საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა აგვისტოს მოვლენებზე ისაუბრა29/ 10/ 2008
თბილისი, 29 ოქტომბერი /“ახალი ამბები – საქართველო“, ნატალია სმოლნოკოვა/. საქართველოს შეიარაღებული ძალები ნომერ პირველი მზადყოფნის მდგომარეობაში 7 აგვისტოს 14.00 საათზე იქნა მოყვანილი ქვეყნის მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით. ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა ზაზა გოგავამ აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე სამშაბათს განაცხადა.
„7 აგვისტოს, 23.35 საათზე მე, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდალმა სპეცკავშირის მეშვეობით მივიღე ბრძანება საქართველოს პრეზიდენტისგან შემეჩერებინა რუსეთის შეიარაღებული ძალები, უზრუნველყოფა გამეწია საცეცხლე წერტილების ჩახშობაში, რომლებიც თავდასხმებს აწარმოებენ ქართულ სოფლებზე, შსს–ს საგუშაგოებზე და ქართველ მშვიდობისმყოფელებზე და ოპერაციის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მაქსიმალური უზრუნველყოფა მომეხდინა“, – განაცხადა გოგავამ.
ბრძანების შემდეგ, მისი თქმით, ქალაქ გორში შეიქმნა ოპერატიული შტაბი, რომელსაც იმ მომენტისთვის ხელმძღვანელობდა სახმელეთო ჯარების უკვე ყოფილი სარდალი მამია ბალახაძე. ოპერატიულ შტაბში, გოგავას თქმით, იყვნენ მხოლოდ თავდაცვისა და შს სამინისტროების წარმომადგენლები. „არც ერთი სამოქალაქო პირი არ ესწრებოდა ოპერატიული შტაბის სხდომებს და გავლენას არ ახდენდა გადაწყვეტილებების მიღებაზე“, – განაცხადა მან.
სტრატეგიული დაგეგმარების შტაბი იყო მობილური და ვითარებიდან გამომდინარე მოქმედებდა, ის წინა ხაზზეც კი გადიოდა, აღნიშნა გოგავამ.
რაც შეეხება სამხედროების საბრძოლო მასალებით და ყველა საჭირო საგნით უზრუნველყოფას, გოგავამ აღნიშნა, რომ სამხედრო სამსახურში მყოფი პირები ყველა აუცილებელი საშუალებით იყვნენ აღჭურვილები.
რაც შეეხება რეზერვისტებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ამ ძალების მობილიზაცია და ტრანსპორტირება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზეა დამოკიდებული, – დასძინა გოგავამ.
გოგავამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების დროს სასაზღვრო ძალები და შსს–ს სტრუქტურები ავტომატურად ხვდებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაქვემდებარებაში.
რაც შეეხება სტრუქტურებს შორის კოორდინაციას, „იყო ხარვეზები, თუმცა არა ისეთი, რაც გავლენას მოახდენდა მოვლენების საერთო სვლაზე“, – განაცხადა გოგავამ, თუმცა, მან უარყო ინფორმაცია, თითქოს არ იყო კავშირი და სამხედროები და პოლიციური სტრუქტურები ცეცხლს ერთმანეთის მიმართულებით ხსნიდნენ. „ამ ჭორებს ცხინვალი ავრცელებს“, – განაცხადა მან.
გოგავამ ასევე უარყო ჭორები, რომ კოდორის ხეობაში იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილები. „საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ჩვეულებრივ დროს კონფლიქტის ზონებში ყოფნის უფლება არ აქვთ. იქ შესაძლებელია მხოლოდ პოლიციური სტრუქტურებისა და შსს–ს ძალების განლაგება“, – განაცხადა გოგავამ.
გოგავამ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ანგარიში იმის შესახებ, რომ იგეგმება ფართომასშტაბიანი აგრესია საქართველოსთან მიმართებაში, დაზვერვას იმ მომენტისთვის არ გააჩნდა. გოგავამ ასევე აღნიშნა, რომ 7 აგვისტოს ჯარის წინაშე ცხინვალის აღების შესახებ ამოცანა არ იდგა.
“ცხინვალის კონტროლის ქვეშ აღების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა მოგვიანებით ორი მიზეზის გამო. პირველი – უწყვეტი სროლა სამშვიდობო საგუშაგოებისა და შაქართველოს შსს–ს სტრუქტურების მიმართულებით, რამაც ცეცხლის ხაზის წინ გადატანა მოითხოვა და ის, რომ ყველაზე მოკლე გზა ქართულ სოფლებამდე სწორედ ცხინვალის გავლით გადიოდა. ეს იყო კორიდორის შექმნის ოპერაცია“, – განაცხადა გოგავამ.
მისი თქმით, 10 აგვისტომდე ქართული ჯარი სრულად აკონტროლებდა ცხინვალს. ამასთან, გოგავამ აღნიშნა, რომ ისინი არჩევით ცეცხლს აწარმოებდნენ და ქართულ შტაბს ჰქონდა ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ოსური ფორმირებები და სწორედ ამ ობიექტების მისამართით წარმოებდა სროლა.
გოგავამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების არც ერთ თვითმფრინავს არ უფრენია ცხინვალის თავზე.
