თავად განსაჯე...
ბაღაფში და კოკოითი საქართველოს მთავრობასთან ნებისმიერ დათმობაზე წამოსვლას, მხოლოდ დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ აპირებენ...
ამის კონსტატირება არაერთხელ მომხდარა...
ამის ფონზე
დავით გამყრელიძე: მცდარად მიმაჩნია ხელისუფლების მიდგომა, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოს სეპარატისტული რეგიონების მთავრობები რუსეთის სრული მარიონეტები არიან და მათთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. კონფლიქტების მოგვარებისადმი საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომელშიც ოფიციალური თუ არაოფიციალური კონტაქტები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.
მე ვაპირებ:
დავამყარო სეპარატისტულ რეჟიმებთან პირდაპირი კონტაქტები. ამ მიზნით, ჩემი არჩევიდან სულ მოკლე დროში მე, ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე, გავემგზავრები სოხუმში და უშუალოდ ბ–ნ ბაღაფშთან გავმართავ დიალოგს ძალადობისა და საომარი მოქმედებების არგანახლების თაობაზე;
გავერკვე სოხუმისა და ცხინვალის ინტერესებში, მათ საფრთხეებში და საზრუნავში;
მზად ვიყო გავითვალისწინო სოხუმისა და ცხინვალის გონივრული ინტერესები ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფარგლებში;
ხელი შევუწყო ევროპის კავშირის, მასში შემავალი ცალკეული სახელმწიფოების, ასევე, სხვა სახელმწიფოების, საერთაშორისო სამთვარობო თუ საზღვარგარეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის გააქტიურებას კონფლიქტების მოგვარების პროცესში. აფხაზების და ოსების ჩართვა მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ევროპას და, ზოგადად, დასავლეთს წარმოაჩენს მათი დღევანდელი რუსული კურსის ალტერნატივად და პირიქით, მათი იზოლირება ევროპისგან სხვადასხვა თითიდან გამოწოვილი მიზეზით, მცდარი მიმართულებით უბიძგებს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს და მთავრობებს;
მაქსიმალურად დავანახო აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს დასავლური ინტეგრაციის სიკეთეები და ისინი საქართველოს დასავლური კურსის თანამონაწილენი გავხადოთ;
მკვეთრად გავააქტიურო მოლაპარაკებები რუსეთთან. მიმაჩნია, რომ საქართველო – რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესება შესაძლებელია თუნდაც იმით, რომ ჩვენ თვითონ არ დავასხათ ცეცხლზე ნავთი, ვაწარმოოთ რუსეთის მიმართ უფრო თანმიმდევრული, ნაკლებად პროვოკაციული პოლიტიკა. ეს აუცილებლად აისახება კონფლიქტების მოგვარებაზე. რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენი პოზიცია არ იქნება დამთმობი საქართველოსთვის სასიცოცხლო საკითხებში, მაგრამ, არ იქნება აგრესიულიც. მე შევეცდები რუსეთის ხელმძღვანელობასთან ყველა დონეზე უახლოეს მომავალში აქტიური დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით მივაღწიო ურთიერთობებში დათბობას, რაც უეჭველად აისახება კონფლიქტების მოგვარებაზეც;
ვიზრუნო რუსი სამშვიდობოების ჩანაცვლებაზე ინტერნაციონალური ძალებით;
აფხაზებთან და ოსებთან ერთად ვაშენოთ ერთიანი თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო.
http://www.humanrights.ge/index.php?a=arti...id=2165&lang=geრაც შეეხება არმიას...
""რამდენად გამართლებულია შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა ჯერ 23-დან 26 ათასამდე, შემდეგ კი 28 ათას ადამიანამდე, როდესაც ნატოს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა მცირერიცხოვანი, მაგრამ პროფესიული არმიის შექმნა".
"ჩვენ ორიენტირებული უნდა ვიყოთ არმიის ხარისხსა და პროფესიონალიზმზე და არა მის რაოდენობაზე, მით უმეტეს, რომ კონტინგენტის გაზრდით ჩვენ ვერავის შევაშინებთ, მათ შორის ვერც ჩვენ ჩრდილოელ მეზობელს", - განაცხადა გამყრელიძემ და დეპუტატებს მოუწოდა, მომავალი წლიდან შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებაზე იფიქრონ.
"
http://newsgeorgia.ge/politics/20061208/590245.html