მაშ ასე-შევიკრიფეთ ახმეტელის მეტროსთან,8 კაცი ვიყავით,ყველა არსენალელი,ბლომად საჭმელი ავუტანეთ,რო მივედით იმ ქოხში არ იყო,დავტოვეთ ნაწილი იქ და დანარჩენები წამოვედით ღუმელის საყიდლად ახმეტელის მეტროსკენ ბაზრობაზე,გზაში შეგვხვდა,დავუძახეთ,სტალკერა ეკითხება წამლები გინდაო,ცუდად ხო არა ხარო,არა რა წამალი,ბარიგა არა ვარო.
ფეჩი გინდაო?
არა სადა მაქვს ფეჩიო.
კაი წადიო და მოვალთო და გავუშვით და ჩვენ ბაზრობაზე წამოვედით.
ფეჩი ვუყიდეთ,მილებიც სტალკერამ მეორადებში შარვალი უყიდა თან ისეთი შევარდა მაღაზიაში-შარვალი გააქვთო რო გამყიდველმა გოგომ ლამის დააგდო მობილური და ფანჯარაში გაძვრა

წამოვედით-შეშა ვერ ვნახეთ,საფლავის ქვების ცეხი იყო იქ ვიკითხეთ და არ მოგვცეს.
მივედით და დიდხანს ვეძებეთ მერე ეს ალიოშა-არ მისულიყო სახლში,მერე ძებნა დავიწყეთ,გავიფანტეთ აუუუუუუუს ძახილით გლდანში,
ამ ძებნაში სტალკერამ გოგოების გაცნობის ახალი ხერხი მოიგონა-დაინახავდა გოგოებს,მივიდოდა და ეკითხებოდა მათხოვარი ხო არ გინახავთ მუხლებთან გამოხეული ჯინსებითო,საწყალმა გოგოებმა შეხედეს და ბარდიურზე აიტუზნენ და უთხრეს არა არ გვინახიაო,კაი აჰათ თქვენ ჩემი ვიზიტკაო და თუ ნახეთ დამიერკეთო

მოკლედ ვერ ვნახეთ,მერე მეზობელს შევუტანეთ ამხელა ბარგი-ბარხანა და რო მოვა გადაეციო,თან დაველაპარაკეთ,ეს ის მეზობელია სიუჟეტშიც რო იყო.
ეგეც ვეტერანია,ლტოლვილია და თან გორგასლის ორდენიც აქვს აღებული,რაზე არ დავწერ არაა საჭირო აქ დაიწეროს.
დაგვალევინა,კაი სახლის ღვინო,ამ დროს ალიოშაც მოსულა დავუძახეთ ვანახეთ აი ესა,აი ისა,აგერ ტუფლი,იგერ ადიელა,აგერ ტუშონკა.
ვებაზრეთ,მონაცემები ჩავიწერეთ,ცოცხალი თავით არ უნდა რო ვინმე დაეხმაროს,საპატრიარქოსთან გავაჩალიჩებთთქო რამეს და არ მინდა ვერ დამეხმარებიანთქო,ნუ მოკლედ არ იკარებს ახლოს არაფერს.
ასე ვიქნებიო,ყველას ვკიდივარო,მოკლედ ცხოვრებაზე გულ აცრუებული კაცის საუბარი,საკმაოდ აზროვნებიანი პიროვნებაა,45 წლის,კარატისტი,ასწავლიდა სოხუმში კარატეს.
მოკლედ უკვე მოვდიოდით რო კიდევ ორი მოვიდა-პოლიტიკანები,გადაურეს ვიდეოები,პოლიტიკურ ელფერს მივცემთო.
მეც ვფიქრობ,მიხედონ თავისი პიარის გამო მაინც მაგ კაცს,რო კიდია ამ მთავრობას მასეთი რამეები იასნია,მაგრამ თავისი პიარის გამო მე მგონი მიხედავენ.
ერთი სიტყვით წამოვედით,მაგარი შაურმაც გავაფუჭეთ და დავიშალეთ.
მიხედვა უნდა,მასე საჭმლის მიტანით არაფერი არ გამოვა დადის მათხოვრობს და სვამს.
მე ვცდი საპატრიარქოში-თუ ვინმეს ამ ჩაჯმულ მთავრობასთან პრასვეტი გაქვთ მანდ რო იჩალიჩოთ ფართი გამოუიყონ ან პენსია ინვალიდობისა დაუნიშნონ ან რამენაირად დაეხმარონ კარგი იქნება.
STALKER-GG,