Lasheks
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 146
წევრი No.: 46011
რეგისტრ.: 8-November 07
|
#17199148 · 30 Dec 2009, 20:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რეზერვი 3 ათასამდე მცირდება სიახლე — თავფურცელი 17:13 30.12.2009 ვერსია პრინტერისთვის • დაამატე რჩეულებში • [რეზონანსი] რეზერვის ახალი სისტემა, პირველი 4 წლის მანძილზე, მათი რაოდენობის 3 ათასამდე დაყვანას ითვალისწინებს. ამავე დროს, რეზერვში ძირითადად ყოფილ სამხედროებს გაიწვევენ. რეზერვი იქნება როგორც სავალდებულო, ასევე ნებაყოფლობითი. ამას ითვალისწინებს «სამხედრო სარეზერვო სამსახურის» შესახებ ახალი კანონის პროექტი, რომელიც ამჟამად პარლამენტის შესაბამის კომიტეტში განიხილება და, იდეაში, ძალაში 2010 წლიდან უნდა შევიდეს.
მანამდე კი ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობამ რეზერვის ახალი სისტემა თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარუდგინა.
ახალი პროგრამით სარეზერვო სისტემა სავალდებულო დანებაყოფლობითი იქნება. სავალდებულო რეზერვში გაიწვევენ: ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს 45 წლამდე, .”წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მონაწილეებს, პირებს, რომელთაც სახელმწიფოს ხარჯზე მიიღეს განათლება და ამ ეტაპზე აღარ მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში. რეზერვში გაიწვევენ აგრეთვე 27 წლის ზემოთ სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ პირებს, რომელთაც არ გაუვლიათ სამხედრო–სავალდებულო სამსახური, მაგრამ ფლობენ არმიისთვის საჭირო სპეციალობებს.
ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის, ზურა არსოშვილის თქმით, გარკვეული სამოქალაქო პროფესიები აუცილებელია შეიარაღებული ძალებისთვის. მაგალითად, ინჟინრები, კავშირგაბმულობის სპეციალისტები, ექიმები.
ნებაყოფლობით რეზერვში ჩარიცხვის საშუალება 27 წელს მიღწეულ ყველა ჯანმრთელ მოქალაქეს შეეძლება. რეზერვისტი სახელმწიფოსთან 4-წლიან კონტრაქტს დადებს. გეგმის მიხედვით, წელიწადში 45-დღიან სარეზერვო შეკრებებზე მოუწევს წასვლა, რისთვისაც რეგულარული ჯარის კაპრალს ანაზღაურებას, დაახლოებით 700 ლარს გადაუხდიან. ზურა არსოშვილის აზრით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გაწვევა წელიწადის ნებისმიერ დროს, საველე პირობებში იქნება, რათა ყველანაირ ბუნებრივ პირობებს შეეჩვიონ.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლიდან 18 თვის განმავლობაში ახალგაზრდები სავალდებულო რეზერვიდან თავისუფლდებიან. ამ ფორმით ხელს შეუწყობენ ამ პირების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების საშუალებას.
სარეზერვო სამსახურიდან თავისუფლები არიან 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილების მქონე რეზერვის ოფიცრები და ჯარისკაცებიც.
სამხედრო სარეზერვო შეკრების გავლის პერიოდში რეზერვისტებზე გავრცელდება სამხედრო მოსამსახურეებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლება-მოვალეობები და სოციალური ჯანდაცვის სრული პაკეტი.
როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ”არსენალის” რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აღნიშნავს, “რეზერვისტების არასათანადომო მზადებამ საბრძოლო მოქმედებებისთვის; მათი უმრავლესობისთვის სამხედრო საქმის უცოდინარობამ; ორ წელიწადში 28 ათასი რეზერვისტის ვითომდა მომზადებამ; მართვის რგოლში გამოცდილი სამხედროების კატასტროფულმა ნაკლებობამ, როდესაც 500 რეზერვისტის სამართავად მხოლოდ 5 ოფიცერი და სერჟანტი თუ მოდიოდა - აგვისტოს ომში, ხელისუფლებისაგან ასე დაპირებული რეზერვის სისტემის კრახი მთელ ქვეყანას დაანახვა. არადა, წელიწადში თითქმის 30 მლნ ლარი იხარჯებოდა რეზერვისტთა მომზადებაზე. ახლა თავიდან აპირებენ რეზერვის მომზადების დაწყებას”.
ეროვნულ გვარდიას ცალკე ფინანსები არ აქვს და თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ფინანსდება. როგორც არსოშვილმა განაცხადა, «ზუსტი ინფორმაცია, თუ რა დაჯდება რეზერვისტთა მომზადება, არ მაქვს, მაგრამ თითქმის სამჯერ ნაკლები იქნება წინასთან შედარებით.”
რეზერვისტების გაწვევა 2004 წლიდან დაიწყო და თითქმის 30 ათასი ახალგაზრდა გაიწვიეს. რეზერვისტი ზურა ძამაშვილი რეზერვის ახალ იდეას იწონებს, მაგრამ 2006 წლის რეზერვისტთა პროგრამის დახვეწის მომხრეა.
