а при каких условиях он может посчитать это выгодным для себя?
надеюсь, реакция России ему по барабану
* * *
http://gazeta.ru/politics/2009/08/29_a_3245695.shtmlАбхазские воды отошли ФСБ
ФСБ России будет помогать абхазским пограничникам защищать корабли, которые заходят в порты Абхазии, от Грузии. В преддверии Олимпиады в Сочи Россия «эффективно и продуктивно» обеспечит неприкосновенность судов в абхазских водах.
Береговая охрана ФСБ РФ вместе с абхазскими пограничниками будет обеспечивать безопасность судов в территориальных водах Абхазии. Как сообщил РИА «Новости» замруководителя Пограничной службы ФСБ Евгений Инчин, это будет делаться в рамках подготовки к Олимпиаде-2014 в Сочи.
Защищать суда у берегов Абхазии будут от Грузии, которая считает незаконной доставку грузов в абхазские порты без разрешения Тбилиси.
По данным российских пограничников, береговая охрана Грузии с начала 2009 года задержала в акватории Абхазии за различные нарушения 23 судна, в том числе четыре – за нарушение правил входа в воды «оккупированных территорий». «На море они ведут себя достаточно агрессивно», – сказал Инчин.
Соглашение России и Абхазии об охране границы, подписанное еще 30 апреля, предусматривает совместные действия по обеспечению безопасности в территориальных водах Абхазии.
В ФСБ обещают «эффективно и продуктивно обеспечивать неприкосновенность судов», которые будут пытаться задержать грузины.
«В составе пограничного управления ФСБ по Абхазии есть группа катеров, которые будут решать эту задачу, и они будут это делать эффективно и продуктивно, так как фактор Сочи и предстоящей Олимпиады является в данном случае определяющим. Это все случится в ближайшее время», – добавил генерал-лейтенант ФСБ.
В Тбилиси уже объявили действия российской береговой охраны «пиратством».
«Россия наряду с незаконной деятельностью на территории Абхазии теперь еще хочет стать пиратом. Это может быть расценено только как пиратство», – заявил в пятницу госминистр по вопросам реинтеграции Грузии Темур Якобашвили.
В свою очередь, президент Абхазии Сергей Багапш пожаловался в ООН и Евросоюз, пообещав дать «пропорциональный ответ» на действия грузинских пограничников, и свое обещание сдержал. Глава абхазского МИДа Сергей Шамба и вовсе заявил о намерении Сухуми задерживать идущие в Грузию суда.
За последние десять дней грузинские пограничники задержали уже третье судно за посещение Абхазии. 19 августа стало известно о задержании судна Egemen Doven, шедшего под флагом Панамы, а 16 августа пограничники задержали танкер Buket. Последний инцидент был связан с задержанием 20 августа грузинской береговой охраной сухогруза «Афростар» под флагом Камбоджи. Арестованное судно было доставлено на рейд порта Поти. Экипаж судна состоит из семи человек, все они – граждане Сирии, капитан судна по решению суда проведет два месяца в предварительном заключении на время следствия.
http://gazeta.ru/politics/2009/08/29_a_3245695.shtml * * *
საქართველოს უსაფრთხოების ახალი ხედვა სჭირდება
სიახლე — თავფურცელი
14:15 28.08.2009
სერიოზული საფრთხეა ჩვენი ქვეყნის სამხრეთით სომხეთში განლაგებული გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[ნინო ლოლაძე]
რუსეთ-საქართველოს ომიდან ერთი წელი გავიდა და ეს ფაქტი ქვეყნის უსაფრთხოების თაობაზე არსებულ არც ერთ სტრატეგიულ დოკუმენტში არ ასახულა. სამაგიეროდ, ამ დროში არა ერთი კონცერტის გამართვა მოხერხდა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხს მიეძღვნა.
კონცერტების ხმაურში დაავიწყდა ყველას, რომ ომის შემდგომ სახელმწიფოს ახალი უსაფრთხოების კონცეფცია დღემდე არ შეუმუშავებია და რეალური გამოწვევები და საფრთხეები არც ერთ ფუნდამენტურ დოკუმენტში არ ასახულა.
- ”უსაფრთხოების ახალი კონცეფცია ჯერ კიდევ 2008 წლის დეკემბრამდე უნდა მომზადებულიყო, მით უმეტეს, რომ ახალი სტრატეგია გვჭირდება ნატოში გაწევრიანებისთვის და შეერთებულ შტატებთან ახალი პარტნიორული ურთიერთობის ჭრილში, მაგრამ ხელისუფლებას არ ეცალა ამისთვის და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრით იყო დაკავებული”, - აღნიშნავს ირაკლი სესიაშვილი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში.
