#12109945 · 3 Jan 2009, 05:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
NBA509
| QUOTE | | მე კი მგონია რომ არ იტყუება |
გეთანხმები...
| QUOTE | | ნუ კობრა,რომელიც დავკარგეთ და ეგ ბრდეემს ეძახის |
პრინციპში კობრა არის კიდეც ბრდმ-ი ანუ- "боевая разведывательно-дозорная машина"...
| QUOTE | | როგორც ჩანს რპგ ეთი დააზიანეს და არა სნაიპერის ტყვიით რასაც რუსები ბაზრობენ |
მეც ეგრე მეგონა და ვიძახდი თავიდანვე... ის სნაიპერული ტყვია მერე აქვს მოხვედრილი, უკვე ომის დამთავრების მერე გაერთნენ ეტყობა და "ზა ადნო" შეამოწმეს ტავიანთი მსხვილკალიბრიანი სნაიპერკის ჯავშანგამტანობა და კობრის დაცულობა...
| QUOTE | | და იმ ბიჭებმა მოუკლეს ძმა |
დეიდაშვილი... bach_ka
| QUOTE | | ისე ის ცხოვრებოვი ჩემი აზრით საკმაოდ ობიეკტურად ლაპარაკობს, ნუ ის რომ ქალაქში ბევრი ცხედარი იყოოო მგონი ეგრე ტკვა რო გადმოცემით ვიციო, |
და რა? არ იყო როო??? ბოლო- 9 აგვისტოს შეტევის მერე მართლა ბევრი დარჩა...
| QUOTE | მე ყველაზე მეტად ის დამამხსოვრდა: ქართველები ცხინვალის გარეუბანში შემოვიდნენო სადაც თვითონ იყო გამაგრებული და იმედი აგარ მქონდა არაპრის და უცბად უკან დახევა დაიწყესო....... იმის მიუხედავად რომ ბევრნი იყვნენო... არა მგონია მაგას და მისნაირების გამო დაეხიათ უკან, ალბათ ბრზანება იყო ეგეთი ... ჩემთვის Gაუგებარი |
თუ ყურადღება მიაქციე მაგის წინ თქვა რაღაც "чудовищный грохот" გავიგონეთო... ეგ ალბათ რუსების საავიაციო დაბომბვა რომ დაიწყო... gigzi
| QUOTE | | რასაც ეგ კაცი ამბობს, გავს მისი თვალით დანახულს ომის დროს. მაგან რაც ნახა იმაზე ლაპარაკობს და ამიტომ მისი ნათქვამი საკმაოდ სუბიექტურია, მაგრამ საკმაოდ საინტერესო. ასევე არ ეწევა სპეკულაციებს და ამბობს იმაზე რაც თავად ნახა. |
ხო რაც ნახა იმას ბაზრობს აშკარად...
| QUOTE | | ცხინვალის აღების, მცდელობა იყო შეცდომა. |
არ გეთანხმები... უბრალოდ ვერ აღმოჩნდა ჯარი (პირველ რიგში ჯარის მეთაურობას ვგულისხმობ რომელმაც თავის დროზე ვერ ასწავლა ქვეშევდომებს ჯავშანტექნიკასა და ქვეითების შერწყმული მოქმედება, მიუხედავად ჰარისების ყიდვისა ვერ აითვისა ისინი, არ დაუყენა ტანკებს "ნოჟები" და ზასლონები, არ ავარჯიშა პილოტები ღამით ფრენაში, ვერ მართა წესიერად ჯარი შეტევის მსვლელობისას და არ გაითვალისწინა სხვადასხვა მოსალოდნელი ვარიანტები) მოწოდების სიმაღლეზე თორემ გადაწყვეტილება ცხინვალის აღების შესახებ არ იყო მცდარი...
ცხინვალი თუ ვერ ავიღეთ ჯავას მითუმეტეს ვერ ავიღებდით, თუნდაც მხოლოდ მასზე გაგვეკეთებინა მთელი ძალების კონცენტრაცია... ეს უბრალოდ ჩვენს ძალებს აღემატებოდა...
| QUOTE | | ქალაქის აღების გეგმა, თუ ამას შეიძლება გეგმა დავარქვათ კიდე უფრო დიდი შეცდომა. |
ჩვენ არ ვიცით ამ გეგმის შესახებ არაფერი... არ ვიცით გეგმის მიხედვით წავიდა და არ გაამართლა თუ უბრალოდ დასმულ ამოცანას ვერ გაართვეს ადგილზე თავი კონკრეტულმა ქვედანაყოფებმა... Giorgi001
| QUOTE | | კი, საინტერესოა, მაგრამ ვინ იცის სიმართლეს თუ ამბობს ოსის კატა?! |
ამბობს... მე ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა... ყოველ შემთხვევაში არ იტყუება...შეიძლება ეშლებოდეს მაგრამ არა შეგნებულად...
