კონკრეტულად მიმართულება ძმაო მე რუკაზე არ მინახია, მაგრამ შენ არ გაეცი ჩემს ''უხერხულ'' კითხვას პასუხი---რატომ აგებენ გამალებული დაღესტანის მხრიდან საქართველოსკენ მომავალ გზას...??? რატომ, ბევრი ფული აქვთ და არ იციან სად გადაყარონ თუ რუსები იდიოტები არიან...?
ან გადასასვლელები რომ სამთომსროლელებმა ხელში ჩაიგდონ და ჯავშანსატანკო ძალები ყვარლისკენ გამოატარონ ჭკუა დაუშლით თუ გონება...?
1. საზღვაო ნაღმებს რაც შეეხება, მე გზის დანაღმვა არ მიგულისხმია---თუ კონფლიკტების ისტორიას თვალს გადაავლებ უეჭველი იპოვი შემთხვეებს, როდესაც ტანკსაშიში მიმართულების გასაუვნებელყოფად ხშირად იყენებენ საზღვაო ნაღმებს მათი საბრძოლო მუხტის განსაკუთრებული სიძლიერის გამო. ეს საკითხი იმიტომ წამოვჭერი, რომ ვიცი რამოდენიმე წლის წინათ თავდაცვაში სერიოზული თავის ტკივილი იყო თუ სად წაეღოთ საზღვაო ნაღმების უზარმაზარი მარაგი. თუ არ გაუსუხარებიათ, საკმაოდ ეფექტურად შეიძლება მათი გამოყენება ტანკსაშიში მიმართულების დასანაღმად, ხოლო X საათის შემთხვევაში მათი აფეთქებით გაუვალი ზღუდეების შესაქმნელად.
2. ჯერ ვიკითხოთ თუ რას ვაპირებთ ჩვენ...? ყრუ თავდაცვაში ჯდომას თუ ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებას. პირველ შემთხვევაში შენს მიერ დასახელებული ტანკების რაოდენობა საკმარისზე მეტია, მაგრამ ჩვენ თუ შეტევას ვაპირებთ, როგორ ფიქრობ, რუსები გულხელდაკრეფილები იჯდებიან...? ჩრდილოეთ კავკასიის(სომხეთთან ერთად) და მიმდებარე ტერიტორიებზე რუსებს 1000-ზე მეტი ტანკი აქვთ განლაგებული და მათ უეჭველად ჩააბამენ ბრძოლაში. თუ ყველაზე ოპტიმისტურ გათვლებს ავიღებთ ათვლის წერტილად და ჩვენს ერთ აფეთქებულ(მწყობრიდან გამოსულ) ტანკზე რუსების 2-ს ვიგულისხმებთ, აქტიური ბრძოლების პირველსავე კვირის ბოლოს შეიძლება სატანკო პარკის გარეშე აღმოვჩნდეთ(იზრაელ-არაბეთის ბოლო დიდი დაპირისპირებისას მხარეებმა რამოდენიმე დღეში 1500-ზე მეტი ტანკები დაკარგეს, მოხდა სერიოზული სატანკო ბრძოლები, სადაც რამოდენიმე საათის განმავლობაში ორივე მხრიდან რამოდენიმე ასეული ტანკი გამოსულა მწყობრიდან). საბჭოთა წესდებაზე მეუბნები და თუ იცი თანამედროვე კონფლიკტში საბჭოთა დოქტრინა რა დროს აძლევს ერთ ტანკს აქტიური ქმედების შემთხვევაში...? თუ მახსოვრობა არ მღალატობს სულ 7 წუთს!!! როგორ ფიქრობ, რას მოიმოქმედებს რუსი ჩვენი შეტევის შემთხვევაში...? დაუყონებლივ დაიწყებს ბრძოლაში ახალახალი რეზერვების ჩაბმას და თუ წაგების სუნი იგრძნო, არც ხალხის დანაკარგს არ მოერიდება და არც ტექნიკისა! შესაბამისად კი შემტევ მხარეს(ვგულისხმობ საქართველოს) დასჭირდება გარკვეული რეზერვი, რომელსაც ჩვენ საათებში ვერ ვიშოვით და ზუსტად ამ რესურსების სიმცირემ შეიძლება ჩვენ გაგვწიროს სასტიკი მარცხისათვის. რუსული სადესანტო ბატალიონის გორისკენ გარღვევისას მათ გზაზე არ აღმოჩნდა არცერთი ქართული ტანკი და ჩვენი უკანდამხევი ნაწილების რიგებში აუწერელი პანიკა იქნა დათესილი(ზარალზე რომ არაფერი ვთქვა). მადლიანი ეკიპაჟი მაინც რომ გადადგომოდა წინ მათი ბმდ-ებს კონსერვებივით დახსნიდა და ვანიებს ცხვირიდან ამოადენდა მათ სითავხედეს(ისევდაისევ რესურსების სიმცირის გამო ის ტანკი ვერ მოიძებნა

. ახლა შენ წარმოიდგინე სამაჩაბლოს ტერიტორიიდან რამდენი ადგილიდან შეიძლება გარღვევა მოხდეს და მერე ნამდვილად შეიცვლი აზრს. შეიძლება დიდი რაოდენობის ტანკსაწინაამღდეგო საშუალებები გვქონდეს, მაგრამ მსუბუქი და მობილური ჯავშანტექნიკის ცეცხლმა მათი ეფექტური გამოყენების საშუალება არ მოგვცეს(შედეგად ისევ გარღვევა და პანიკა მსხვერპლთან ერთად).