რატომ არ გადაიხედა კონცეფცია
ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ დოკუმენტი არ მომზადებულა იმ სახელმწიფოში, რომლის ხელისუფლებაც ომის აჩრდილს ხედავს და მსოფლიოსა და საკუთარი ხალხის გასაგონად დღეში ათჯერ იმეორებს, რომ რუსეთს საქართველოს დაპყრობის გეგმებზე ჯერ უარი არ უთქვამს. მმართველი ელიტის მტკიცებით, მშვიდობას ერთი ნაპერწკალი სჭირდება ასაფეთქებლად.
თორინკე შარაშენიძე, GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელი: ”უსაფრთხოების კონცეფცია გადასახედია. ნებისმიერი ომი ცვლის ბევრ რამეს, მით უფრო ის ომი, რომელიც შედეგადაც რუსეთმა ტერიტორიები ფაქტობრივად ჩამოგვაჭრა. კვლავაც არის საფრთხე, რომ კრემლის მხრიდან აგრესია განმეორდეს. ეს ყველაფერი ასახული უნდა იყოს ისეთ დოკუმენტში, როგორიც უსაფრთხოების კონცეფციაა”.
საერთოდაც, უსაფრთხოების კონცეფცია რომ დაიწერა, მას შემდეგ დიდად არც არავის გახსენებია, რომ მასში ცვლილებები იყო შესატანი, მით უფრო, რომ ბევრი საკითხი, რომელიც ამ დოკუმენტში იყო აღნიშნული, შესრულდა კიდეც. დღეს ამ კონცეფციის ბევრი პუნქტი თავისი არსით სრულიად ალოგიკურია.
როგორც ექსპერტები შენიშნავენ, უსაფრთხოების კონცეფცია არის ზოგადად ქვეყნის სავიზიტო ბარათი და თუ ვინმეს აინტერესებს, როგორია ესა თუ ის სახელმწიფო, კითხულობს მისი უსაფრთხოების კონცეფციას და ზოგადი წარმოდგენა უყალიბდება ქვეყნის შესახებ.
საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციას თუ ვინმე წაიკითხავს, აღმოაჩენს, რომ ქვეყნის პარტნიორებს შორის კვლავაც არის რუსეთი, რომელთან თანამშრომლობაზეც საქართველო ”დიდ იმედებს ამყარებს”.
- ”საქართველო ესწრაფვის რუსეთთან კეთილმეზობლობის, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. რუსეთის ფედერაციის დემოკრატიზაცია და პროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკა დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს და რეგიონულ უსაფრთხოებაზე”.
- ”საქართველო მზად არის გაააქტიუროს რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკური დიალოგი, გააღრმავოს სავაჭრო-ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული ურთიერთობები და ითანამშრომლოს რეგიონული კონფლიქტების მოსაგვარებლად და ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში”, - აღნიშნულია 2005 წელს მომზადებულ უსაფრთხოების კონცეფციაში და დღეს ეს ფორმულირება სრულიად აბსურდულია.
- ”ჩვენი უსაფრთხოების კონცეფცია სერიოზულ გადახედვას საჭიროებს, რამდენადაც იქ დაფიქსირებული პოზიციები თავის დროზეც კი არათავსებადი იყო რეალობასთან, რაც დადასტურდა კიდეც აგვისტოს ომის დროს”, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
საგულისხმოა, რომ უსაფრთხოების კონცეფციაში კონსტიტუციური პრინციპებია ჩამოყალიბებული, რომლის შემდგომაც დგება ისეთი დოკუმენტები, როგორიც არის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, სამხედრო სტრატეგია, თავდაცვის სტრატეგია და სხვა. როგორც ექსპერტები შენიშნავენ, უსაფრთხოების კონცეფცია ისე უნდა იყოს დაწერილი, რომ შემდგომში საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და სამხედრო სტრატეგია მასთან თავსებადი იყოს.
- ”ფაქტობრივად, არაფერი გაკეთებულა საფრთხეების შეფასების დოკუმენტის, სამხედრო სტატეგიისა და ზოგადად თავდაცვის პოლიტიკის თვალსაზრისით, გარდა იმისა, რომ გვქონდა მუხროვანის ინციდენტი და ჯარისკაცებს მარჯვნივ და მარცხნივ იჭერდნენ”, - მიაჩნია სესიაშვილს.