კოდევ ერთი რეზერვისტის, გიორგი სოფრომაძის თქმით, “რეზერვი კარგია, მაგრამ ასმეთაური უნდა გაწვრთნან ისე, რომ მას სხვების გაწვრთნაც შეეძლოს.”
ამ საკითხთან დაკავშირებით არსოშვილმა დაამატა, რომ რეზერვისტებს ეყოლებათ მუდმივი ინსტრუქტორი და მხოლოდ მას დაემორჩილებიან ომიანობისა თუ დავალებების შესრულების დროს.
სამხედრო ექსპერტ გიორგი მელითაურის აზრით, სრულყოფილი შეიარაღებული ძალები რეზერვის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ რეზერვის განხილვა შეიარაღებული ძალების ერთიან სისტემაში უნდა მოხდეს. სამხედრო დანაკარგების შევსება რეზერვისტთა რიგებიდან უნდა ხდებოდეს, რადგან ომი უმსხვერპლოდ არ არსებობს. რეზერვი მარტივი სისტემა არაა, ამბობს იგი.
“სამწუხაროა, რომ აქცენტი რაოდენობაზე გაკეთდა, რამაც ხარისხი შეიწირა. რაოდენობის ზრდა დასუსტების და კვალიფიცირებული კადრის სიმწირის ნიშანია. ომის დროს რეზერვისტები საბრძოლო მოქმედებებში არ უნდა ჩააბა. მათ მხოლოდ თავდაცვითი ფუნქცია უნდა ჰქონდეთ, მაგალითად ხიდების დაცვა. კიდევ კარგი, რომ აგვისტოს ომში რეზერვისტთა სრული რესურსის გამოყენება ვერ მოასწრეს, თორემ მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა” - აღნიშნავს მელითაური.
ზურა არსოშვილის თქმით, რეზერვისტების ინდივიდუალური დახვეწა მოხდება, შემდეგ ეტაპობრივად ათეულში, ოცეულში, ასეულში და ბოლოს ბატალიონში შერწყმა, რათა შეძლონ ერთობლივად მუშაობა. ასევე ეროვნული გვარდია სტიქიური უბედურებების დროს, მონაწილეობას მიიღებს როგორც დამხმარე ძალა.
ირაკლი ალადაშვილის თქმით, 4 წლის განმავლობაში 3-ათასკაციანი რეზერვის შექმნა თითქოს არასერიოზულად გამოიყურება. თუმცა, მაღალ დონეზე მომზადების შემთხვევაში, ბევრად აჯობებს 30-ათას დაბნეულ ახალგაზრდას, რომელმაც ომის დროს არ იცის, რა გააკეთოს.
“ახალი პროგრამის გაცნობისას მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეროვნული გვარდია ამჯერად უფრო სერიოზულად უდგება ამ საკითხს. რეზერვისტთა მომზადებისას მთავარი სწორედ ხარისხი იქნება და არა ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გამოცხადებული - მალე 100 ათასი რეზერვისტიც გვეყოლებაო” - აცხადებს ალადაშვილი.
გიორგი მელითაურის აზრით, ახალ კონცეფციაზე ბევრი სამუშაო იქნა გაწეული, თუმცა მას გარკვეული ხარვეზები აქვს. მაგალითად, გაურკვეველია, როგორ მოხდება რეზერვისტებით დანაკარგების შევსება ან რეზერვიდან სპეცილიასტების მომზადება. ზურა არსოშვილი: “ძირითადად, ქვეითების მომზადება მოხდება, რადგან სხვა სპეციალობებისთვის საჭირო ტექნიკური ბაზა არ გვაქვს.”
ირაკლი ალადაშვილის აზრით, რეზერვამდე აუცილებელია სკოლებში დაწყებითი სამხედრო სწავლების აღდგენა სამი მიმართულებით: სამოქალაქო თავდაცვა, პირველადი სამედიცინო დახმარება და, ნებაყოფლობით, იარაღის გამოყენების ელემენტარული სწავლება.
ახალი პროგრამის მიხედვით ეროვნული გვარდიის ბაზებიც განახევრდება, რაც ხარჯებს თითქმის სამჯერ შეამცირებს. დასავლეთის მიმართულებით დარჩება სენაკის მე-10 მსუბუქი ქვეითი კადრირებული ბრიგადა, ხოლო აღმოსავლეთით, თელავის მე-20 ბრიგადა. ცენტრალურ მიმართულებაზე, თბილისში განთავსდება ეროვნული გვარდიის მმართველობა, შტაბი, მართვისა და უზრუნველყოფის ასეულები.
სამომავლოდ, თითო მსუბუქი ქვეითი კადრირებული ბრიგადების შექმნა იგეგმება თბილისსა და სამხრეთ მიმართულებაზე - სამცხე-ჯავახეთში. თითოეულ კადრირებულ ბრიგადაში 785 სამხედრო მოსამსახურე იქნება მუდმივი პირადი შემადგენლობიდან, რომლებიც 45-დღიან შეკრებებზე სავალდებულო რეზერვში 1500 კაცს მიიღებენ.
ჰჰჰმმმმმ
--------------------
სიკვდილი ოკუპანტებს!
|