პიზდეც, აეხლა კი დაგვენძრააა
არაოფიციალური ინფორმაციით, დავით სიხარულიძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განცხადება, სავარაუდოდ, დღესვე გაკეთდება.
ამასთან, როგორც ”ინტერპრესნიუსს” თავადაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ ინფორმაციას არ ფლობენ. სიხარულიძის პრესსამსახურში არც ის იციან, რატომ არ ესწრება მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომას.
სამხედრო ექსპერტები კი, ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას დავით სიხარულიძის გადაყენების ფაქტს შეუძლებლად არ მიიჩნევენ. კახა კაციტაძე აცხადებს, რომ ამის შესახებ კარგა ხანია, მიდის მსჯელობა.
”თავადაცვის მინისტრის გადაყენების შესახებ დიდი ხანია, საუბრობენ, თუმცა კონკრეტულად დღეს დადასტურდება თუ არა ეს ფაქტი, ძნელი სათქმელია”, - აღნიშნა კაციტაძემ.
ასევე, ვრცელდება კულუარული ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტი შესაძლოა, მინისტრის მოადგილე
ბაჩო ახალაიამ დაიკავოს.
ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ “სამშობლო ძალიან არ უნდა გიყვარდეს, რომ ამ ინფორმაციის დადასტურება ინატრო”.
”დავით სიხარულიძის შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაცია გუშინაც და იმის წინა დღეებშიც მომაწოდეს, თუმცა ჯერ ეს არ დადასტურდა. დღეს, როგორც ჩანს, საუბარი ამის შესახებ ისევ გააქტიურდა. რა მოხდება სინამდვილეში, მხოლოდ ერთმა კაცმა, მიხეილ სააკაშვილმა იცის”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
http://www.ambebi.ge/politika/9448-thavdac...atovebinon.htmlვინმე ჩახედული ხართ ამ ამბავშიი?