| QUOTE | მაგის ლაპარაკით გამოდის რომ ოსებს შეუჩერებიათ ჩვენი არმია |
ვაა... ეხლა მასეც არაა რაა... ეგ ხალხი რეალურად ბოლო 18 წელია ომისთვის ემზადებოდა და როგორმე 1000-1500 კაცს მოამზადებდნენ საომრად... + ჩრდილო ოსური ვითომ სამშვიდობო ბატალიონი, წინასწარ გადმოსროლილი სპეცნაზები რუსეთიდან, საავიაციო მხარდაჭერა, ბლომად რპგ-ეები, შმელები, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები და ეგაა... 1-2 დღით ქალაქზე შემოტევის შესაჩერებლად სრულიად საკმარისი ძალებია...
| QUOTE | თანაც 9-ში ჩვენები ქალაქში შეუტყუებიათ-შეუშვიათ და იმდენი ქართველი დავხოცეთ რომ მთელი ქალაქი მათი ცხედრებით იყო მოფენილიო - გროზნოს პონტში. |
გროზნოს პონტში მას არ უთქვამს... ეგ შენ დაამატე... ტრუპები მართლაც შედარებით ბლომად დარჩა 9 აგვისტოს ბოლო შტურმის მერე მაგრამ ყველაფერი შედარებითია... გროზნოსთან შედარებით შეიძლება ითქვას რომ სულ არ იყო ტრუპები...
| QUOTE | ჩემი აზრით მაგარ სიაფანდს ამბობს...........არა მგონია ჩვენებს გასჭირვებიყოთ მარტო ოსების დამარცხება, |
მერე და სად ნახე რომ ვერ დაამარცხეს მარტო ოსები??? პირიქით.. მისივე ნაამბობიდან ჩანს რომ პიზდეცი ქონდათ რომ არა რუსების მოსვლა...
| QUOTE | თუმცა ვინ იცის, ისიც ხომ მართალია და ფაქტია რომ 10-დე რუსები არ ყოფილან ცხინვალში |
იყვნენ ეგრეთწოდებული სამშვიდობოები და მცირერიცხოვანი სპეც რაზმები...
| QUOTE | და ისიც ფაქტია რომ ჩვენებმა ვერ აიგეს ქალაქი ბოლომდე. |
ფაქტია...
| QUOTE | ეგ პროჭი იმას არ ჰყვება თუ როგორ ეხმარებოდა ოსის კატებს რუსების მიროტვირცების ბატალიონი! |
მართალია...მაგას არ ყვება...
| QUOTE | | ესე იგი შენ გინდა თქვა რომ ეგ ადამიანი მართალია იმაში როცა ამბობს : 20 ახალგაზრდა RPG-ებითიყვნენ შეიარაღებულნი და მკითხეს ტანკები ხომ არ დაგინახიაო? |
და რა არი მაგაში გასაკვირი???
| QUOTE | ეს ნიშნავს იმას რომ 20-მა ადამიანმა შეაჩერა ფეხოსნებისაგან დაუცველი ჩვენი სატანკო კოლონა (თუ ასეთი არსებობდა საერთოდ იმ დრის ცხინვალში) და ამ დროს ჩვენი ფეხოსნები ტოვებდნენ ცხინვალს და მიატოვეს ბდის ანაბარა ტანკები, თუმცა გაუგებარია რატომ?! მე ვერ დავიჯერებ რომ ჩვენი ფეხოსნები ამ 20-მა მეომარმა შეაჩერა და ტანკები დატოვეს დაუცველი(!) ეს თუ სიმართლეა მაშინ უნდა დღესვე დაშალო "ქართული არმია" რადგან იგი არ ყოფილა არმია! |
ფეხოსნები რომ ხშირად ტანკებს ვერ ეწეოდნენ ან მარტო ტოვბდნენ ეგ სამწუხარო ფაქტია მაგრამ მაგის გამო ჯარის დაშლა სისულელეა... უბრალოდ უნდა შემდგომში ასწავლონ მათ ერთობლივი მოქმედება და წესიერი კავშირი უზრუნველყონ... STALKER-GG,
| QUOTE | | ამაში აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ სანამ ჯარი ჯავას აიღებდა ტრიბუნის დასადგმელი ადგილი ხომ იყო საჭირო? |
როგორც ვიცი ჯავის აღების მცდელობა იყო და ჩავარდა... არა მგონია რომ უფრო მეტი "ცოცხალი ხორცის" მიყრის შემთხვევაში სხვა შედეგი ყოფილიყო... (აბა ტანკებს იქ ვერ ავათრევდით და) ცხინვალის სრული აღება კი მორალურად გატეხავდა ოსებს და პოლიტიკურად სხვა რეალობას შექმნიდა რუსებთან მიმართებაში...
This post has been edited by 098 on 3 Jan 2009, 05:45
--------------------
გინდა ომი ემზადე მშვიდობისთვის
|