DISEVI
საქართველოში სამხედრო ამბოხი იგეგმებოდაო
მუხროვანის ცალკეულმა სატანკო ბატალიონმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა
მინისტრი პირადად აწარმოებს მოლაპარაკებას
ისევ ფარული ჩანაწერი

მუხროვანის სატანკო ნაწილის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა გორგიაშვილი პატრიარქისა და დიპლომატების მოთხოვნას ეხმიანება
მუხროვანის სატანკო ნაწილის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა გორგიაშვილი პატრიარქისა და დიპლომატების მოთხოვნას ეხმიანება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ვიცე-პოლკოვნიკმა მამუკა გორგიაშვილმა განუცხადა, ქვეყანაში შექმნილი კრიზისული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, იგი გამოხატავს პროტესტს და უერთდება იმ მოწოდებებს, რომლებიც გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა საპატრიარქოში გააკეთეს. კერძოდ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გამართვის შესახებ.
“არ შეიძლება, გულგრილად ვუყურო იმ პოცესებს, სანამ ქვეყანა დაიმხობა. ჩვენს გვერდით არის ის პირადი შემადგენლობა, რომელმაც საქართველოსთვის იბრძოლა და კიდევ მზად არის. ამ დაძაბულობას უკვე ვეღარ ვიტანთ”, _ აღნიშნა გორგიაშვილმა და განმარტა, რომ “აღნიშნულის გამო არავითარი აგრესიული მოქმედებები არ იქნება, სატანკო ნაწილი კვლავ ყაზარმულ მდგომარეობაზე რჩება და აქედან გასვლას არ აპირებს”.
“ამ განცხადების გაკეთებას არ ვაპირებდით, სანამ არ დაიძაბა სიტუაცია და ჩიხში არ შევიდა. ვხედავ საშიშროებას, რომ დაპირისპირება არ მოხდეს იარაღის გამოყენებით. ოპოზიციის წარმომადგენლები ისეთ ინფორმაციებს გადმოცემენ, რომ აშკარაა, დაპირისპირება მოხდება. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიწყებს დაპირისპირებას. გამსახურდიას დროს ვინც დაიწყო, დღემდე არ არის გამოკვლეული და ახლა პროგნოზების დროა?!”, _ განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა მამუკა გორგიაშვილმა.
რუსების 5000 კაციან კორპუსს ნატახტარი უნდა გადაეკეტაო
შავნაბადას ნაწილი გაენადგურებინა და დაეხოცა ხელმძღვანელი პირები
სააკაშვილი
მერაბიშვილი უგულავა თარგამაძე (გივი) და ა.შ.
აბა რა ვიცი რა ვთქვა
This post has been edited by gulua1 on 5 May 2009, 12:28