რაც შეეხება მსხვერპლს, გოგავას თქმით, ქართულმა არმიამ დიდი დანაკარგი ცხინვალის მისადგომებთან განიცადა და არა თვით ცხინვალში.
„10 აგვისტოს მიღებული იქნა ბრძანება უკან დახევის შესახებ მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარმა დიდი გუფთის ხიდი გადმოკვეთა და ცეცხლი სამი მიმართულებიდან გახსნა. ქართულმა ჯარმა უკან დაიხია, რათა თავიდან აეცილებინა მსხვერპლი“, – განაცხადა მან.
გოგავამ ასევე აღნიშნა, რომ აგვისტოს კონფლიქტის დროს ყველა რუსმა მშვიდობისმყოფელმა თეთრი სამკლავური გაიკეთა და ამით განსხვავდებოდა დანარჩენი რუსული ჯარისგან და ოსური ფორმირებებისგან.
რაც შეეხება მშვიდობიან მოსახლეობასთან მოქცევას, გოგავამ აღნიშნა, რომ ქართული ჯარი გადის სპეციალურ კურსს კონფლიქტის დროს მშვიდობიან მოსახლეობასთან ურთიერთობაში.
“ქართული არმიის მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე არც ერთი ძალადობის ფაქტი არ დაფიქსირდა. ჩვენ შტაბში მშვენივრად გვესმოდა, რომ საქმე გვქონდა ქართულ მოსახლეობასთან, თუნდაც სხვა ეროვნების“, – აღნიშნა გოგავამ.
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მიერ დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია მობილური თავდაცვის ოპერაცია იყო და არა თავდასხმის ოპერაცია“, – აღნიშნა გოგავამ.
„ჩვენ არ შეგვიმუშავებია არც ერთი გეგმა, რომელიც რეგიონზე თავდასხმაზე იყო მიმართული“, – დასძინა მან.
გოგავამ თანხმობა განაცხადა, რომ რეზერვისტთა მომზადების სისტემა სუსტი იყო. „იმისათვის, რომ სისტემამ იმოქმედოს, საქართველოში უნდა არსებობდეს ოფიცრების რესურსი, რომელიც რეზერვისტების მართვას შეძლებდა“, – განაცხადა მან კომისიის სხდომაზე.
გოგავამ განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის მიმდინარეობს მუშაობა სარეზერვო სამსახურის ახალ კონცეპციაზე, რომელიც უახლოეს დროში პარლამენტს განსახილველად წარედგინება.
„ომში მოვლენები ძალაინ სწრაფად ვითარდება, ჯარების გადასროლის და ოპერაციების ჩატარების დროს შესაძლებელია ხარვეზების ან შეცდომების დაშვება, თუმცა, მთავარი – შედეგის მიღწევაა“, – განაცხადა გოგავამ.
გაერთიანებული შტაბის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარე ფლობდა ინფორმაციას, რომ თავდასხმა მზადდებოდა თბილისზე, ამიტომ ამის აღმოსაფხვრელად ყველა ზომა იქნა მიღებული
http://newsgeorgia.ge/defence/20081029/42345485.htmlქართულმა არმიამ 19 რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდო21:38 | 28/ 10/ 2008
აგვისტოს მოვლენების დროს ქართულმა არმიამ 19 რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა ზაზა გოგავამ აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე სამშაბათს განაცხადა.
„კონფლიქტის დროს ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ჩამოგდებული იქნა 19 რუსული სამხედრო მფრინავი აპარატი, რაზეც ქართულ მხარეს დოკუმენტალური დადასტურების წარდგენა შეუძლია“, – განაცხადა გოგავამ.
ამავდროულად, კითხვებზე პასუხისას, მან უარყო ჭორები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე–4 ბრიგადის „დაღუპვის“ შესახებ. გოგავას თქმით, 168 დაღუპული სამხედრო მოსამსახურისგან აგვისტოს მოვლენების დროს, მეოთხე ბრიგადის შემადგენლობიდან სულ 25 ადამიანი დაიღუპა.
რაც შეეხება ბრალდებებს, რომ ქართულმა მხარემ სამხედრო ბაზებზე დატოვა შეიარაღებისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, გოგავამ აღნიშნა, რომ კერძოდ, სენაკის სამხედრო ბაზაზე Т-72 ტიპის ორი მოდერნიზებული ტანკი იმყოფებოდა, რომელიც ტექნიკურად გაუმართავი იყო.
რაც შეეხება ავტომატებს, გოგავას თქმით, საწყობებში დარჩა შეიარაღება, რადაგნ სამხედრო ბაზებზე თავდასხმა არ იყო ნავარაუდევი.
გოგავამ განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ოფიციალური მონაცემებით, აგვისტოს მოვლენებზე აღძრულია 23 სისხლის სამართლის საქმე დეზერტირობის ბრალდებით. აქედან 15 – ოფიცერთა მიმართ. ასევე აღძრულია 170 სისხლის სამართლის საქმე ნაწილებიდან თვითნებური წასვლის ბრალდებით, მათ შორის ეს რეზერვისტთა ქვედანაყოფებსაც ეხება.
http://newsgeorgia.ge/defence/20081028/42345421.html This post has been edited by უჩინარი on 29 Oct 2008, 13:39