წიწილა, gigzi და irakli რომელმაც წინა გვერდზე მოყვა მისი მოხალისეური ისტორია:
პირველ რიგში ჩემი მოსაზრება იმაზე თუ დაცვა იყო როგორ უნდა დაგვეცვა დავწერე ზუსტად 15 აგვისტოს, 2008-ში, იმ ნაწერში რომელიც მერე დაჩეხილ/მიჩეხილი მთელ ინტერნეტს მოედო. გაკვრით ეწერა მარა ეწერა.
საქმის ვითარება იმაშია რო მეც იქედან გამოვედი 12-ში (ჩვენი საპასუხო შეტევა დაიწყო 8-ში დილით ადრე, 8-ში ჩავედი დღისით და 12-ში დღისით გამოვედით, საერთო ბრძანება გამოსვლაზე მოვიდა 10-ში(კვირას) დილით 10 საათზე დაახლოებით.)
რუსები გორში ჩამოვიდნენ როგორც ირაკლიმ სწორად თქვა - 13-ში, პირადად გამოვიარე 12-ში დღისით ჩერეზ გორი და არაფერი არ ხდებოდა იმდენად რო... (არადა გორიდან 10კმ-ში ხმები დადიოდა გორში რუსული ტანკები დარბიანო, ჩვენც შევვარდით, არაფერი არ ხდებოდა, კრუგომ ყველა იძახდა რო ცეცხლის შეწყვეტაა, ხოდა მოკლედ გადავყწვიტეთ რო იქ ყოფნას აზრი აღარ ქონდა, მარტივად გვეგონა რო ყველაფერი დამთავრდა (გორის დაცლა დაიწყო 10-ში ღამით და 12-ში იყო "მკვდარი" ქალაქი იმენნა, მარა უკვე აღარც სროლები იყო, აღარც არტილერია, არაფერი, სიჩუმე, რაღAც ნეიტრალური ტერიტორიის შეგრძნება...)
რუსებს რო ტბილისზე შეტევის ტრაკი ქონოდათ, წემ ბოლეე 12-ში ან 11-ში, გორს ვაფშე უფრო ადრე აიღებდნენ.
ეს იყო პირველი და ყველაზე დიდი ეჭვი რომელიც დღემდე მაწუხებს - რო კვირას დილას რო მოვიდა ბრძანება გამოსვლაზე - რუსების ის ძალა რომელიც 13-ში გორში შევიდა როკზე არ იყო ჯერ გადმოსული.
გინდატ მომკალით მარა 99% ასეა, ყველა კანალებიდან რაც საშუალება მაქ და მაშინ მქონდა - ეგეთი ინფორმაცია მოდიოდა, კვირას დილას არც მეჯერა რო გამოსვლის ბრძანება მოვიდოდა,
სავარაუდოდ გამოსვლის ბრძანება მოვიდა ან რაღAც პოლიტიკური აზრით, ან "რაც ვიომეთ კაია, აწი დანაკარგები იქნება და აღარ გვინდა", ან ყველაზე სავარაუდოა რო რახან დასავლეთ მიმართულების გამაგრება ვერ მოხერხდა - გადაწყდა რო უნდა გამოყენებული იქნას სარკოზის რუსეთში ჩასვლა და "სამუშაო კვირის დაწყება" საერთაშორისო ორგანიზაციებში (შეგახსენებთ ერთ-ერთი ვერსიით გეგმა უბრალოდ იყო ორშაბათამდე გაძლება რო ჩარეულიყვნენ და "გავეშველებიეთ")
მეორეს მხრივ უკვე კვირას ერაყიდან ჩამოვიდა პირველი ბრიგადა და შავნაბადა. (შეგახსენებთ გორში ჩაიტანეს კიდეც წინსწრებით მათი ბარგი პირდაპირ და შეატოვეს კიდევაც გორის ბაზაზე რუსებს...) - ანუ შეიძლებოდა რაღაც ძალების მაინც გადასროლა დასავლეთით.
მეორეს მხრივ უკვე 9 აგვისტოს დღის მეორე ნახევრისთვის დასავლეთ მიმარტულებაზე ჰაერ საწინააღმდეგო აღარაფერი აღარ იყო. იმავე 9 აგვისტოს დაიკარგა გორთან რადარიც... იმავე 9 აგვისტოს ჩამოგდებული იქნა 11 საფრენი აპარატი მარა... ალბათ დალშე უარესად წავიდოდა საქმე, ამას მე დღეს ვხვდები თორე იმ პერიოდში მეგონა რო ჯარი თბილისში ჩამოვა და ყელს გამოჭრის სააკაშვილს დატორმუზებისთვის თქო... დღეს ბევრად უფრო ნათლად ჩანს რა ხდებოდა და ბევრად უფრო სწორად მეჩვენება როგორ დამთავრდა და ბევრად უფრო მეტს ვფიქრობ იმაზე რო როცა ომობ - უნდა იომო და გლობალურად არ იფიქრო, იმიტო რო ნერვებს იშლი, სურათს ვერ ხედავ და არასწორი დასკვნებიც შეიზლება გამოიტანო ცხელ გულზე.
