მოკლედ, ჯერჯერობით ეს ვნახე. თვით ტექსტშია მითითებული წყაროები, კიდევ მითხრეს ერთი წყარო, აღარ მახსოვს , მაგრამ დავადგენ იმასაც. ვთარგმნე თითქმის სინქრონულად, დამწერის შენიშვნების და კომენტარების ჩათვლით. ტექსტში ნებისმიერი ბრჭყალი და ფრჩხილიზუსტად შეესაბამება წყაროში მოცემულ ამ ნიშნებს.
პ.ს. მაგრად დავიგრუზე კიდევ ერთხელ ამის თარგმნისას

--------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------
Reply #2 on: August 08, 2008, 10:10:12 AM
23:55: სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო ძალების რუსეთის არმიის კომენდანტმა ინტერფაქსს მისცა ცნობა, რომ ცხინვალი მოქცეულია VBR 122mm Grad ცეცხლის ქვეშ. ცოტა მოგვიანებით კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით საქრთველოს მთავრობამ გადაწყვიტა დაამყაროს კანონიერი წესრიგი ცხინვალის რეგიონში.
1:47: ინტეფაქსის ცნობით, ასობით რუსი და აფხაზი მოხალისე გაემართა სამხრეთ ოსეთში ოსთა ადგილობრივი ძალების დასახმარებლად.
1:53: მოსულია ცნობა, რომ ქართული არმიის ტანკები ცხინვალს უახლოვდებიან.
1:59: მოწვეულ იქნა მეორე სეპატარატისტული მთავრობის, აფხაზეთის თავდაცვის საბჭო.
2:03: აშშ-მ მოუწოდა რუსეთს, გავლენა მოახდინოს ს/ოსეთის სეპარატისტულ მილიტარისტულ დაჯგუფებებზე და შეწყვიტონ ცეცხლი.
2:06: მოვიდა ცნობა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები მიუახლოვდნენ როკის გვირაბს,
2:38: ე.წ. ს/ოსეთის სეპარატისტი პრეზიდენტი ე. კოკოიტი რადიოთი იძლევა ცნობებს და მიმართვებს.
2:41: მოვიდა ცნობა რომ ცხარე ცეცხლია გახსნილი ქართველებსა და ოსებს შორის სოფ. დიდმუხა და მუგუთში.
2:44: მოვიდა ცნობა რომ ოსები ცხრილავენ ქართულ სოფლებს პრისი და თამარაშენი.
2:45: მოვიდა ცნობა რომ სოფ. დიდმუხა, მუგუთი და დმენისი აღებულ იქნა.
2:50: სოფ. უბიათი ცეცხლის ქვეშაა.
3:08: RIA ამტკიცებს რუსებისმიერ როკის გვირაბის გაღწევის ფაქტს.
3:10: სამშვიდობოების კომენდანტი ამბობს, რომ ოსებსა და ქართველებს შორის მოლაპარაკება გაგრძელდება დღესვე.
3:12: ქართველები ცეცხლს უშენენ ცხინვალის ჩრდილოეთ ნაწილს.
3:15: მოაღწია ცნობამ, რომ ცხინვალში იწვის მთავრობის სახლი.
3:16: საქართველოს მთავრობა აცხადებს საგანგებო მდგომარეობას და მზადაა კომფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის.
3:23: ე.წ. ს/ოსეთი დახმარებას თხოვს რუსეთს და საერთაშორისო გაერთიანებას.
3:29: ქართველტა მხრიდან დასტურდება, რომ ცხინვალი მათ მიერ ალყაშია მოქცეული და ქართული ძალები მიემართებიან ქალაქისაკენ.
3:37: სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტი ს. ბაღაბში მიმართავს ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტ მამსუროვს, რომ აფხაზეთი 1000 მოხალისე ჯარისკაცს აგზავნის ცხინვალში.
3:43: ს/ოსეთის პრემიერი იური მოროზოვი ამტკიცებს, რომ განადგურებულია სოფლები ხეტაგუროვო და დმენისი.
3:44: ცხინვალის სამხრეთით სატანკო შეტევები.
4:06: კოკითი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის დახმარების გარეშე დაამარცხებს და დაამცირებს ქართველებს.
4:08: რუსეთი ითხოვს გაეროს რიგგარეშე სხდომის მოწვევას.
4:13: RIA აცხადებს, რომ მასმუროვი გაემგზავრა ს/ოსეთში.
4:28: ქართული ოფიციალური ტელევიზია აცხადებს, რომ ქართველებმა დაიკავეს სოფლები მუგუთი, დმენისი,ოკონა, აკუტი და კოხატი, და შევიდნენ ხეტაგუროვოში.
4:33: ს/ოსეთის სეპარატისტული მტავრობა თხოვს რუსეთს დაეხმაროს "გენოციდის" შეჩერებაში, გაერო ტანახმაა სხდომის მოწვევაზე.
