დარწმუნებული ვარ, რომ რუსები დარჩენილ საქართველოში (ახალქალაქშიც კი) უკვე არ შემოიჭრებიან.
მათ წასაღები უკვე გაატანა სააკაშვილმა ანუ აფხაზეთი და სამაჩაბლო, რომელსაც ქართველ ისტორიკოსთა და პოლიტიკოსთა კრიმინალური ნაწილი არ თვლიდა 100 %-იან ქართულ ტერიტორიებად. თქვენი პანიკა, აქ რომ ატეხეთ (ეს რუსული გემები შემოვიდნენ აფხაზეთშიო, ეს ისაო, ეს ესაო, შედის ამ ანდაზაში : შიშს დიდი თვალები აქვსო !). რუსები თავის მხრივ გაიძახიან, რომ ქართველებმა მიუახლოვეს ტექნიკა ენგურსა და ცხინვალს. ამ ორმოტრიალში თევზის დაჭერას ცდილობენ :
- პირველ რიგში კრემლი (რაც შეიძლება მეტ სამხედრო გადაადგილებებსა და წვრთნებს აკეთებს, რათა საქართველოში კიდევ უფრო არიოს მდგომარეობა);
- სააკაშვილს და მის მთავრობას (ოპოზიცია რუსეთზე მუშაობსო, ოპოზიციის მიტინგების გამო ინვესტიციები არ შემოდის საქართველოშიო, ხელფასის გაცემის საფრთხევ იქნებაო ოპოზიციის გამო...) და
- ოპოზიციას (ეს მთავრობა თუ არ წავიდა, რუსეთი დაგვანგრევს, თუ წავიდა არაო და იქნებ ტერიტორიებიც დავიბრუნოთო) !
აი, რა ხდება.
დღეს აქართველოში არის ორი ძირითადი აზრი :
1. რუსებთან მოლაპარაკება არ შეიძლება, 200 წელი ამას ვხედავთ ჩვენ, ქართველები, ერთადერთი გამოსავალია ნატოში შესვლა (თუნდაც უაფხაზეთ-უსამაჩაბლოდ) და რუსს მხოლოდ ძალა უნდა აჩვენო ანუ სამხედრო ძალით უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიებიო...
2. საუბედუროდ, საქართველოს გამო დასავლეთი არ შეებრძოლება რუსეთს. რუსეთშია საქართველოს ტერიტ. მთლიანობის აღდგენის გასაღები, სხვა გზა არა გვაქვს, საჭიროა ველურ რუსებთან მოლაპარაკება, თუკი ტერიტორიების დაბრუნება გვინდა. საამისოდ კი უნდა წავიდეთ დათობებზე (უარი ნატოს, მიშას, დიახ დსთ-ს...). ცარისტულ და საბჭოთა საქართველოში იყო აფხაზეთი. დამოუკიდებელ საქართველოში კი მას არ გვაღირსებს რუსები.
მესამე გზა არ არის. მე ვემხრობი მეორე გზას. აი, ჩემი აზრები აქ :
საქ. ტერიტ. მთლიანობა - სახელმწიფო პროგრამა 2009 წრაც შეეხება სამხედრო გზას, მე ამის მომხრე ვიყავი ადრე, მინიმუმ 1,5 - 2 წლის წინ, მსურდა, რომ ჯერ სამურზაყანო გაგვეთავისუფლებინა (პარტიზანები + მოსახლეობა + მერე კი ახალი გენოციდის აღმოსაფხვრელად ჩვენი ჯარის შემოსვლა კოდორის ხეობიდან), მიშამ კი დაგვიშალა პარტიზანები, სტავკა ცხინვალზე გააკეთა და ჩაიდინა დიდი შეცდომა. რუსმა გამოიყენა ის ამბავი, რომ ცხინვალში ოსებს რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდათ. სამურზაყანოში კი 50.000 ქართველი ცხოვრობდა და ეხლა ისინიც "გაარუსეს" და უკვე იქაც ვერ შევყოფთ ცხვირს.
ამიტომ, ეგ თქვენი იდიოტი სააკაშვილი ყურებით უნდა ჩამოკიდო ბაწარზე.
რაც შეეხება სამხედრო გზას, ეს უკვე გამორიცხულია.
ვერ მოვუგებთ. თბილისს კი თავზე ჩამოგვანგრევენ და მერე გაიგებთ, რომ მე ვიყავი მართალი.
რაგატკებით გინდათ მოუგოთ რუსებს ომი ?
