09.04.89
დღე გარდასულა, ცამ მოისხა შავი მანტია,
ჩემს ქვეყანაში რაღაც ბნელი, რაღაც "ანტია"...
ფართე გამზირზე სისხლიანი გვამი აგდია,
და ეს დღე უკვე ისტორიის სევდა, დარდია.
ტყვიის ზუზუნში, გააფთრებულ მკვლელთა თარეშში,
სისხლით და დენთით აქოთებულ არემარეში,
დააბოტებდა დუჟმომდგარი ღმერთი არესი,
და ჩრდილოეთის იგრძნობოდა ქართა თარეში.
და უცხო თესლი თავს დაესხა ამ ერთ დიდ ოჯახს,
იქვე კუთხეში მომაკვდავი გოგონა მოსჩანს,
მეორე მხარეს სულთმბოძავი ვაჟკაცი მოსჩანს,
დაასხეს ლაფი ტარმოტეხილ, შავ-წითელ დროშას!
გლოვიბს ქვეყანა,გლოვობს ერი, გლოვობს სიონი,
ცრემლად იღვრება უბერებელი კავკასიონი.
კვლავ მიემატა ისტორიას შავი ფურცელი,
თითქოს ქვეყანა კიდევ უარესს, უფრო ცუდს ელის.
სისხლით და ცრემლით გადაპენტილ ფართე ქუჩაზე,
ზეიმი ჰქონდათ გამართული მკვლელებს, უხამსებს!
იქვე ტაძარტან სანთლებს ანთებს შვილმკვდარი დედა,
რაც ცოდვა გადევთ, ასად მოგკითხოთ უფალმა ღმერთმა!
დაიწყო რღვევა! ძირი ეთხრება ტვინდამპალ ტურას!
ბზარი უჩნდება ქვემოდან ზემოთ მყრალ დიქტატურას.
აგონიაა გამეფებული "მოძმე" ქალაქში
ამით სრულდება სამოცდაათი წლისა თამაში...
ირგვლივ კი მაინც სევდა სუფევს, ცრემლი ჩამოგვდის,
ჩემო ქვეყანავ, უძლეველო ნეტავ რა მოგდის?!
ტკივილნარევი სხარულით ხალხი გამოდის,
და ივერიის მთათა ზედა შუქი ჩამოდის!