ეს მთEლი ისტორია იმისთვისაა რო გაგცეთ პასუხი კითხვაზე:
აზრი ქონდა მცხეთის გამაგრებას თუ არა.
ტაქტიკურად - არანაირი.
ანუ რუსების არათუ გაჩერება, არამედ პრაქტიკულად გაჟუჟვა ხდებოდა და შეიძლებოდა(ვიმეორებ - და კარგადაც სრულდებოდა) - იქვე ლიახვის ხეობაში, ძალიან რთული რელიეფია, განსაკუთრებით ქურთას ზევით, ძალიან შეზღუდულია ტექნიკა მოძრაობაში, ძალიან კარგი სამუშაოა არტილერიით, თანაც იგივე ტანკებს უბრალოდ ტექნიკურად არ აქვთ საშუალება რამე აზრიანი შექმნან შეტევისას, ზა ტო დაცვაში - კარგად იცის ყველამ ჩვენი 3 ტანკის ისტორია ზარის გზის პირზე თვითონ რო არ ჯერათ დღემდე თავიანთი ნამუშევარის. დაჟე ჩვენს ძალიან მცირე რიცხოვან და 1 გაფრენა გაკეთებულ ავიაციასაც კი გამოუვიდა სერიოზული ზიანის მიყენება.
არის მანდ ბევრი მიზეზი, არის რუსული ტრადიციული სირიზმი (კოლონა და ხალხი ბრონეზე) არის ჩვენი არტილერისტების გამოცდილება/მონდომებაც და საერთოდ ჯარის მიდგომაც საქმისადმი... ბევრი რამე იყო რამაც განაპირობა ის რო რუსეთს დღეს 670 დაღუპული პროფესიონალი ჯარისკაცის აღიარება უხდება (და რამდენია არ აღიარებული, რამდენია ჩამოთრეული კაზაკი და ე.წ. ოსი და ა.შ. მებრძოლი... მე დღემდე ვამბობ რო ჯამში 2000 + დანაკარგი იყო იქეთ მხარეს... )
ცვლის თუ არა რამეს დანაკარგები? - კი, ხეობაში ცვლის, ზუსტად ის რო 10-ში რო ჯარმა გამოსვლა დაიწყო - 13-მდე გორში ვერ ჩამოვიდნენ რუსები, არადა ბრძოლები თითქმის აღარ იყო, იყო კონკრეტული მცირე შეტაკებები 12-შიც კი, მარა არა გადამწყვეტი რაიმესი. მოწმობს იმას რო იმ ხეობაში იმათი გაჩერება კიდევ ძალიან დიდხანს შეიძლებოდა მინიმალური წინაAრმდეგობაც რო გაგვეწია.
დაერხეოდა ამითი დასავლეთ ფრონტს? - ალბათ ძალიან, ავიაცია ალბათ ბოლოს და ბოლოს დაიწყებდა ეფექტურად მუშაობას (მტრის ავიაცია იასნია) და ასევე დაგვერხეოდა...
პრინციპში შეიძლებოდა ძალების გადალაგება ისე რო 1-2 კვირა გაგვეძლო ჩისტა დაცვაში ლიახვის ხეობაში ცალკე და ენგურზე ცალკე.
მარა მთავარი აქ სხვა რამეშია - საქართველოს მხრიდან 10 000 კაცი არ უნდა ომობდეს... ისევ და ისევ ძალიან მიყვარს ეს მაგალითი და უნდა მოვიყვანო - შვეიცარია 2 დღეში მილიონ შვიდასიათასი კაცის მობილიზების კონკრეტული გეგმით ცხოვრობს (შვეიცარიის მოსახლეობა 7 მილიონი ადამიანია) - ჩვენ რო 5 დღეში მაინც მოვახერხოთ 200 000 კაცის მოკრება - რუსების პესნია დამთავრებულია.
აქ არის დიდი "მაგრამ" იასნია - მაგრამ უნდა გვქონდეს გაუვალი საჰაერო თავდაცვა, რაზეც პრინციპში მიდის მუშაობა ომის მერე და სასიამოვნოა, არის მინუსებიც მარა არის პლიუსებიც... არასათანადოდ ენერგიულად მიდის მუშაობა - მეორე ამბავია.
