ეგ იმისთვის არ კეთდება რომ ევროპისგან (კერძოდ საფრანგეთისგან) მართლა ელიან უსაფრთხოების გარანტიებს.
ეგ ნაბიჯი დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს რომ უთხრა ნაბო***რი ხარო! ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ იმიჯი შეულახო.
საქმე იმაშია, რომ ევროკავშირში არსებობს შეთანხმება რომ შეიარაღება არ მიყიდონ ქვეყანას რომლის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის დიდი ალბათობაა. ამ შეთანხმებას არ აქვს სავალდებულო სახე - მისი შესრულება ნებაყოფლობითია. მაგრამ ევროპელები ხომ დღეს მშვიდობის მტრედების იმიჯზე ზრუნავენ! როდესაც ამერიკას უნდოდა ჩინეთზე ევროპული შეიარღების მიყიდვის შეჩერება, ევროპელებმა უპასუხეს რომ ჩინეთს რამდენიმე ათეული წელია არ ჰქონია კონფლიქტი არავისთანო. ახლა კი საფრანგეთი რუსეთზე ჰყიდის იარაღს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ როცა უნდათ სულ ფეხებზე ჰკიდიათ ეგ წესები. იშველიებენ მაშინ როცა აწყობთ. ჩვენი ეგ განცხადება დიპლომატიური "ნამიოკია" მაგაზე.
-------
ამასთან დაკავშირებით. ჟურნალ "ეკონმისტის" ბოლო გამოცემაში დაიბეჟდა სტატია ამერიკის "სუსტ" პოლიტიკაზე აღმოსავლეთ ევროპის მიმართ და აგრეთვე აღმოსავლეთ ევროპელების შეშფოთებაზე რომ ნატომ შეიძლება ვეღარ ითამაშოს მათი უსაფრთხოების გარანტის როლი. ამ სტატიიდან ჩანს თუ რამდენად სერიოზულად შერყეულია ალიანსის ქმედითუნარიანობა შიგნიდან. მოვიყვან ორ ციტატას:
Nobody really expects a military conflict. But if NATO even hints that it is no longer in the business of guaranteeing the defence of all its members, it may encourage Kremlin mischief-making over such issues as minority rights or transit to Russia’s Kaliningrad exclave.
"არავინ ელის სამხედრო კონფლიქტს. მაგრამ თუკი ნატოს ქმედებებმა ერთხელ მაინც "ნამიოკი" მისცა რუსეთს რომ ის აღარ არის თითოეული მისი წევრის უსაფრთხოების გარანტი, ამან შეიძლება კრემლს უბიძგოს ზეწოლა განახორციელოს მეზობლებზე ისეთ საკითხების პედალირებით როგორიცაა უმცირესობების უფლებები და კალინინგრადზე რუსული ტრანზიტი."
The American-backed security pledge at the heart of NATO matters most to them too. Western Europeans who privately see NATO as an anachronism are unbothered by American disengagement.
"ამერიკის უსაფრთხოების გარანტიებს რაც ნატოს ქვაკუთხედს წარმოადგენს ყველაზე მეტად აღმოსავლეთ ევროპელებისთვის აქვს მნიშვნელობა.
დასავლეთ ევროპელები პრივატულად ნატოს განიხილავენ როგორც ანაქრონიზმს და მათ არ აწუხებთ რეგიონისადმი ამერიკის ყურადღების შემცირება."
კიდევ ბევრი საინტერესო რამე წერია:
http://www.economist.com/opinion/displayst...ory_id=14973206დასკვნა ისაა, რომ ხსენებულმა ტენდენციებმა შეიძლება ალიანსის როგორც კოლექტიური უსაფრთხოების სტრუქტურის სრულ გადაგვარებასთან მიგვიყვანოს ისე რომ მან ვეღარ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები თვით არსებული წევრების იმართ, აღარაფერს ვამბობ საქართველოზე.