მე მაინც მგონია რო თუ ორგანიზება იქნება კარგი და გვეცოდინება რას ავაკეთებთ აღარ იქნება იმხელა პანიკები რაც იყოს
რაღაცა სისტემა უნდა შექმნან და წინასწარ ვინც იქნება მსურველი დაკვალიანონ უნდა
რეზერვი იქნება თუ რაც იქნება
უნდა ასწავლონ ხალხს ბრძოლა, მიცენ იარაღი და უთხრან რა ქნან
მე პირადათ შარშან მაგრა გავტყდი და ერთი ორი კვირა არ გამიღიმია ისე დავდიოდი
თელავსი ვიყავი ომი რო დაიწყო და იქ ვიჯექი ორი დღე და ვეღაც გავძელი წამოვედი აქ მარა ტაქსიდან დაიწყო ჩემი მორალის გაქრობა
ვიღაცა დამემგზავრა და რეაზერვისტები დავმალე სოფელშიო
დაიწო რო ვერ მოვიგებთ შანსი არ გვაქო ტაქსისტიც აყვა და მერე მე ლექციები ვატარე რო მეთქი ესე არ უნდა ვიფიქროთ და ყველა თუ დავნებდით რაღა იქნება და ა.შ.
ცოტა შევაცვლევინე აზრი მგონი მარა რვიცი
მერე ჩამოვედი და ინტერნეტთან მივედი თუ არა ვხედავ მიშა როგორ გარბის კამერების წინ
იქიდან ერთი ძმაკაცი მიბურღავს ტვინს რო ხუთი თუ ათი ათასი კაცი მოგვიკლესო ვინც იქ იომა იმისგან ვიცი ღამოვიდა და ტიროდა კაციო
ვცდილობდი რო გადამერწმუნებინა მარა ბოლოს მეც დავიჯერე ეგ ამბავი რო ჯარი აღარ გვყავს
მერე საერთოდ რუსის ჯარი მოდის და გავიხედე ფანჯრიდან და სიწყნარეა
ხუთ წუთში ეზოში მანქანა აღარ იდგა

გამოქცეული რეზერვისტები და ათასი ვინმე, ჭორები, ვიდეოები და არ იცი რა უნდა გააკეთო
მერე მოგდის აზრები რო ოჯახს უშენოთ რა ეშველება და ა.შ.
ძაან გამიჭირდა თავის შეკარევა რო კახეთისკენ მიმავალ ხალხს არ გავყოლოდი
რა თქმა უნდა ძალიან ბევრია ვინც სუ გაიქცევა
ნაცნობმა ცოლი მოიყვანა და მეორე დღეს ტყეში გაქცა რო რეზერვში არ წაეყვანათ თუ რაღაცა

მოკლედ ქვეყანა აღარ უნდა ჩამოიშალოს(მიშა კი არ ჩამოშლილა მარა მაინც

) და იმ ხალხის გარდა ვინც უკვე მზად იქნება საომრად კიდე ბევრი იომებს
ბოლოს და ბოლოს ნათესავი ან ვინმე მაგარი ახლობელი რო გყავს ომში როგორ უნდა დაიმალო
რა ვიყბედე