ან ბირთვული რაკეტებიც რომ გვქონდეს, მოსკოვამდე როგორ მიაწვდენ ?
ისინი კი სულ ერთიანად გაასწორებენ საქართველოს !
გიჟ ჩეჩნებს ნუ ადარებთ თავს : იქ არაფერი მატერიალური კულტურა არ იყო, რათა გაფრთხილებოდნენ მას ჩეჩნები და არ მოეზიდათ ველური რუსების დამანგრეველი მახვილი.
ჩვენ კი რუსები სვეტიცხოველსაც დაგვინგრევენ და დანარჩენ 5000 მონასტერსაც. და ბევრ სხვა რამესაც. ახალქალაქს კი მისცემენ სომხებს.
გაიგეთ : რუსებს ხელი ექავებათ, ცდილობენ თავიანთი ძლიერების დამტკიცებას და ეძებენ ცოცხალ პოლიგონს. თანაც ქართველები მათ ყველაზე მეტად სძულთ !
ქართველებში კი ბევრ იდიოტს, რომელთაც სისხლი სამართლიანად უდუღთ და შურისძიების გრძნობა არ აძინებს ბოლო აგვისტოს მერე, გაღვიძებულია საქართველოსთვის მომაკვდინებელი რევანშიზმის გრძნობა და ასეთ ქართველებს ვეუბნები :
ჩვენ გონიერი ქართველები, თქვენ ხელს შეგიშლით, რომ თქვენი პირადული რევანშიზმის გრძნობის დაკმაყოფილებას (ანუ რამდენიმე ასეული რუსი სამხედროს სიკვდილს და ოციოდე რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას) არ შეეწიროს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი !
ეს მე კი არა ვარ მოღალატე, თქვენ (ეხება იმათ, ვისაც ეხება) ხართ მოღალატეები, რადგან, თუმცა არცოდნით, საქართველოს განადგურებისაკენ მიაქანებთ.
და თუკი რუსეთმა აღგავა მიწისაგან პირისა საქართველო (და ამას ოცნებობს რუსების 95 % და ეს მათ შეუძლიათ), რუსეთს მხოლოდ დროებითი საერთაშრისო იზოლაცია ელის. შემდეგ კი, ისევ მოიხსნება ეს იზოლაცია.
საქართველო კი არ იარსებებს.
ან, უკეთეს შემთხვევაში, იქნება იგორ გიორგაძის საქართველო !
ასე რომ, მივატოვოთ ფსევდოქართული პატრიოტიზმი და ჭკუით დავჯაბნოთ მტერი!
შეხედეთ რუკას : ომით დააჩოქებთ რუსეთს ?
რამენჯერ უნდა გაგვანადგურონ რუსებმა ?
რამდენჯერ უნდა დაგვანგრიონ ?
რამდენჯერ უნდა წაგვართვან ახალ-ახალი ტერიტორიები ?
ნებისმიერი ომი წითელ, თეთრ თუ სხვა ფერის რუსეთთან დაგვიჯდა სხვადასხვა ტერიტორიების დაკარგვა !
რა მოვიგეთ ამ ომებში ?
მხოლოდ ის, რომ რუსების ცოცხალი ძალის და ტექნიკის ნაწილი გავანადგურეთ და
გული მოვიოხეთ !
სამაგიეროდ რა წავაგეთ ?
ტერიტორიები, სულ იმდენი, რამდენიცაა დღევანდელი საქართველო !
ანუ, რომ არა თქვენისთანა ფსევდოპატრიოტები (ეხება იმათ, ვისაც ეს ეხება), დღეს საქართველო იქნებოდა ორჯერ უფრო დიდი !
ასეთი ფსევდოპატრიოტები გვყავდა 1801 წელსაც, 1921 წელსაც და დღესაც !
დიახ, არაფერი მოვიგეთ ველურ რუსებთან ომებით.
ერთხელ გვქონდა სამწლიანი დამოუკიდებლობა (1918-1921), მაგრამ მის დაცვას 1921 წლის თებერვალში შეეწირა 20.000 კვ. კმ. ტერიტორიის დაკარგცვა !
ცხინვალის დაბრუნებას შეეწირა 20% ახალი ტერიტორიების დაკარგვა !
და ეხლა კიდევ ერთ ომზე ფიქრობთ !
ამჟამად რას სთავაზობთ სანაცვლოდ რუსებს ?
ჯავახეთს ?
როდის გამოიღვიძებთ ?
This post has been edited by badriko on 14 Apr 2009, 02:30