
ეგ როგორ არის ძმაო იცი?
იმედი არის, შანსი არანაირო.

მომკლავს რა ეს გურჯული ოპტიმიზმი.
წელიწადზე მეტია ის ვერ გაურკვევათ რა უნდათ და როგორ უნდათ და 1-2 წელიწადში პროფესიონალურ კადრებს და სერიოზულ ძალას გამოჩიკავენ?
იცი?
ებრაული წყევლაა ასეთი.
შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო.
ისეთი შთაბეჭდილებაა რომ ვიღაცამ დაგვწყევლა.
ეს რეზერვი თუ გამოვიდა, ჩემს მეხსიერებაში მეოთხე ახლიდან გაკეთებული რეზერვი გამოვა.
პირველი შევარდნაძის დროინდელი, საბჭოთა ყაიდის რეზერვი, მეორე ოქრუაშვილის გაკეთებული მოხალისე რეზერვისტები, მესამე ეს 18 დღიანი რეზერვი.
მე მა მოხალისე რეზერვისტებში გავდიოდი.
როდესაც შემოწმება-განაწილებაზე მივედი და შემეკითხნენ რა გამოცდილება გაქვსო, უნივერსიტეტის სამხედრო კათედრა მაქვს გავლილი მეთქი, ტუჩები დაპრუწეს ამას რა ეცოდინებაო, არა უშავს, აქ იმისთვის არის რომ ვასწავლოთო...
2 წელი ვიყავი, მესამე წელს დაგვიბარა ჯანჯღავამ და...
თქვენო მოხალისეები ხართო (მთლიანად ბატალიონი იყო რეზერვისტებით დაკომპლექტებული, ოფიცერ-კაპრალ-სერჟანტიანად). მოხალისეები არ ვარგანან ზოგადად როგორც ასეთები, არაფერი ციან და არაფერი შეუძლიათ, ამიტომ ეხლა რეორგანიზაციას გავაკეთებთ და ტერიტორიული პრინციპით დაგაკომპლექტებთპროფესიონალი მეთაურობით და სავალდებულო გაწვევითო.
წელიწადი ველოდე, შარშან აგვისტოში საყოველთაო გაწვევა რომ გამოცხადდა და არ გამომიძახეს გავარდი გამგეობაში.
ჩემი ბატალიონი ვიკითხე...
ვიღას ახოვს შენი ბატალიონიო. რა ვქნა მეთქი? მოხალისეებში ჩაეწერე თუი გეხალისებო, ჩავეწერე, მაგრამ სიტუაციას რომ შევხედე ჩავიქნიე ხელი.
იმ ბატალიონიდან სულ ცოტა 300 კაცი მეომარი გამოირჩეოდა, აზრიანი მეომარი. უუნარობის გამო დაშალეს, 18 დღიანი რეზერვის მაგალითზე გადასაკეთებლად, ეხლა 18 დღიანები გააუქმეს, უუნაროები არიანო.
წელიწადზე მეტია რეზერვის კონცეპციას ეჩელიჩებიან და საბოლოოდ რა დადეს თავად ხედავ.
1-2 წელიწადში პროფესიული კადრები და სერიოზული ძალაო? გამეცინებოდა რომ არ მეტირებოდეს.
კიდევ არის რარაცეები რაც აქ არ დაიწერება.
მაგრამ როდესაც აგვისტოს წლისთავზე თავდაცვის კონცეპციაში გიწერია, რომ რუსული აგრესის შესაძლებლობა მინიმალურია, რომსაქართველოს შეიარაღებულიძალების მთავარი დანიშნულება ნატოში ინტეგრაცია და სამშვიდობო მისიებია...
OK
გავიარეთ.
აზრი არ აქვს.