საქართველოს სამშვიდობო ოპერაციებისა და აგვისტოს ომის ვეტერანთა ასოციაცია დაფუძნდა 2011 წლის 1 ნოემბერს. ორგანიზაციის მიზანია საზოგადოებაში ვეტერანებისადმი პატივისცემის, დაფასებისა და ქვეყნის აღორძინების საქმეში მათი დიდი წვლილის აღიარების კულტურის ჩამოყალიბება.
საქართველოში არ არსებობს თაობა, რომელსაც არ გამოუვლია ომი. არც ჩვენი თაობაა გამონაკლისი. სამწუხაროდ, დღეს იმ მებრძოლებს, რომლებიც ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის სისხლს ღვრიდნენ, არ აქვთ სათანადო დაფასება; მათი უმეტესობა დაუსაქმებელია, არ გააჩნიათ სოციალურ–სამართლებრივი დაცვის გარანტია, ნაწილი კი სიღარების ზღვარს ქვემოთ არსებობს. ეს ვითარება მიუღებელია.
ქართულ საზოგადოებაში არსებოსბ მცდარი წარმოდგენა, რომ ვეტერანებზე ზრუნვა მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. დროა ეს მცდარი წარმოდგენა შეიცვალოს. ვეტერანებზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის, საზოგადოების თითოეული წევრის ვალია.
საქართველოს სამშვიდობო ოპერაციებისა და აგვისტოს ომის ვეტერანთა ასოციაცია წარმოადგენს აპოლიტიკურ, არაკომერციულ ორგანიზაციას. ის ემსახურება ვეტერანთა სოციალური პრობლემების მოგვარებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ აქტიურ ჩართვას და მოსახლეობაში ვეტერანთა დაფასების ტრადიციის ჩამოყალიბებას.
ძალიან მალე შეიქმნება ორგანიზაციის ვებ-გვერდი, სადაც დაიდება დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ, რას ვაკეთებთ და რა მიზნებს ვემსახურებით.
პატივისცემით, საქართველოს სამშვიდობო ოპერაციებისა და აგვისტოს ომის ვეტერანთა ასოციაციის თანადამფუძნებელი, თამაზ დემეტრაშვილი.
ჩვენი გვერდი facebook-ზე.
http://www.facebook.com/GPAWVA
This post has been edited by Harley Davidson on 3 Nov 2011, 20:06