#11825540 · 10 Dec 2008, 03:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (B_Alambareli @ 10 Dec 2008, 03:24 ) | Мигранян
| QUOTE | პოლტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სარდლობამ და ჯარისკაცის ხუშტურებზე არ უნდა დადიოდეს ქვეყანა. ჯარისკაცის საქმეა ომი.
ეტყვიან წადი აიღე ეს ბორცვი - აიღოს. ეტყვიან დაიხიე უკან - დაიხიოს.
მორჩა კინო.
როცა ჯარისკაცები სარდლობის მაგერი იწყებენ ფიქრს, იქ დაერხა ჯარსად და ქვეყანასაც. |
სამხედრო და საშემსრულებლო დისციპლინა ჯარის ბრძოლისუნარიანობის ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია. მაგრამ არსებობს საბრძოლო სულისკვეთება და მორალური მდგომარეობა. ეს ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია, მათი ამაღლება ბრძანებით არ (ვერ) ხდება (არც მხოლოდ ფულით). უაზრო ბრძანებები და ცუდი მეთაურობა კატასტროფულ გავლენას ახდენს ჯარისკაცის საბრძოლო სულისკვეთებაზე. ურა პატრიოტული ლოზუნგებიც არ ჭრის. ქართულ ჯარს სჭირდება არა მარტო ფინანსური უზრუნველყოფა არამედ იდეოლოგიურიც... ჯარის ფსიგოლოგიური მდგრადობა პირდაპირპროპორციულია ოფიცრის გავლენიანობაზე (ე.წ. ლიდერშიპი), ოფიცრის ავტორიტეტი კი მის განათლებაზე.
მოკლედ ჯარი არის საათივით, მექანიზმი მხოლოდ მაშინ მუშაობს თუ ყველა დეტალი სწორად არის შერჩეული და ერთმანეთს მორგებული.
|
სამწუხაროდ ჩვენთან ჯერ ძალიან ბევრს გონია რომ ეს ყველაფერი სხვანაირად მუშაობს. თან არა ამრტო ჯარში, რა მიმართულებითაც არ უნდა გაიხედო იგივე მდგომარეობაა. როგორი დამოკიდებულება აქვს ხელოსანთან ან უბრალო მუშასთან დამქირავებელს? ადამიანად არ თვლია, გონიათ მისი მონაა და ასე შემდეგ. ეხლა გამონაკლისები არსებობს, მაგრამ ალბათ ეგ არაა საკმარისი რომ საერთო განწობაზე იმოქმედოს.
|