სტერეოტიპი შეიძლება ყურადღებად არ მივიღოთ.
არსებული რეალიებიდან ამოვიდეთ.
ფსიქოლოგია კი...
მე ვერა, ვერ შევცვლი, მაგრამ ნაწილობრივ უკვე შეცვლილია, თავისით შეცვლილი, ნაწილობრივ კი...
ზაგრიადატრიადების ვარინანტი უნდა იყოს, წინ წყალი უკან მეწყერის ვარიანტი.
შენ ალბათ პარტიზან-დივერსიული, წმინდა წყლის ასიმეტრიული ომი იგულისხმე, მაგრამ მე ამას არ ვგულისხმობ. კონვენციურ ომზეა ლაპარაკი ასიმეტრიული ომის ელემენტებით,
აი მაგალითად, თან თემას დავიუბრუნდებით და არტილია ავიღოთ.
როგორ გგონია, რატომ ვიძახი ძველი საბჭოთა სისტემის ბუქსირებად ქვემეხები უნდა გამოვიყენოთო. იმიტომ რომ ეს საშუალებას მოგვცემს მათი დიდი რაოდენობით არსებობას. შენ რატომღაც თვლი რომ რუსები თავდაცვით ზღუდეებს აპრიორი გაარღვევენ, მაგრამ უნდა ვქნათ კი ისე რომ ვერ გაარღვიონ.
როგორ გგონია რატომ ვიძახი, სმერჩების მეშინია და საზენირტო არტილერია უნდა გავაძლიეროთო, იმიტომ რომ თავდაცვითი ზღუდეების გარღვევის დროს რუსებს დიდი დანაკარგები უნდა ქონდეთ.
ცოტა გრძელი თემაა, ბოლო წვრილმანამდე დასაბუთება შემიძლია ("ფილტვით ვგრძნობ"

), მაგრამ ეს ყველაფერი მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ.
უნდა გავაჯანჯლოთ ომი სანამ არ გვიშველიან.
ამის პრეცედენტები უკვე ყოფილა საქართველოს ისტორიაში.
მოკლედ ბევრი მსუბუქი ქვეითები, ბევრი პევეო და ბევრი ბუქსირებადი არტილერია გვინდა. და ორგანიზება.
* * *
არტილერია პირობითად შეგვიძლია 3 ნაწილად გავყოთ.
1. ჰაერსაწინააღმდეგო
2. ტაქტიკური
3. სტრატეგიული.
ამოცანის ადვილად აღსაქმელად ვყოფ პირობითად ამ 3 ნაწილად.
1. ჰაერსაწინააღმდეგო არტილერია დაბლა მფრენი ავიაციისთვის გზის გადასაღობად და ახლო მანძილზე მოწინააღმდეგისთვის კონცენტრირებული პირდაპირი ცეცხლის საწარმოებლად.
2. "ტაქტიკური" არტილერია მოწინააღმდეგის მეწინავე ნაწილების გასანაგურებლად 20 კილომეტრის რადიუსში და პირდაპირი დამიზნებით ტანკების წინააღმდეგ.
3. "სტრატეგიული" არტილერია 100 კილომეტრის რადიუსში მოწინააღმდეგის ზურგში კონცენტრირებული ზალების გასანადგურებლად და მტრის შორსმსროლელ არტილერიასთან კონტრბატარეული ცეცხლის საწარმოებლად.
სამივე ნაწილში კატასტროფული სიტუაცია გვაქვს.
1. ჰაერსაწინააღმდეგო არტილერია ძალიან სუსტი და მეჩხერია, არადა თითოეულ ასეულს ერთი ზუ-23 მაინც უნდა დაყვებოდეს. ეს როგორც მინიმუმ, ყველა მეტნაკლებად საჭირო ობიექტს 1 საზენიტო ბატარეა მაინც უნდა იცავდეს.
2. საშუალო და მცირე კალიბრის არტილერია გვყვავს ძალიან ცოტა, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები გვაქვს მოძველებული და მათი სპეციფიკიდან გამომფდინარე არის მხოლოდ რედულარული არმიის შემადგენლობაში და ასეც უნდა იყოს, მაშინ როდესაც ბუქსირებადი არტიულერია შესაძლებელია იყოს კადრირებული ნაწილების შემადგენლობაში და რამდენიმე ასეული ლულა. ფიზიკურად შესაძლებელია, რომ ნებისმიერ გამაგრებულ მიმართულებაზე შეტევაზე გამოსული მოწინააღმდეგე ჯვარედინ ცეცხლში ხვდებოდეს. ხოლო ჯავშანტექნიკა 100/122/152 მმ ქვემეხების და ჰაუბიცების პირდაპირი დამიზნებით ცეცხლს აწყდებოდეს.
ამის გაკეთება შესაძლებელია.
3. მსხვილკალიბრიანი შორსმსროლელი (100 კმ-მდე რადიუსის) არტილერია პრაქტიკულად არ გვაქვს, და რაც გვაქვს არის მიზერი.
შესაძლებელია დაჯდემოა და დათვლა რამდენი რა გვჭირდება და რამდენის ათვისებას შევძლებთ, თუ ფული და სურვუილი იქნა.
უსახსრობის და უშოვარობის ზღაპრების უკვე აღარ გვჯერა.