ომში როგორ გამოიჩინა თავი ხომ არ იცით...?
ისე მგონი მე-5 შემდეგ ყველაზე მინიმალური დანაკარგები ჰქონდათ!
* * *
ნიუ-იორკული უფლედაცვითი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ახალი კვლევების თანახმად, საქართველომ რუსეთთან ზაფხულის ომის დროს გამოიყენა კასეტური ბომბები, რომლებიც გაუმართავობის გამო ქალაქებსა და სოფლებს დაეცა და საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იმსხვერპლა. საქართველომ ამ დასკვნას ”შეუძლებელი” უწოდა.
ჯგუფმა ისიც დაასკვნა, რომ, მოკლე ომის მსვლელობისას, რუსებმა კასეტური ბომბები ასევე ინტენსიურად გამოიყენეს. როგორც პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა, აშშ-ს სადაზვერვო სამსახურების შეფასებით, კონფლიქტის მსვლელობისას, კასეტური ბომბები ორივე მხარემ გამოიყენა.
უფრო საფუძვლიანმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ქართული კასეტური ბომბები, როგორც მინიმუმ, 9 ქართულ ქალაქში ჩამოვარდა.(ალბათ სოფლებია ნაგულისხმევი და არასწორი თარგმანი გააკეთეს) მათ შორის, იმ რაიონებიდან დაშორებულ სივრცეებშიც, სადაც საქართველომ აღიარა კასეტური ბომბების გამოყენება რუსული ჯარის წინააღმდეგ, რომელიც თავს დაესხა ქვეყანას სეპარატისტული რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთის გამო.
საქართველოს მიერ ისრაელში შეძენილი კასეტური ბომბების ”აბსულუტურად დიდი უმეტესობა”, როგორც ჩანს, მწყობრიდან იყო გამოსული-აცხადებს მარკ კარლასკო, პენტაგონის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ახლა Human Rights Watch'-ში მთავარ სამხედრო ანალიტიკოსად მუშაობს. ის ამბობს, რომ ვერ მოხერხდა მათი გაშვება სასურველ სამიზნეებზე, ხოლო ბევრი პატარა ყუმბარა შეჯახებისას საერთოდ ვერ აფეთქდა.
საქართველო დაჟინებით ამტკიცებდა, რომ კასეტურ ბომბებს მხოლოდ რუსული ჯარების წინააღმდეგ, მათ მიერ როკის გვირაბის გადალახვისას იყენებდა. ეს გვირაბი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დამაკავშირებელ არტერიას წარმოადგენს.
საქართველოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ კასეტური ბომბები და შესაბამისი მოწყობილობები ისრაელური კომპანიისგან შეიძინეს. კომპანიის დასახელებაზე უარი ითქვა. პენტაგონმა განაცხადა, რომ საქართველოს ისრაელის სამხედრო ინდუსტრიასთან ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს.
ჯონათან პელედმა, ისრაელის საელჩოს სპიკერმა კომენტარზე უარი განაცხადა. ისრაელის სამხედრო წარმოებების სპიკერმა წერილებზე პასუხი არ გაგვცა.
Human Rights Watch-ის მიერ წარმოდგენილ მასალებზე რუსეთის საელჩოს ვაშინგტონში კომენტარი აგრეთვე არ გაუკეთებია.