კადეტთა სამხედრო ლიცეუმი
თავდაცვის სამინისტრომ კადეტთა ლიცეუმის შექმნის გეგმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგინა. კომიტეტის სხდომა ვაზიანის სამხედრო ბაზის სასწავლო ცენტრში ჩატარდა. სხდომას თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, მისი მოადგილეები და წვრთნებისა და განათლების სარდლობა დაესწრო. ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროს უკვე აქვს ლიცეუმის შექმნის დეტალური სქემა. პროექტის მიხედვით კადეტთა ლიცეუმის შექმნა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებას გულისხმობს. (პროექტი შეგიძლიათ იხილოთ თანდართული დოკუმენტის სახით).
http://mod.gov.ge/index.php?page=77&lang=0&type=1&Id=345განაღმვა
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა განაღმვით მოქმედებებში სასწავლო კურსი გაიარეს. ტრენინგებში საინჟინრო-მესანგრეთა ბატალიონის 9 წარმომადგენელი მონაწილეობდა. სასწავლო კურსს ქართველ სამხედროებთან ერთად საქართველოს შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.
კურსის მსმენელებმა თანამედროვე სტანდარტების ჰუმანიტარულ განაღმვასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები გაიარეს. სწავლება, კრანფილდის ტექნოლოგიურ (http://www.cranfield.ac.uk/ დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ნაღმების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო ნდობის ფონდმა (International Trust Fund For Demining and Mine Victims Assistance - ITF) უზრუნველყო. სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატები დღეს კურსანტებს კრანფილდის უნივერსიტეტის ლექტორმა ნაიჯელ უილსონმა გადასცა.
სასწავლო კურსის დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ როგორც თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კრანფილდის უნივერსიტეტის ლექტორები და ექსპერტები.
http://mod.gov.ge/index.php?page=77&lang=0&type=1&Id=349პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია დღეს პოლონელ კოლეგას შეხვდა. პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ბოგდან კლიხის ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ცერემონიის შემდეგ თავდაცვის მინისტრებს სამხედრო დელეგაციებთან ერთად დახურული შეხვედრა ქონდათ. მინისტრებმა პრესისთვის ბრიფინგიც გამართეს. ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა პოლონეთის, როგორც მეგობარი ქვეყნის პოლიტიკურ–სტრატეგიულ მნიშვნელობას.
„პოლონეთისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობა გარკვეული ინტენსივობით მიმდინარეობს, ჩვენ ამ ურთიერთობის გაღრმავების კონკრეტულ გზებზე ვისაუბრეთ. ასევე განვიხილეთ ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხი და პოლონეთის მხარდაჭერა ამ პროცესში“ – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
„ჩემთვის ეს იყო შანსი შევხვედროდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს და გვესაუბრა უსაფრთხო გარემოს შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ ევროპაში. გუშინ მქონდა შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან და იქაც ვისაუბრეთ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებზე. ჩემი და ბატონი მინისტრის შეხვედრა ემსახურება თბილისსა და ვარშავას შორის სტრატეგიული დიალოგის მაღალი დონის შენარჩუნებას. ჩვენმა შეხვედრამ დასახა თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და აღჭურვასთან დაკავშირებით მხარეების ინდუსტრიებსა და კომპანიებს შორის თანამშრომლობა არის ერთერთი მთავარი გამოწვევა რომელიც საქართველოსა და პოლონეთის წინაშე დგას“ – განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკის თვდაცვის მინისტრმა.
ბრიფინგზე მან ერთობლივ და გაცვლით სამხედრო–სასწავლო პროგრამებზე, ამ კუთხით არსებულ გამოცდილებაზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრა. მოგვიანებით ბოგდან კლიხმა პოლონეთისა და საქართველოს დელეგაციების თანხლებით, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
http://mod.gov.ge/index.php?page=77&lang=0&type=1&Id=350