5:08: მოვიდა ცნობა , რომ ცხინვალი იბომბება ქართველების სუ-25/ით და მიმდინარეობს მძიმე თექნიკით ქალაქის განადგურება.
5;16: რუსეთის საგაერო საქმეტა წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან ქართველებმა უკან დაიხიონ და გაიზვანონ ჯარები კომფლიქტის ზონიდან.
5:20: საინფორმაციოს ცნობის თანახმად ცხინვალის ერთადერთი საავადმყოფო ვერ აუდის დაჭრილებს.
6:51: ინტერფაქსის ცნობით აფხაზების შეიარაღებული ძალები გაემართნენ საქართველოს საზღვრებისაკენ.
6:53: ცხინვალის მტავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქართველებმა ვერ შეძლეს ცხინვალის აღება.
7:10: სრული მობილიზაციის გამოცხადება საქართველოში.
9:10: ქართული რადიომაუწყებლობა "იმედი" აცხადებს, რომ ქართველთა მიერ აღებულია ცხინვალი, გადმოსცეს ჩანაწერი ცხინვალიდან, . RIA აცხადებს, რომ გაუწყდა კავშირი ცხინვალის რეგიონში მყოფ მათ წარმომადგენლებთან.
9:11: ვსეველიკოგოს დონის კაზაკები ტათბირობენ მოხალისეთა არმიის შექმნაზე.
9:20: საქართველოს პრემიერი ლადო გურგენიძე აცხადებს, რომ მზადაა საქართველო სამხ. ოსეთის სეპ. ტავრობასთან აწარმოოს მოლაპარაკება და პირდება მათ ფართო ავტონომიას.
10:07: გურგენიძე სტავაზობს ოსებს მათი წარმომადგენლების ამნისთიას და ასევე 35 მილიონ დოლარს რეგიონის ხელახალი აღორძინებისთვის.
10:38: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს რუსი მოიერიშეების მიერ ქართული ტერიტორიებს დაბომბვას.
10:41: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ქართული ძალებს კონტროლის ქვეშ ყავს თითქმის მთლიანი ცხინვალის რეგიონი.
10:56: რუსების სამშვიდობოების კომენდანტი დაღუპა. ცნობა ჯერ არ არის დამტკიცებული.
10:54: ვ. პუტინი პეკინიდან აცხადებს, რომ ს/ოსეთში ქართველების აგრესიას საკადრის პასუხს გასცემს.
11:13: მ.სააკაშვილი ხალხს მოუწოდებს საყოველთაო მობილიზაციისაკენ, საქართველოს გადასარჩენად.
აქ მოცემულია stratfor /ის ცნობები ინგლისურად:
11:14 a.m.: The Security Council of South Ossetia requestes Russian aid within an hour. Security Council Anatoliy Barankevich says that if the troops are not sent within an hour, there will be many victims.
11:20 a.m.: China and the United States oppose war in South Ossetia, Russian Prime Minister Vladimir Putin says from Beijing.
11:24 a.m.: Georgia has completely destroyed five South Ossetian populated areas, and Tbilisi is using “scorched-earth tactics,” Russian President Dmitri Medvedev says.
11:30 a.m.: Russia will protect its citizens in South Ossetia, Duma Speaker Boris Gryzlov says.
11:33 a.m.: Georgian President Mikhail Saakashvili says that a large part of South Ossetian territory has passed under the control of Georgian troops. “We have completely freed Tsinagarskiy region, a number of villages and battle has already passed into the center of Tskhinvali. The outskirts of the capital are under our control,” the president said in a address to the nation.
11:34 a.m.: Georgians have targeted Russian peacekeepers directly, the Russian peacekeepers’ command in Georgia says.
11:45 a.m.: Humanitarian catastrophe is threatening South Ossetia, and the permanent representative of South Ossetia in the Russian Federation has said that they are requesting immediate humanitarian assistance, Interfax reports.
11:46 a.m.: After advancing to the boundary with Georgia, Abkhazian troops have not started to enter Georgia, Interfax reports. The Russian peacekeeper in charge of the border zone reportedly has requested that the Abkhazian troops not enter Georgia.
11:50 a.m.: The United States calls for an immediate cease-fire, RIA Novosti reports.
11:59 a.m.: Four warplanes entering Georgia from Russia bomb the city of Gori, near the South Ossetian border, Interfax reports, citing Georgian television.
12:10 p.m.: A representative of Russian President Dmitri Medvedev charges that Georgia plans to carry out “ethnic cleansing” in South Ossetia, Interfax reports
(აქ კიდევ არის პატარა მონაკვეთი, რომელსაც შრიფტის გამო ვერ ვკითხულობ და მერე ჩავამატებ, მოცემულია პერიოდი> 8 აგვისტოს 23>30-დან 9 აგვისტოს 16:00-მდე, მცირე რაოდენობის ცნობებია).
