ძალიან იშვიათად ვწერ ფორუმზე, თუ ვწერ ისიც მხოლოდ არსენალში. კითხვით თითქმის მუდმივად ვკითხულობ.
ეხლა უბრალოდ მინდა ერთი ისტორია მოგიყვეთ. აი იმ აზრთან დაკავშირებით რომ თბილისის ირგვლივ არავინ და არაფერი არ იყო.
მოკლედ ისტორია, რომელიც მე თვითონ გადამხდა:
მოხალისეებს უარი გვითხრეს, 10-11 ის ღამეს გამოგვიძახეს თუ გახსოვთ (აი მახათა რო დაბომბეს ის ღამე) და დილით სახლებში გამოგვაბრუნეს. მერე ჩვენ თვითონ, რამდენიმე კაცი წავედით გორში დამოუკიდებლად, იმედი გვქონდა რო რომელიმე ნაწილს მაინც შევეტენებოდით და რამეში გამოვადგებოდით. იქ როგორც მერე აღმოჩნდა ყველაფერი დამთავრებული იყო უკვე. 12-ში საღამოს დავბრუნდით თბილისში. გორი მთლიანად დაცლილი იყო. არ დამავიწყდება სატრანსპორტო პოლიციის ხალხი შეგვხვდა გორის გამოსასვლელთან, ავტობუსი ყავდათ გაფუჭებული. ბრძანება მიუღიათ გორში მარადიორობა დაიწყო და ჩადითო. ქალაქი მტრის შემოსვლას ელოდებოდა და ამათ რა უნდა ექნათ, 15-20 კაცი იქნებოდა. ყველაზე სასაცილო ის იყო რო მაკაროვებით იყვნენ შეიარაღებულები (ვინც ეგენი ეგრე გაუშვა იქ...). რამდენიმე კაცი წამოვიყვანეთ თბილისში მაგათგან, დანარჩენებს რა ბედი ეწიათ არ ვიცი, ალბათ წამოვიდოდნენ. რუსები გორში 13 შევიდნენ და დრო ეყოფოდათ.
13-ში უკვე საღამოსკენ ალბათ გახსოვთ CNN და BBC-ის რეპორტაჟები და თან მორბენალი სტრიქონი - Russian Tanks moves toward Tbilisi. მოკლედ იმ წუთში ნაღდად მეგონა რო მოდიოდნენ. აი ზუსტად ამ დროს რაღაც ინფორმაცია მივიღეთ სამეგობრომ და თბილისის მახლობლად, მცხეთის მხარეს ერთ-ერთ სიმაღლეზე აღმოვჩნდით. არ მინდა რო ის ადგილი დავასახელო, მაგრამ ძალიან კარგი ადგილია თუ თავდაცვა გინდა. იქაური სიტუაციიდან გამომდინარე, რაც საკუთარი თვალით ვნახე ვერ იტყვი რომ არავინ არ იყო წინააღმდეგობის გამწევი, საკმაოდ რაოდენობით ჯარი იყო და პოზიციებს იკავებდნენ, ჩვენც მაგათთან ერთად ვიყავით, მოკლედ პროფესია მაქვს ისეთი რომ იმ მომენტში, მაგათთვის ნამდვილად გამოსადეგი ვიყავი, თან ეგ ადგილები ხუთი თითივით ვიცი. ხალხი საომრად ემზადებოდა, იმ მომენტში ყველა დარწმუნებული ვიყავით რო მოდიოდნენ. მე სამხედრო საქმეში და თავდაცვის ორგანიზება/პოზიციების მოწყობაში ვერ ვერკვევი, ამიტომ ვერ შევაფასებ რამდენად პროფესიონალურად იქცეოდნენ, მაგრამ რაც შთაბეჭდილება დამრჩა საკამოდ ორგანიზებულები იყვნენ ბიჭები. ისიც იყო რო უკვე ღამე, ერთი-ორი კაცი მოვიდა და თბილისისკენ გზის სწავლება გვთხოვეს, მოკლედ გაიპარნენ რა... ჩვენ რა უნდა გვეთქვა, ჯარია, ჩვენ მიტმასნილი მოხალისეები ვიყავით. უბრალოდ კაპიტანი იყო იქ ერთი და იმას ვუთხარით რამდენიმე კაცი წავიდა-თქო. ისე მაგარი პასუხი გაგვცა, წავიდნენო, აქ ეხლა ისეთი სიტუაციაა, რო თუ ვინმეს არ უნდა ძალით გაჩერებას ისევ წავიდნენ ჯობიაო... რავი მართალი იყო თუ არა არ ვიცი, ერთის მხრივ იქ ისეთი მდგომარეობა იყო რო შეიძლება მართლა ჯობდა წასულიყვნენ, მერე უფრო ხელი რო არ შეეშალათ, მეორეს მხრივ ჯარი, დისციპლიან და რამე... რავი, მე იმას ვამბობ რაც იყო, არ განვსჯი. თუმცა ეს მართლა სულ ორი შემთხვევა იყო, ბიჭები იდგნენ, ელოდებოდნენ და ემზადებოდნენ. ისე იარაღიც ბლომად იყო, სხვათა შორის ცნობილი კვადროციკლებიც, კი იცით რისთვისაც