გაზრდილი საფრთხეები
სხვათა შორის, როცა კონცეფცია შემუშავდა, არავინ ელოდა, რომ ქვეყანა ფართომასშტაბიანი ომის წინაშე აღმოჩნდებოდა და ამიტომ არც ერთ დოკუმენტში ეს საფრთხე არ იქნა ასახული.
მოსალოდნელ სამხედრო ინტერვენციაზე საუბრის დროს კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ”საქართველოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა მცირეა, თუმცა საზღვრის შეიარაღებული დარღვევა და ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრა სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების მხრიდან რეალურია და კვლავ ემუქრება ქვეყნის უსაფრთხოებას.
არაერთხელ მომხდარა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, რაც გამოიხატა საქართველოს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სივრცის სისტემატური დარღვევებით და ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო თავდასხმის განხორციელებით”.
თორნიკე შარაშენიძე: -”სრულმასშტაბიანი აგრესია არ იყო კონცეფციაში ასახული. თუმცა როცა ეს დაიწერა, შეიძლება მართლაც არ ჩანდა ეს საფრთხე. აგვისტოს შემდეგ ბევრი რამ უარესობისაკენ შეიცვალა. ახლა მაინც უნდა დაიწეროს, რომ ის აგრესია, რაც ერთხელ უკვე მოხდა, შეიძლება კვლავ განმეორდეს.
ირაკლი სესიაშვილი: ”ფართომასშტაბიანი ომის ალბათობის გამორიცხვის შედეგად ჩვენ მივიღეთ ისეთი ჯარი, რომელიც არ იყო მზად გამკლავებოდა რუსულ აგრესიას. დღეს ვითარება განსხვავებულია, მდგომარეობა შეიცვალა და ჩვენ გვიწევს მეტი აქცენტი გავაკეთოთ თავდაცვაზე, ასევე გავითვალისწინოთ რეგიონალური თავდაცვის პრინციპები”.
აგვისტოს ომის შემდეგ, გაიზარდა ყველა ის საფრთხე, რაც ქვეყანას ისედაც გააჩნდა. მათ შორის არის: პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა ტიპის საფრთხეები.
- ”ჩვენდა სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდგომ, ყველა მიმართულებით არის ნიშნები საფრთხეების ზრდის და ეს მოითხოვს მაღალ პოლიტიკურ კულტურასა და მიდგომას, მათ შორის შიდა პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთი სერიოზული საფრთხე არის ის, რომ საზოგადოების ნება და მოთხოვნები არ აისახება ხელისუფლების მართვაში, რის გამოც ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები კიდევ უფრო კატასტროფულად იზრდება.
2009 წლის გაზაფხულიდან, არა ერთი ექსპერტის მხრიდან ისმის ტერმინი «სახელმწიფოებრივი კრიზისი», ახლა აგვისტოს თვეში შეიძლება ეს მიჩუმდა, შემოდგომიდან თავს ისევ იჩენს, ზამთარში კი პიკს მიაღწევს და 2010 წლის გაზაფხულიდან შესაძლოა, სერიოზულად გაზარდოს საფრთხეები.
ჩვენი ხელისუფლება ეძებს არა მიზეზებს, არამედ შედეგებს და მუდმივად ცდილობს, როგორმე ჩაახშოს პროტესტი, მაშინ როცა პროტესტის გამომწვევ მიზეზებს აბსოლუტურ იგნორირებას უწევს. ამის გამო არის, რომ ყველა მიმართულებით საფრთხეები იზრდება, იგივე რუსეთთან დაკავშირებითაც”, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
კონფლიქტების გადმოდინება
საქართველოსთვის დღეს მთავარ საგარეო საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი და მის მიერ კონფლიქტურ რეგიონებში გატარებული პოლიტიკა. თუმცა, როგორც ექსპერტები შენიშნავენ, საფრთხე მომდინარეობს თავად რუსეთის ტერიტორიიდანაც. მხედველობაშია ჩრდილოეთ კავკასია.
– ”მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების გადმოდინება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი სერიოზული საფრთხეა და მას შესაძლოა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოჰყვეს, რაც არაერთხელ მომხდარა პანკისის ხეობასთან დაკავშირებით.
მეზობელ ქვეყნებში არსებულმა კონფლიქტებმა შესაძლებელია განაპირობოს საქართველოს ტერიტორიაზე ლტოლვილთა მასობრივი შემოდინება და შექმნას ხელსაყრელი პირობები ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებებისა და კონტრაბანდისათვის”, - აღნიშნულია კონცეფციაში.
