იმედია სერიოზულად მეკითხები და არ მეღადავები...
დიახ მე მიმაცNია რომ თუ გვინდა რომ არ მივცეთ საშუალება რუსებს ორგანიზებულად მწყობრად დაგვარტყან, ისეთ ომში უნდა ჩავითრიოთ როგორიც ჩვენ გვაწყობს...
ანუ რუსები თუ რამეს გეგმავენ ეგ აუცილებლად იქნება ორი მხრიდან (როგორც მინიმუმ) დარტყმა...
ანუ მინიმუმ გალიდან ზუგდიდის მიმართულებით და ცხინვალი-ახალგორიდან გორი თბილისის მიმართულებით...
მე ვფიქრობ უპრიანია სპეციალური სადაზვერვო დივერსიული რაზმების მაქსიმალური მობილიზებით, მსუბუქი ქვეითების იმ ნაწილის მობილიზებით რომლებსაც ძალუძთ ასიმეტრიულ ომში მონაწილეობა (შეჟონვა, ჩასაფრებების მოწყობა და ასე შემდეგ) და ძველი პარტიზანების მობილიზებით გალის ტერიტორიაზე გაიხსნას პარტიზანული მოქმედებების ფართე ფრონტი...
რუსი ასეთი ომისთვის არ ემზადება...
ის ფრონტალური შეტევებისთვის ემზადება...
ხოდა დავისივე კონტროლირებად ტერიტორიაზე მსგავსი ხასიათის საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა არ მისცემს მას საშუალებას ზუგდიდის მიმართულებით მთელი ძალით დაგვარტყას...
იქნებ ამის გამ საზღვაო დესანტს და მესამე ფრონტის გახსნასაც დაეკარგოს აზრი...
რაც შეეხება ცხინვალიდან მომავალ საფრთხეს - დიახ მანდაც შეტევა ჯობია...
ცხინვალზე არა...
ეგ შარშანდელი შეცდომის გამეორება იქნებოდა...
ქალქის ბლოკირება უნდა მოვახდინოთ მაგრამ შიგნით არ შევიდეთ...
იმ ცხინვალის დაჯგუფების იზოლირება და დამატებითი ძალების გადმოსროლის აღკვეთა ჩვენ ძალიან თუ მოვინდომებთ უნდა შევძლოთ...
თავად მაგ დაჯგუფება კი ბლოკირებული იმდენ ხანს უნდა შევინარჩუნოთ სანამ ახალგორის და პერევის დაჯგუფებებს ან არ გავანედგურებთ (ორივეს განადგურების ანდაც ტყვედ აყვანის საშუალება გვაქვს დღესაც) ან ტყვედ არ ავიყვანთ...
მერე იქნება და ვცადოთ ტყვეებით "ვაჭრობა"...
სხვა გზას ვერ ვხედავ ამწუთას...
სხვა გზა თბილისში გამოკეტვაა და ყრუ თავდაცვის წარმოება...
ეგეთი სტრატეგია კი იმთავითვე განწირულია წააგებად...
ყოველ შემთხვევაში მასეთ ვარიანტში შემდეგი ზავი ჩვენთვის კიდე უფრო ცუდ პირობებზე იქნება ვიდრე დღეს გვაქვს...
არადა ამდენი წაგების ატანა უკვე მორალურადაც ჭირს...
ჯერ ერთი როგორი ასატანია და მერე ამდენის მერე კიდე ერთი...
მაგას ნაღდად სიკვდილი მირჩევნია რაა...