წინა გვერდებზე დავდე წიგნის პროექტი და აქაც დავდებგთხოვთ გაეცნოთ!... ეს არის ისტორიული წიგნის პროექტი, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის თანადგომით უნდა გამოიცეს 2011 წლის აგვისტომდე.
წიგნი იქნება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ და კიდევ უფრო ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის ჩვენი დაღუპული ვაჟკაცების ღვაწლი სამშობლოსა და ყველა ჩვენთაგანის წინაშე.
წიგნის საავტორო ჰონორარი მინიმალურია და შეადგენს 5000 აშშ დოლარს
გთხოვთ მივიღოთ მონაწილეობა ამ დიდ, ისტორიულ საქმეში.
ჯეოსელი: 700 508
მაგთი: 200 357
ზარის ღირებულება 1 ლარი
,,საქართველოს ბანკი''
(კოდი) 220101502
ანგარიშის ნომერი: 899985900
დაემატა: Emoney-ს ანგარიში, რომელიც გახსნილია ვახტანგ გზირიშვილის სახელზე.
ანგარიშის ნომერი: 360692567

ეს არის ფონდის გვერდი ფეისბუქზე და გთხოვთ გაწევრიანდეთ და გაიზიაროთ გვერდზე არსებული ინფორმაციები.
http://www.facebook.com/#!/pages/vakht...171244892902845 აქვე გავიმეორებ იმ თხოვნასაც, რომელიც წინა გვერდზებზე დავწერე<<
თხოვნა მაქვს არსენალელების მიმართ, და არამარტო არსენალელების მიმართ.ვისაც სურვილი გაქვთ შევიკრიბოთ ახლო მომავალში. შევაგროვოთ გარკვეული თანხა და ჩავრიცხოთ ფონდში.
ფონდის შექმნის იდეა ჯერ კიდევ ერთი წლის უკან თაზომ მოგვაწოდა, თუმცა მაშინ საახალწლოდ მცირე ღონისძიებების გარდა სხვა ვერაფერი განხორციელდა.
ვინდაიდან ფონდი უკვე არსებობს, შექმნაზე დრო და წვალება აღარ გვჭირდება.
ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს ქალბატონი მარინა გზირიშვილი. ვახო გზირიშვილის დედა.
ფონდის თაოსნობით ვარკეთილის დასახლებაში შენდება მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ბაზილიკური სტილის ეკლესია, ასევე ფონდის ხელმძღვანელობით დაღუპული მებრძოლების შვილებს უფასოდ ჩაუტარდათ სამედიცინო გამოკვლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა დღეს დღეობით.
ფონდის ხელმძღვანელობით 2011 წლის აგვისტომდე უნდა დაიბეჭდოს წიგნი ,,გზა უკვდავებისკენ'' , რომელიც იქნება ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი.
წიგნის საავტორო უფლებები ჯდება 5 ათასი აშშ დოლარი, სტამბის ფინანსები ცალკე საკითხია.
თუ მოვინდომებთ და პატარა წვლილს შევიტანთ ამ მადლიან საქმეში კარგი იქნება.
დავთქვათ ერთი დღე შევიკრიბოთ, შევაგროვოთ თანხა და შემდეგ პირადად ჩვენ გადავცეთ ქალბატონ მარინას.
ვინც მოსვლას ვერ მოახერხებს და სურს ღონისძიებაში მონაწილეობა.
არის ანგარიშის ნომრები გახსნილი სადაც შეუძლია გადარიცხოს თანხა.
,,საქართველოს ბანკი''
(კოდი) 220101502
ანგარიშის ნომერი: 899985900>>კარგი იქნება თუ მოხერხდება ამის ორგანიზება 3 მარტისთვის განვახორციელოთ * * *