3. ჩეჩნეთის მე-2 ომზე უბნობ----მე სპეციალურად ავღნიშნე ასეთი ცნება, რასაც რუსები ''ბეზვოზვრატნიე პოტერი''-ს ეძახიან. ზოგიერთი ტანკი საპოლკო სარემონტო ნაწილებში 5-7 ჯერ იქნა შეკეთებული, მაგრამ ''ბეზვოზვრატნო'' მხოლოდ 2 ტანკი იქნა დაკარგული. იგივე ტ-62 დინამიური დაცვის გარეშე მასიურად იყო გამოყენებული, მაგრამ ჭკვიანი სარდლობის წყალობით(სატანკო პოლკს სადისტი ბუდანოვი ხელმძღვანელობდა) სულ ერთი ტანკისტი დაიღუპა და ისიც სნაიპერის ცეცხლით!!! ათეულობით ლინკი არსებობს და ამისათვის ფორუმებზე ძრომა არ უნდა დაიზარო. მაგალითისთვის შეგიძლია ეს ამონარიდი წაიკითხო...
чеченскую кампанию потери бронетанковой техники федеральных сил были значительно меньше, чем в первую. Сказались наличие у большинства офицеров боевого опыта, обученность экипажей и организация четкого взаимодействия и всестороннего обеспечения боевых действий. При умелом использовании танки успешно применялись и при боях в городских условиях. Входе наступления мотострелковых подразделений поддерживающие их танки играли решающую роль. Они своим огнем уничтожали обнаруженные огневые средства противника, после чего пехота продвигалась вперед. Так, например, действовала танковая рота отдельного мотострелкового батальона 205-й отдельной мотострелковой бригады, поддерживая действия мотострелков по освобождению Старопромысловского района г. Грозного в декабре 1999 г. – январе 2000 г. Удаление танков от мотострелков составляло не более 50 м, что обеспечивало их защиту от огня гранатометчиков с флангов и с тыла, а их огонь во фронтальные проекции машин не причинял им вреда. За время боев за Грозный от огня боевиков был поврежден только один танк этой роты, который в кратчайшие сроки был восстановлен ремонтными подразделениями бригады. Эта машина под командованием одного из командиров взводов, нарушившего приказ командира батальона, вырвалась вперед и остановилась под стенами пятиэтажного дома, занятого боевиками. Боевики мгновенно открыли по ней огонь из гранатометов с верхних этажей здания. В результате нескольких попаданий на танке были повреждены радиаторы и зенитно-пулеметная установка. Своим ходом экипажу удалось вывести машину из боя, после чего ее отправили в ремонтное подразделение, где она и была восстановлена. Никто из членов экипажа не пострадал. За период с октября 1999 г. по август 2000 г. в танковой роте, о которой идет речь, не потеряли ни одного человека и ни одного танка.
http://btvt.narod.ru/2/t72istoria.htmმსგავს ისტორიებს ოხრად იპოვი სხვადასხვა საიტებზე
http://btvt.narod.ru/index.htmlhttp://otvaga2004.narod.ru/otvaga2004/0wars2_ot_ar2.htmდა ისევ რუსული სამხედრო ფორუმები, რომლის ჩხრეკვაც პირველ რიგში შენ არ უნდა დაგზარდეს!
4. იძახი, რომ ცახალს 500 ტანკიც არა ჰყავს
მაგრა გამაცინე ძმა....რეზერვის(დასაწყობებული) გათვალისწინებით ამ მომენტისთვის 3000 ტანკი გააჩნია...........
.
მერე ვინ იძახის რომ 500 მერკავა ან აბრამსი ვიყიდოთ მეთქი...?
ჩემი ბოლო გვერდების პოსტები თუ გადაიკითხე იპოვიდი, რომ მე მომხრე ვარ 200-მდე თანამედროვე ტანკის შეძენის და არსებული სატანკო პარკის მოდერნიზაციის(ნოჟების დაყენება და სხვა არცთუ ძვირიანი ნავაროტკები). დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით სულ რამოდენიმე ათეული ტ-72B ყიდვა მოგვიწევს(დანარჩენს კი არ გავშიფრავ

. ეკიპაჟები და საერთოდ ოფიცრობა მოვამზადოთ სერიოზული ომისთვის და მერწმუნე 400-450 ტანკი(არსებული პარკის გათვალისწინებით) სრულიადაც არ არის გრანდიოზულ ხარჯებთან დაკავშირებული!
და ბოლოს.......
როგორც ვატყობ ცოტა იწყინე ჩემი პოზიცია, მაგრამ მერწმუნე მეგობარო რომ არაფერი პირადული.......გაგიგია ალბათ, რომ ''ვ სპორახ როჟდაეტსა ისტინა''-ო და არც ჩემს მოსაზრებას მივიჩნევ პანაცეას და იმედია ერთად მივალთ საბოლოო დასკვნამდე