აფეთქება ავიაციას მიაწერა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ამ ფაქტორის გამორიცხვით აგრესორებს აშკარად სურთ გამამრთლებელი მიზეზების მოძებნა, რომელსაც ვერ პოულობენ. არადა, სჭირდებათ, თუნდაც საერთაშორისო დონეზე მათ წინააღმდეგ აგორებული შავი პიარის გასაღიავებლად. უნდა ითქვას ისიც, რომ იგივე დასავლურ მედიაში, ბოლო პერიოდში ისე აქტიურად არ ემხრობიან თბილისის პოლიტიკას, როგორც დღემდე იყო, ამას კი იგივე მედია-ექსპერტები ქართველი ჟურნალისტების პასიურობით ხსნიან.
ოფიცრის ნაამბობიდან ირკვევა, რომ ფოთში, საქართველოს საზღვაო ძალების მცურავი საშუალებები, შავი ზღვის საზღვაო-სახმელეთო ძალების მიერ იქნა განადგურებული. “ფოთში არანაირი დაბომბვა ჰაერიდან არ ყოფილა. როდესაც ჩვენ შევედით პორტში 12 აგვისტოს, ფოთი დაცარიელებული იყო~, _ აცხადებს ოფიცერი.
მისივე თქმით, ფოთის პორტში შესული იყო ორი დიდი სადესანტო ხომალდი _ “იამალი” და “სარატოვი”, რომლებმაც საბრძოლო პატრულირებისთვის ადგილზე მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდი “სუზდალეცი” დატოვეს.
რუსი ოფიცერი ტყუის, თან მწარედ, რადგან 11 აგვისტოს დაახლოებით ღამის 22 საათზე რუსული ძალები ფოთში ხმელეთით, სამეგრელოს მხრიდან, ხიდიდან შემოვიდნენ. იმ ღამით ქალაქში არანაირი აფეთქება არ ყოფილა. რუსებმა იმ საღამოს, მართლაც, დაცარიელებული ქალაქი დაზვერეს, მოიარეს ყველა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და ძალოვანი სტრუქტურის შენობა. 13 აგვისტოს (და არა 12 აგვისტოს), როგორც ამას რუსი ოფიცერი ამტკიცებს, ფოთში მართლაც ააფეთქეს ქართული საბრძოლო ხომალდები. არავის არ გასჩენია იმის ილუზია, რომ ეს ჰაერიდან დარტყმებით მოხდა, რადგან ჩვენი, ჟურნალისტების თვალწინ ხდებოდა. წინა დღეს კი, მოლაპარაკებები რუს სამხედროებსა და ქალაქის მერს, ვანო საღინაძეს შორის, შეიძლება ითქვას, რომ უშედეგოდ დასრულდა. მეორე დღეს დაბრუნებულმა რუსებმა არ გაითვალისწინეს საღინაძის თხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ გემების აფეთქება პირდაპირ ნავმისადგომზე არ მომხდარიყო, როგორც იმავე დღეს ქალაქის მერმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ეს მოლაპარაკებები და მისი თხოვნაც მოსახლეობის უსაფრთხოებას უკავშირდებოდა. საღინაძეს წასულმა რუსებმა, როგორც მაშინ შევიტყვეთ, დაუბარეს, რომ გემები საკუთარი ძალებით გაეყვანათ ღია ზღვაში და იქ თავადვე აეფეთქებინათ, თუმცა 13 აგვისტოს, ფოთში კიდევ ერთხელ დაბრუნებულ რუსებს გემები ისევ ადგილზე დახვდათ, რის შემდეგაც მათ არ დააყოვნეს და სწორედ ის გააკეთეს, რასაც ახლა რუსი ოფიცერი მათივე სადესანტო ხომალდების “დამსახურებად” მიიჩნევს. ეს ჩვენს მიერ დადასტურებული ფაქტია და არანაირი ზედმეტი მტკიცებულებები არ სჭირდება, საქმე იმაშია, რომ ვერც ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ვერც საზღვაო თავდაცვის ძალებმა 24-საათიანი ვადა ვერ გამოიყენეს და გემებიდან თუნდაც ძვირადღირებული ტექნიკა არ გადმოტვირთეს, რათა უსაფრთხო ადგილას გადაემალათ. როცა ეს კითხვა საზღვაო თავდაცვის ძალების სარდალს, ბესიკ შენგელიას დავუსვით, მან გვიპასუხა, რომ “გემებს ტექნიკური დაზიანებები ჰქონდა და ვერ გადაადგილდებოდნენ~.