ირაკლი სესიაშვილი: ”ჩრდილოეთ კავკასიაში მოსალოდნელია სიტუაციის გამწვავება და ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილმა კრემლმა შეიძლება სცადოს ბოევიკების ჩვენს ტერიტორიაზე გადმოდინების ხელშეწყობა. მაშინ ან უნდა განადგურდნენ ეს ბოევიკები და ამით ჩვენი მტრის საქმე გავაკეთოთ, ან რუსეთი დაიწყებს იმაზე საუბარს, რომ ტერორისტებს იფარავს საქართველო და არიქა, თავს უნდა დავესხათ იმ ბანაკებს, სადაც ეს ტერორისტები არიან”.
თუ ჩრდილოეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყება, ჯერჯერობით გაურკვეველია, რას მოიმოქმედებს ჩვენი ხელისუფლება. არც კი მიმდინარეობს ამაზე საუბარი. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენს ხელისუფლებას არა აქვს კულტურა სამართლებრივად შეხედოს საფრთხეებს, გაანალიზოს და წინასწარ დაგეგმოს პრევენცია. გადაწყვეტილებები მიიღება იმპულსურად, პოსტ-ფაქტუმ, კაბინეტებში”.
თორნიკე შარაშენიძე: ”ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ჩრდილოეთ კავკასია იყოს სტაბილური. როგორ უნდა იყოს ის სტაბილური რუსეთის გარეშე, ეს ცოტა რთული წარმოსადგენია. სიტყვაზე, თუ რუსეთი დასუსტდება იმდენად, რომ გავიდა ჩვენი ტერიტორიიდან და მოხდება დეოკუპაცია, მაგრამ ამას მოჰყვა ისიც, რომ გავიდეს ჩრდილოეთ კავკასიიდანაც, მაშინ ჩვენვის გაუგებარია, რა მოხდება ჩრდილო კავკასიაში”.
საკმაოდ რთული იქნება, ამ საკითხის ასახვა კონცეფციაში. თუ რუსეთი დასუსტდება იმდენად, რომ გავა ამ რეგიონიდან, იმ პერიოდისთვის საქართველომ უნდა მოასწროს შესვლა ნატოში, რომ დაცული იყოს არა მარტო თავისი ძალებით, არამედ მოკავშირეების მხრიდანაც. ეს უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მიზანი”.
ექსპერტები აზრით, სერიოზული საფრთხეა ჩვენი ქვეყნის სამხრეთით სომხეთში განლაგებული გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა.
- ” თუკი მომავალში კიდევ მოხდება რუსული აგრესიული მოქმედებები ჩვენს ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ სომხები ამაზე არ დათანხმდებიან, რუსები ეცდებიან, გიუმრის მიმართულებიდანაც დაგვარტყან”, - მიაჩნია ირაკლი სესიაშვილს.
ექსპერტთა თქმით, კიდევ უფრო მეტი საფრთხე არსებობს შავი ზღვის აკვატორიაში, რამდენადაც რუსეთი 2-3 წლის შემდეგ დაიწყეს აქტიურ მუშაობას, რომ მთელი თავისი საზღვაო ფლოტი აფხაზეთში გადმოიყვანოს. ეს კი აფხაზეთის დაბრუნების შანსებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, თავისი ხასიათისა და სახეობის მიხედვით სერიოზული ძალაა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი არ იცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ცალმხრივად ახდენს რეგიონის მილიტარიზაციას. ფაქტობრივად, ეს იწვევს დისბალანსს რეგიონში სამხედრო ძალის თვალსაზრისით.
რაც მთავარია, ეს ბაზები პრობლემას წარმოადგენენ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ცხადია, ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით რაც არსებულ უსაფრთხოების კონცეფციაში არის აღნიშნული, გადასახედია და ახალი მიდგომებია ჩამოსაყალიბებელი.
- ”უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში უნდა ჩაიდოს რეალური მომენტი ნატოსთან ურთიერთობის თაობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ნატოში ინტეგრაციაზე ჩვენ ახლა უარს არ ვამბობთ, მაგრამ ეს პროცესი დამუხრუჭებულია, სანამ ჩვენს ტერიტორიაზე არის რუსული სამხედრო ძალები. ეს მკვეთრად უნდა დაფიქსირდეს”, - ამბობს თორნიკე შარაშენიძე
http://presa.ge/index.php?text=news&i=9467