საქართველოში საკმაოდ ბევრი 3 ათეულამდე სამხედრო თუ სამოქალაქო დანიშნულების აეროდრომია, რომელთა დიდი ნაწილიც დღეს-დღეისობით გამოუყენებელი და გაპარტახებულია. როგორც ამ საქმეში ჩახედული ხალხისაგან მსმენია მრავალი გაპარტახებული აეროდრომის გამოყენება შეიძლება ჩვენი საჰაერო ძალებისათვის. თუნდაც ის რომ დასავლეთ საქართველოში განთავსებული ზოგიერთი აეროდრომი უფრო ''უხილავია'' რუსული რადარებისათვის, ვიდრე მაგალითად ვაზიანის ან მარნეულის სამხედრო აეროდრომები.
* * *
საქართველოში მოქმედი აეროპორტები:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი (სამოქალაქო) და ალექსეევკის აეროდრომი (სამხედრო)

თბილისის (სოღანლუღის) საავიაციო ქარხნის აეროპორტი, გამოიყენება თვითმფრინავების გამოსაცდელად, თუმცა სხვა მიზნებისათვისაც შეიძლება გამოყენება

ვაზიანის აეროპორტი (სამხედრო)

მარნეულის აეროპორტი (სამხედრო)

ბათუმის აეროპორტი (სამოქალაქო)

სენაკის აეროპორტი (სამხედრო)

კოპიტნარის (ქუთაისის) აეროპორტი (სამოქალაქო)

ავტოქარხნის (ქუთაისის) აეროპორტი (სამხედრო)

ნატახტრის აეროდრომი, გამოიყენება მფრინავთა სავარჯიშოდ და მცირე თვითმფრინავების გამოსაცდელად

მესტიის (ზემო სვანეთის) აეროდრომი (სამოქალაქო), მუშაობს სეზონურად

ჩიხარეშის (ქვემო სვანეთის) აეროდრომი (სამოქალაქო), მუშაობს სეზონურად
* * *
სამი აეროდრომი, მათ შორის საქართველოს ორი უდიდესი აეროპორტი ბაბუშერა და ბომბორა განლაგებულია უკონტროლო ტერიტორიაზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ბაბუშერას (სოხუმის) აეროპორტი (სამოქალაქო), იყენებენ სამხედრო მიზნებითაც

ბომბორას (გუდაუთის) აეროპორტი (სამხედრო)

ომარიშარას (ზემო აფხაზეთის) აეროდრომი (სამოქალაქო), იყენებენ სამხედრო მიზნებისთვისაც
* * *
გარდა ზემოთ ჩამოთვლილთა, საქართველოში არსებობს რამოდენიმე მოზრდილი, ამჟამად გამოუყენებელი, აეროდრომი
მერიის (ოზურგეთის) აეროპორტი (სამხედრო)

შირაქის (დედოფლისწყაროს) აეროპორტი (სამხედრო)

თელავის (კურდღელაურის) აეროპორტი (სამხედრო)
* * *
მრავლადაა მცირე ზომის გამოუყენებელი აეროდრომებიც
ახალქალაქის აეროდრომი (სამხედრო), იგი ახალქალაქის რუსულ ბაზას ემსახურებოდა

ფოთის აეროპორტი (სამოქალაქო)

ზუგდიდის აეროდრომი (სამოქალაქო)

ქობულეთის აეროდრომი (სამოქალაქო)

წნორის აეროდრომი (სამოქალაქო)

ყვარელის აეროდრომი (სამოქალაქო)

ლაგოდეხის აეროდრომი (სამოქალაქო)

ურეკის აეროდრომი (სამოქალაქო)
This post has been edited by iviko18 on 25 Apr 2009, 23:43
ამაშია საქმე ...............................
რავა კონსტიტუციასავით იცვლი ქალებს? (с)...
ვის მოერიეთ-87 წლის საქართველოზე შეყვარებულ მოხუცს და მის საქეიფოდ ჩამოსულ სტუმრებს?
ათ პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვექნება წელს, ოღონდ ჯერ ამათ უნდა მივხედოთ (c) ქოცი