მე კიდე მერკავა-2-ებზე ვფიქრობ ბმპ-ეს ჰიპოსტასში...
ვფიქრობდი ვფიქრობდი რათ უნდოდათ ჩვენებს მერკავა MK-2-ებითქო, (თუ მართალი იყო ინფო რომ მაგეებზე ვევაჭრებოდით ისრაელს) ტანკები ხომ ისედაც საკმარისად გვყავსთქო და დამარტყა თავში...
იქნებ ვინმე იდეინი როჟამ არაორდინალურ გადაწყვეტილებას მიაგნო???
კი როგორც ტანკი MK-2 არ ვარგა (სუსტი 105მმ-იანი ქვემეხი აქვს რაც არ აძლევს მას საშუალებას იყოს ღირსეული მოწინააღმდეგე თანამედროვე სატანკო ბრძოლაში...და შეჯავშნასაც მეტს ისურვებდა ტანკისთვის კაცი...არც ცეცხლის მართვის სისტემა აქვს სუპერ თანამედროვე) მაგრამ რომ დაფიქრდე როგორც ბმპ-ე საკმაოდ კარგი გამოვა...(ოღონდ ჯერ დაფიქრდით და ეგრევე ნუ უარყოფთ როგორც იდეას)
ნახმარი მერკავა MK-2 ფასით იგივე CV-90-ზე მნიშვნელოვნად იაფი იქნება...
ქვემეხი მართალია ტანკისთვის სუსტია მაგრამ ქვეითების მხარდასაჭერად სრულიად საკმარისია...
თან ებრაელებს აქვთ შრაპნელის ჭურვებიც დისტანციური ამფეთქით მაგ 105მმ-იანი ქვემეხისთვის რაც მას ქვეითების მხარდასაჭერისთვის თითქმის იდეალურს ხდის...(ყოველ შემთხვევაში ბმპ-3-ისა და CV-90-ის შეიარაღებაზე მეტად ეფექტური კი გამოდის)
+ ამისა აქვს 81-მმ-იანი ნაღმტყორცნი რაც სხვა ბმპ-ეებს არა აქვთ...
MK-2-ს ბმპ-ესთვის დაცულობა საკმაოდ მაღალი აქვს...(CV-90-ზე უკეთესი)
იგივე რუსულ ბმპ-3-ს რომ შევადაროთ მასზე ბევრად უკეთაა დაცული (ბმპ-3-ზე დაცულობას ზრდიან დინამიური დაცვის კონტეინერების დაყენებით მაგრამ მაგითაც კი მისი დაცულობა მერკავა MK-2-ისას ჩამოუვარდება...თან ის დინამიური დაცვა ბმპ-3-ზე საფრთხეს უქმნის გვერდზე მიმავალ ქვეითებს ხოლო MK-2-ის ტრადიციული ჯავშანი კი არა) და ქვეითების სწრაფი გადმოსხდომის მეთოდიც უფრო უსაფრთხო და მისაღებია...
არადა იმდენივე ქვეითი გადაყავს რაც მასს...მართალია მაგ შემთხვევაში ჭურვების რაოდენობა მცირდება მაგრამ თუ მერკავა MK-2-ს ტანკის როლში კი არა ბმპ-ეს როლში განვიხილავთ მაშინ დარჩენილი ჭურვების ოდენობა სრულიად მისაღებია...
კიდევ მაქვს არგუმენტები მერკავა MK-2-ის როგორც ბმპ-ეს არაორდინალური მაგრამ ღირსეული ალტერნატივის სასარგებლოდ მაგრამ ეხლა გავრბივარ შეხვედრაზე (ამაზე:
მოხალისეთა ქვედანაყოფები ) არსენალელებთან და მერე დავწერ გაგრძელებას...