09.08.08.
01:40: საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა სამინისტროების დისლოკაციას, ასევე ახდენენ მთავრობის წარმომადგენელტა ევაკუაციას, ახალი ლოკაციის ადგილები ცხადია უცნობია, ავლაბარში პრეზიდენტის რეზიდენცია ევაკუირებულია, ასევე იქ სიახლოვეში მცხოვრები მოსახლეობა (* აქ დამწერს აქვს საკუთარი კომენტარი, რომ 1999-ში ჩვენი მეთაურები უფრო მამაცები იყვნენო

)
01:27: აშშ ასრულებს გადაწყვეტილებას მისი 2000 მოქალაქის ევაკუაციის შესახებ.
02:08: რია-ს ცნობით, რუსებმა გაანადგურეს ქართველების მრავალრიცხოვანი ჯავსანტექნიკა. ქართველები ბომბავენ ცხინვალს, ქალაქი ცეცხლსია.
03:13: რუსული ახალგაზრდული კავშირი "ნაში" მართავენ საპროტესტო აქციებს მოსკოვში- აშშ-ს, საქართველოს და ეუ-ქვეყნების წარმომადგენლობების შენობებთან.
03:23: AP აცხადებს, რომ ბრძოლები ცხინვალის რეგიონში კვლავ გრძელდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაბომბილია 3 სამხედრო ბაზა და ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მაგისტრალის ნაწილი (*მომწოდებლის შენიშვნა: სწორედ ამ უკანასკნელზე ზის კურდღელი).
03:26: ინტერფაქსის ცნობით კაზაკები ს/ოსეტში შევიდნენ.
08:18. ოსების "ოფიციალები" მიმართვებით ემუქრებიან საქართველოს.
(www.cominf.org)
August 11, 2008, 08:07:11 PM
22:15: ინტერფაქსი იუწყება, საქ. თავდ. მინისტრის განცხადებას, რომ რუს ჯარისკაცთა "მცირე რიცხვი" უახლოვდება თბილისს.
22:30: მ. სააკაშვილი აპ-ს უცხადებს, რომ მიწა დაიყო ორ ნაწილად (* დამწერის შენიშვნა: ჩემი ქართველი ანტიმიშისტი მეგობრები სააკაშვისლ სუკაშვილს უწოდებენ).
20:15: რუსებმა სენაკის ბაზაში გაანადგურეს მი-8 და მი-24 ვერტმფრენი.
ვესტი:
00:52: რია იუწყება, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოახდინა რუსი ჯარის დემანტირება ფოთში.
01;06: უშიშროების მინისტრი ლომაია აცხადებს, რომ ამ მომენტისთვის საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები შეწყვეტილია.
11:17: აფხაზეთი აცხადებს, რომ კოდორის ქართული შენაერთები ალყაში იმყოფებიან.
10:33: ინტერფაქსი აცხადებს, რომ საქართველოს სამთავრობო წარმომადგენლობას არ აქვს ინფორმაცია რუსების თბილისთან მიახლოების შესახებ.
10:25: საქართველოს თავდ. სამ. იუწყება, რომ რუსული შეიარაღებული ძალები უახლოვდებიან თბილისს.
10:19: ინტერფაქსის ცნობით ტბილისში უკრაინის საელჩოს თანამშრომელთა ევაკუაცია მოხდა.
10:10: რია იუწყება, რომ ქართლ გენშტაბს არ გააჩნია მოვლენების კონტროლი უკვე, რამდენადაც რადარები და კავშირგაბმულობის ცენტრები დაზიანებულ-განადგურებულია.
10:10: რია იუწყება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე სააკაშვილის ცნობას, რომ ქართული ტანკები კვლავ გაგზავნილია ქ. გორისკენ , რათა აიღონ ქალაქი.
09:46: სააკაშვილი ელოდება სარკოზის, ილვესს და კაჩინსკის ვიზიტს. ასევე ლიტველ და უკრაინელ კოლეგებს. მანამდე კი შესდგება ქართული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. სხდომის ცატარების ადგილი უცნობია, მაგრამ მას გააშუქებს ადგილობრივი ტელევიზია. ამ მომენტისთვის კი "რუსთავი2" აჩვენებს ფილმს "ტროია" და შიგა და შიგ ეშვება რეკლამებიც.
August 13, 2008, 12:53:04 AM
03:57: (ლოკ. დროით ) რუსთავი2-მა შეწყვიტა გადაცემათა ჩვენება.
01:57: (ლოკ. დროით) KazMunaiGaz ყაზახური ფირმა ..... (* ჩემი შენიშვნა: რაღაც ბათუმია ხსენებული, როგორც გავიგე, ბათუმიდან უნდა ნავთის გამოყვანაო თუ რაღაც, ზუსტად ვერ ვკითხულობ, იქნებ თქვენ იცოდეთ)