ასე და ამგვარად, განადგურდა: ბორტი-203 “თბილისი~, ბორტი-201 “ქუთაისი~ და ბორტი-303 “დიოსკურია”. “დესანტის გადმოსხმის შემდეგ, მეზღვაურებმა თავად გადაიყვანეს გემი სახმელეთო კვებასა და წყლით მომარაგებაზე. ამ დროს სპეცჯგუფმა დაიწყო პორტში მდგარი ქართული საბრძოლო ხომალდების შემოწმება, რომლის მიზანიც იყო იმის გარკვევა, დანაღმული იყო თუ არა ისინი. როდესაც დავრწმუნდით, რომ ნაღმები არ იყო, მეზღვაურებმა ქართულ ხომალდებზე აიტანეს ასაფეთქებელი ნივთიერებები და ააფეთქეს ყველა ქართული ხომალდი, რომელიც პორტში იდგა”, _ აცხადებს ოფიცერი. ამაში კი, რუს ოფიცერს ვერ შევედავებით, რადგან მილიონების ქონება ქართველმა მხედართმთავრებმა მტერს ხელში ისე ჩაუგდეს, მათ დანაღმვაზეც არავის უფიქრია. მიუხედავად ამისა, ბევრი მათგანი შესაძლოა, სულ მალე მედლებით მკერდდამშვენებულნიც ვიხილოთ, უსაფრთხო ადგილას გადამალვაზე, რაც თავის დროზე, ასევე ფოთში დისლოცირებულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიმოქმედა და რისი წყალობითაც, სამხედრო ქონების უმეტესობა გადაარჩინეს.
რუსი ოფიცრის თქმით: “პორტში მოსულ გენერალ-პოლკოვნიკს, ვლადიმერ შამანოვს, რომელიც წარმოგვიდგა, როგორც სამშვიდობო ძალების სარდალი აფხაზეთში, “სარატოვის” მეთაურმა პატაკი ჩააბარა. რის შემდეგაც, გემთან მოვიდა 150-მდე ადგილობრივი მცხოვრები, რომლებმაც მოიტანეს ღვინო, რომლის გამორთმევაც მეთაურებმა აგვიკრძალეს. პორტში, ჩვენს ხელში ჩავარდნილი ნადავლიდან, დიდმა სადესანტო ხომალდებმა გასაბერი ნავები წაიღეს, რომელშიც, 30 ადამიანი ეტევა.~
იმ დროს იმ უბანში, სადაც რუსი ოკუპანტები შევიდნენ, 150 ადგილობრივი მცოხვრები, უბრალოდ, არ იყო და, მით უმეტეს, იმის თქმა, რომ ფოთელებმა ოკუპანტებს ღვინო მიართვეს, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. ისე, ფოთელები რუსებს ღვინით კი არ უმასპინძლდებოდნენ, არამედ მათგან ბაზებს იცავდნენ და ქართველი ჯარისკაცების გამოჩენას ელოდნენ.
ეს ის ნავებია, რომელმაც საზღვაო თავდაცვის ძალების ბაზაზე შესული რუსი ჯარისკაცები გაოცებაში მოიყვანა, მათი უმრავლესობა რუსებმა ან წაიღეს, ან დაწვეს და დაცხრილეს, რაც გადარჩა, ისიც იმის გამო, რომ დროულად იქნა გადამალული ბათუმის ბაზაზე.
მოკლედ, ეს მოკლე ექსკურსი იმისათვის დაგვჭირდა, რომ მკითხველისთვის დაგვეხატა რეალური სურათი, თუ როგორ ნადგურდებოდა ქართული საბრძოლო ხომალდები, თუმცა გაურკვეველი, თუ რას ემსახურება რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც აგრესორთა ქმედებას ვერანაირ გამართლებას ვერ უძებნის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ქართული ხომალდები ავიაციას ნამდვილად არ დაუბომბავს.
ლაშა აბულაძე www.fact.ge
--------------------
Si Vis Pacem, Para Bellum მივაწვეთ წყვილი აგურების იმპორტს@X Man
|