რომ ვიცი იმიტომაც გამიკვირდა.
ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, პირადად შენ ზაგრადატრიადების მომზადებას დაგავალებდი

ხო კაი იქნება....
მაგრამ მანამდე ჩემი აზრი მოისმინე.
ჩვენ ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე თუ იარაღი რისთვის გვინდა.
თუ სამარიჟოდ, სპორტული ინტერესისთვის და "პატარა, მაგრამ მობილური არმიისთვის" მაშინ ბაზარი არაა. რაც ბოლო 20 წელზე ახალი არაა, ყველაფერი უნდა გადავყაროთ. და თითო ოროლა ჰაი-ტექ იარაღი დავითრიოთ.
მაგრამ თუ იარაღი ქვეყნის დასაცავად, ომის მოსაგებად გვინდა, მაშინ ცოტა სხვანაირადაა საქმე.
არავინ ამბობს, რომ მაგალითად D-20 ჯობია ფირტინას. მაგრამ...
24 ფირტინით ომს ვერ მოიგებ.
ომს ვერც 120 D-20-ით მოიგებ. (ესენი მიახლოებითი კალიბრების გამო მოვიყვანე მაგალითად)
მაგრამ აი 120 ცალ (20 ბატარეა) + 24 ფირტინა (4 ბატარეა) უკვე გაქვს შანსი.
და იმის ლაპარაკი რომ D-20 ნაგავია და უნდა გადავყაროთ...
შეიძლება ნაგავიცაა, მაგრამ ხომ ისვრის და ხომ ფეთქდება. ექსპლოატაცია ხომ შეგიძლია...
მარტო ხარისხს გამოდევნება რაოდენობის გათვალისწინების გარეშე... ამას შვედეთი და შვეიცარიაც არ აკეთებენ...
ჩვენნაირ ქვეყნებზე არაფერს ვამბობ.
სხვა რომ არაფერი მაგალითად D-30-ების 1 დამატებითი ბატარეა დიდ ომში მტრის ყურადღებას მაინც გადაიტანს.
მაგრამ ეს დიდ ომში.
რომ დაადოს რუსეთმა თავი, დაიკიდოს ყველაფერი და წამოვიდეს სრული ოკუპაციის მიზნით (რასაც ვერავინ გამორიცხავს) 2 საარტილერიო ბრიგადა გააჩერებს? დაფიქრდი. ომზეა ლაპარაკი, როდესაც ისინიც გესვრიან და განადგურებენ, და არა გასეირნებაზე,
მაგრამ როგორც ჩვენ გვეტყობა მაგ შემთხვევაში ომს არც ვაპირებთ. პატარა სპეცოპერაციას თუ ჩაგვატარებინებნ ხო კაი თუ არა და უნდა ვიმანევროთ პიკაპებით და ედჯერებით, მაგრამ საით ვიმანევროთ მაგას ვერავინ ამბობს.
ძალიან არ მიყვარს ხოლმე როდესაც ესეთ რაღაცაში მართალი აღმვოჩნდები ხოლმე... არადა საუბედუროდ როგორც წესი ჩემი სკეპტიციზმი მართლდება ხოლმე.

2-3 წლის წინანდელი ესეთი ჩემი წუწუნი და პესიმიზმი ბევრს არ მოსწონდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ რეალობა ყოფილა.
მაგრად მიტყდება ამას რომ ვწერ, მაგრამ...
This post has been edited by tezam on 5 Jun 2009, 15:10