მცხეთასთან რაიმეს დაცვა ცუდია ჯარის კონცენტრაციის გამო - ლიახვის ხეობაში ალყაში რუსები იყვნენ, მცხეთასთან დაცვისას - ალაყაში ჩვენ ვიქნებოდით.
ლიახვის ხეობაში 3 ტანკი გზას კეტავდა.
მცხეთასთან ჩვენ მომენტში გვედგა კონცენტრირებულად ყველაფერი რაც შეიძლებოდა - იდეალური სამიზნე კავროვი დაბომბვებისთვის.
ანუ საქართველოს პლიუსი არის რელიეფიში, ასეთ რელიეფზე დაცვა არის იდეალური - შეტევა ძალიან რთული.
მარა ჯარებს თავი ერთად არ უნდა მოუყარო.
თბილისის ჩაბარება ნამდვილად ომის წაგებას ნიშნავს, მარა ეს არ ნიშნავს რო როკთან რო საზღვარს გადმოგიკვეთავენ თბილისში უნდა ჩამოხვიდე და აქ დაიცვა, ამითი აგებ ომს, თავს იგდებ ალყაში, იხდი თავს იდეალურ სამიზნედ ყველაფრისთვის რაც თვალით ხილულ მანძილზე შორს ისვრის და იბომბება...
უნდა ეომო იქვე, სნამ ის მოიზლაზნება ხეობებში, სანამ ვერ იშლება შესატევად, სანამ 1 ცალი გზა აქვს მარტო გადასაადგილებლად, სანამ 1 ხიდია ჩერეზ მდინარე...
ამაზე არავინ არ ფიქრობს - ენგური იდეალური გალავანია. მთავარია არ მოუშვა და ხიდი არ ააშენებიო, გზებიც ბევრი არ არის სადაც ტექნიკა მოგორდება, მტერს უწევს კონცენტრირება და უნდა ბომბო...
კი - არტილერია არ გვყოფნის 2 ფრონტზე საომრად...
მე პირადად - მცხეთასთან "ცოცხალ კედელში" ჩადგომას, აქვე გეუნებით, მომავალშიც არ ვაპირებ, მტერი თუ თბილისამდე მოვიდა - დალშე პარტიზანული ომის დრო დგება, აქ მაგათ უკვე ვეღარ შეაჩერებ, ძალიან ბევრი გაშლილი ადგილია (ისევე როგორც ვერ შეაჩერებ ცხინვალს თუ გამოცდნენ, და ეს ჩემ გარშემო ყველა სამხედროს კარგად ესმოდა რო თუ გაიშალა სატანკო კოლონა - მერე იმას წინიდან ჩემ ფეხებს შეაჩერებ რამეთი... მერე იმენნა რაოდენობების შეტაკება მიდის, მანამდე კიდე სანამ თითო თითოდ მოდიან ტანკები გზაზე - ბრძოლა არის სიმაღლეებზე, ტაქტიკაზე, მობილურობაზე, აღმოჩენაზე, დამიზნებაზე(არტილერიის) და ა.შ.)
არსებობს თბილისის ქუჩებში ომის იდეა.
მარა რუსებმა კარგი მკურნალობა იციან - გაასწორებენ ქალაქის რამე რაიონს მიწასთან, მიშას მოკლავს თვითონ ხალხი, რუსებს დახვდებიან ბედნიერი სახეებით... ის რო ღრძოების ქვეყანა ვართ - ყველაზე დიდი პრობლემაა იასნია, ჯარსაც ეშველება, პვო-ოსაც, ტაქტიკასაც... ხალხის მორალს რა ვუქნათ...
ვოტ ვამ ესსე.
პ.ს. ირაკლის ნაწერმა და ბევრმა სხვა ისტორიამ მოხალისეების შესახებ ეხლა მაფიქრებია რო უნდა დავწერო მაინც ბლოგზე "მიმართვა მოხალისეებს" რომელიც დიდი ხანია თავში მიდევს და მოტივაციას ველოდები დასაწერად. დავდებ გაეცანით მოკლედ,
http://militarytheory.wordpress.com
Жизнь - смертельная болезнь, передаваемая половым путем.
"ავღანეთია და იობანი ვროტია" (c) Zyklon
ჟოპოზიციონერთ მოძულე ანტიმიშისტი
ამ ქვეყანაში ქალიშვილების 90% იმიტომაა ქალიშვილი, რო მაგათ პროსტა არავინ მოტყნავს (c) Kissie