განაღმვითი სამუშაოები შინდისში
ფეთქებადი ნარჩენებისგან გასუფთავებული სოფელი შინდისი ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცა. განაღმული და გასუფთავებული ტერიტორია დღეს სპეციალისტებისგან თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ჩაიბარა.
სოფელი შინდისი (95, 5 ჰექტარი) 161 კასეტური იარაღის ნარჩენებისგან გაასუფთავეს. განაღმული ტერიტორია საქართველოში ბრიტანეთის ელჩთან დენის კიფთან ერთად თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ პირადად დაათვალიერა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები.
„აგვისტოს ომმა ძალიან დიდი საფრთხეები დატოვა, რომლებიც პირდაპირ ემუქრებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ მათ გავფრთხილებოდით. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი გასუფთავებულია” – აღნიშნა ნოდარ ხარშილაძემ.
განაღმვითი სამუშაოები თავდაცვის სამინისტროს დაკვეთითა და კოორდინაციით საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ “The HALO Trust” აწარმოა.
აღსანიშნავია, რომ ჰუმანიტარული განაღმვის ხარისხს საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია ”ინფორმაციის მართვისა და განაღმვითი საქმიანობის პროგრამები” (iMMAP, აშშ) აკონტროლებს.
ამ ეტაპზე განაღმვითი სამუშაოები 18 სოფელში განხორციელდა.
http://mod.gov.ge/index.php?page=77&lang=0&type=1&Id=368---------------------------------------------
განაღმვითი სამუშაოები მეღვრეკისში
შიდა ქართლში განაღმვითი სამუშაოები დასრულდა. ფეთქებადი ნარჩენებისგან გასუფთავებული ბოლო სოფელი მეღვრეკისი დღეს ადგილობრივ თვითმმართველობას ოფიციალურად გადაეცა. განაღმვით სამუშაოებს მეღვრეკისში თავდაცვის სამინისტროს კოორდინაციით საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია “The HALO Trust” აწარმოებდა. სპეციალისტებმა 270, 6 ჰექტარი ტერიტორია 282 ასაფეთქებელი მასალისგან გაასუფთავეს.
ფეთქებადი ნარჩენებისგან გასუფთავებული სოფელი პირადად დაათვალიერეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ და ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი.
„აგვისტოს ომმა ძალიან დიდი საფრთხეები დატოვა, რომლებიც პირდაპირ ემუქრებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ მათ გავფრთხილებოდით. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი გასუფთავებულია” – აღნიშნა ნოდარ ხარშილაძემ.
განაღმვითი სამუშაოები დასრულდა გორის რაიონის სოფელ შინდისშიც. ორგანიზაცია “The HALO Trust” –ის სპეციალისტებმა სოფელი (95,5 ჰექტარი) 161 კასეტური იარაღის ნარჩენებისგან გაასუფთავეს. განაღმული და გასუფთავებული ტერიტორია გუშინ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ჩაიბარა.
აღსანიშნავია, რომ ჰუმანიტარული განაღმვის ხარისხს საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია ”ინფორმაციის მართვისა და განაღმვითი საქმიანობის პროგრამები” (iMMAP, აშშ) აკონტროლებს.
შიდა ქართლში მიმდინარე განაღმვითი სამუშაოები აშშ–ს დაფინანსებით განხორცილდა; 2008 წლის აგვისტოდან აშშ–მ “The HALO Trust” საქართველოს პროგრამისთვის 6,7 მლნ დოლარი გამოყო, აქედან 4,3 მლნ შიდა ქართლში მიმდინარე განაღმვით სამუშაოებზე დაიხარჯა. რეგიონში ფეთქებადი ნარჩენებისგან სულ 18 სოფელი გასუფთავდა.
http://mod.gov.ge/index.php?page=77&lang=0&type=1&Id=370------------------------------------------------------
ტრანსფორმაციის კურსი
59-მა სამხედრომ ტრანსფორმაციის კურსი გაიარა. სერჟანტებს როგორც თეორიული ისე პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური და ფიზიკური მომზადების, პირველადი სამედეცინო დახმარების, კავშირგაბმულობისა და სახმელეთო ნავიგაციის კურსები გაიარეს. სწავლება 13 კვირის განმავლობაში სერჟანტთა მომზადების სკოლაში მიმდინარეობდა.
კურსდამთავრებულებს დღეს სწავლების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი, სერჟანტთა სკოლის მეთაური კაპიტანი ზურაბ ხვიჩია და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
http://mod.gov.ge/index.php?page=77&lang=0&type=1&Id=373-----------------------------------------------------
ოფიცერთა გადამზადების კურსი
თოთხმეტმა სამხედრომ ბატალიონის მეთაურთა და შტაბის ოფიცერთა გადამზადების კურსი გაიარა. სწავლება ცამეტი კვირის განმავლობაში მიმდინარეოდა. ოფიცრებმა ოპერაციების საბრძოლო და ლოგისტიკური უზრუნველყოფის, სამხედრო პოლიტოლოგიის, ისტორიის და ფსიქოლოგიის კურსები გაიარეს. მათ ასევე შეისწავლეს სამხედრო ბძანებების შემუშავება და საბრძოლო ოპერაციების წარმოების ძირითად პრინციპებსაც გაეცნენ. ეროვნული გვარდიის დეპარტამენტისა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ოფიცრებს დღეს სწავლების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი დიპლომები გადაეცათ.
ღონისძიებას სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე, მაიორი მალხაზ მაკარაძე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ.
http://mod.gov.ge/index.php?page=77&lang=0&type=1&Id=374-------------------------------------------------------------------------------