... მთელი ღამე გავათენეთ, რაღაცეებს ყვებოდნენ, ნუ წარმოიდგინეთ მტერს ელოდები და თან ხუმრობ, რა გინდა ქნა... ისე სხვათაშორის მაშინ მომიყვნენ ორ, თუ სამ ჯარისკაცზე, რომლებიც გორის ბაზაში შეიპარნენ და იარაღი მოიპარეს. სამხედრო პოლიციიდან იყო ვიღაც იმ შუაღამისას ამოსული და რაღაც ინფორმაციას აგროვებდა, ნუ იქ იყო და მაგ ამბის გამო და კონკრეტულად რას აკეთებდა მე არ ვიცი, იძიებდა რა... თან მაგარი ის იყო რო ოპელ-ვექტრათი იყო ამოსული იმ შუაღამისას, შუა ომში, სადღაც მთებში...

ისე სხვათა შორის მერე "კვირის პალიტრაში" დაიბეჭდა მაგ ტიპებზე, თითქოს იარაღის გადარჩენას ცდილობდნენო და ამ საზიზღარმა მთავრობამ დაიჭირაო... მე არ ვიცი რელურად რა იყო, და მთავრობაც დიდად გულზე არ მეხატება, მაგრამ იქ ბიჭები რასაც ყვებოდნენ ნაღდად ეგრე იყო რო დასაჭერები იყვნენ რა... ხო კიდე ტროფეინი იარაღი გვანახეს მაშინ ბიჭებმა, აგს-17 იყო. როგორც იმათ მითხრეს სულ ახალთ ახლებიაო, ბევრად ჯობია რაც ჩვენ გვაქვსო... უკვე დილისკენ დაგვირეკეს, რო საღამოს ბუში გამოვიდა და სამხედრო-საჰაერო ძალებს და საზღვაო ძალებს უბრძანა ჰუმანიტარული მისიის დაწყებაო (ნუ ცხადია ამ სიტყვებით არ უთქვამთ, რაღაც თითქოს გვეხმარებიან ამერიკელებიო რა...

), მაშინ ისე მაგარი იმედი იყო, ყველას რაღაც იმედი მიეცა რო მთლად მარტო არ ვიყავით...
ეხლა რატო დავწერე ამდენი, ძალიან იშვიათად ვწერ ხოლმე, მაგრამ ეხლა ცოტა ნასვამი ვარ და ბევრი გამომივიდა

ზოგადად ნერვები მეშლება ხალხი რო იძახის თავისუფლად შემოვიდოდნენ ღორებიო... მე არ ვიცი რამდენ ხანს და რის გაკეთებას შევძლებდით იქ არმია და ჩვენნაირი ტიპები (როგორც ვიცი სხვა ადგილებიც დაკავებული ქონდა არმიას, ჩემი ძმაკაცი იყო თურმე მოპირდაპირე მხარეს მთაზე, მერე გავარკვიეთ, ის სამხედრო იყო მაშინ), მაგრამ თავისუფლად, სისხლის გამოუსვლელად ვერ შემოვიდოდნე. სისხლს დააქცევდნენ და თანაც ბევრს... არა მგონია კიდევ ქალაქშიც თავისუფლად ესეირნათ... მილიონ ნახევარ კაცში ათი ათასი მაინც როგორ არ აღმოჩნდებოდა ღორის სისხლის მოყვარული... თუმცა რავი რას მიაღწევდნენ რო... რაც იყო იყო, მაგას ვერასოდეს გავიგებთ რო წამოსულიყვნენ რეალურად რა მოხდებოდა, მე უბრალოდ ის მოგიყევით რაც ჩემი თვალით ვნახე, ასე რომ თბილისზე რო წამოსულიყვნენ წინააღმდეგობას არავინ გაუწევდა დიდი სისულელეა, აი შედეგი რა იქნებოდა მაგისი კი რა მოგახსენოთ...