სხვათა შორის. . .რუსები ძალიან კარგად და მსვენიერად იყენებენ როგორც რეაქტიულ,ისე ტურბორექტიულ ძრავებს ფრთოსანი რაკეტებისატვის!ესიგი ჩემი ვარაუდი გამართლდა

შორი მოქმედების (100კმ-ზე მეტი) ფრთოსან რაკეტებში ხმარობენ თხევადი საწვავის ძრავებს.ხოლო მყარი საწვავის ძრავები გამოიყენებიან როგორც სასტარტო ძრავა.
აი ცნობილი "მოსკიტი"

ჟურნალ 'სტრატეგიის" მონაცემებით მისი მოქმედების რადიუსია 150 კმ(3М-82).აქვს რექატიული და ტურბორექტიული ძრავა.აქ არ წერია როდის რომელს ხმარობს.წერია,რომ მიზანთან შეხვედრის წინ უკვე ავითარებს 2,5Mach-ს.სხვათა სორის რუსული რაკეტების ბევრი მოდელი ხმარობს რაღაც მანძილის დასაფარად სხვა ტიპის ძრავებს(თხევად საწვავზე ჩვეულებრივ ტურბოხრახნიანს ან ტურბორეატიულს) და ბოლო სტადიაზე ირთვება რეაქტიული მყარ საწვავზე.ამით სწრაფად იზრდება მისი სიჩქარე.ადრეც მიკვირდა თუ რად უნდოდა ეს 4 ჰაერმიმღები "მოსკიტს".მითუმეტს ესენი არანაირად არ აუმჯობესებენ აეროდინამიკურ მახასიათებლებს.მისი ფრენის სიმღლეა 20მ,ხოლო ბოლო სტადიაზე უკვე 7 მ-ზე ეშვება.
ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა "ურანი"(მოქმედების რადიუსი 130 კმ,საბრძოლო ნაწილის მასა 130კგ,რაკეტის მასა 750კგ,სიჩქარე 0,9Mach ) მიფრინავს ზღვის ზედაპირიდან 3-5 მ-ზე.ბრწყინვალე მონაცემია სხვათა შორის.ამას ახერხებს სიმაღლის ზუსტი რადარის საშუალებით.სხვათა სორის რაკეტაზე კი არა სამთავრობო ლიმუზინებზეც ეყენა სიმაღლის(თუ რელიეფის) რადარები,რომლებსაც წამების მეასედში უნდა გაეთვალა გზის ანომალია და შესაბამისად ემარტა ამორტიზატორი.ახლა ლაპარაკია 60-იან წლებზე.მიზანს ემიზნება აქტიური რადარის საშუალებით.სხვათა შორის აღჭურვილია ტურბორეატიული ძრავით. . .
ეს გახლავთ ხომალდსაწინააღმეგო ფრთოსანი რაკეტა "იახონტ"-ი
აბა მითხარით რა უყენია მას კორპუსის ქვემოთ?მართალი ბრძანდებით იგივე(დაახლოებით) რაც იყენია თვითმფრინავებს

(რას ვამბობდი ადრე?

).ბუნებრივია ძრავა თხევად საწვავზეა.მოქმედების რადიუსია 120-300კმ(გააჩნია საიდანაა გატყორცნილი,თვითმფრინავიდან,ნაპირიდან და ა.შ.)იწონის 2500კგ-ს და საბრძოლო ნაწილის მასაა 120კგ.მყარი საწვავის ძრავაც აქვს,ოღონდ გამოიყენება როგორც სასტარტო ძრავა.
ეს გახლავთ P-900 alfa.აქვს დასაკეცი ფრთები (ჭინა) და კუდზე სტაციონარული რადიალური ოთხი ფრთა.ესეც აღჭურვილია
ტურბორეაქტიული ძრავით,რომელიც საშუალებას აძლევს დიდი მანძილი დაფაროს(0,8Mach).ხოლო მიზანთან მიახლოვების დროს კი ირთვება მყარ საწვავიანი სარაკეთო ძრავა,რომელიც მას ანიჭებს 2Mach სიჩქარეს.ეს გახლავთ ფაქტიურად "გრანიტის" გაუმჯობესებული ვარიანტი.

აბა მითხარით ამ წითელ ბომბას რა უყენია ქვეშიდან?ეს გახლავთ ანტირადარი "ოვოდ"
ეს უკვე "ოვოდ"-ის სხვა გამოცემაა(X-59MK2).აბა მითხარით რა არის ეს ქვეშ რომ აქვს?
ახლა რუსებს,განსაკუთრებით სსრკ-ს დროს არ ენანებოდათ რესურსები ათასი ჯურის სათამასოებისათვის და ქმნიდნენ ერთი მეორის მიყოლებით რაკეტებს.ყველას ვერ მიმოვიხილავ და არცაა პრინციპში საჭირო.ეს ზემოთ მაგალითები მოვიყვანე იმისათვის,რომ მიმაჩნია ჩვენთვის გამოსადეგად.ადრეც ვწერდი და ახლაც ვიტყვი.არ აქვს მნიშვნელობა რომელი ტიპის ძრავას დავაყენებთ იარაღზე,მთავარია საჭირო მანძილი დაფაროს და მიზანი დააზიანოს(ან გაანადუროს).სულაც არ გახლავთ სათაკილო ტურბოხრახნიანი,ტურბორეაქტიული,ან თუნდაც ნავის ნიცბებიანი ფრთოსანი რაკეტა კაცო,თუ თავის საქმეს გააკეთებს.რა მაინც და მაინც უნდა დვეწიოტ და გავუსწროთ ამერიკას და მაინც და მაინც მყარ საწვავზე შევქმნათ რაკეტები?
სულაც არ იქნებოდა ურიგო მაქსიმალური ინფორმაციების მოპოვება შედარებით უბრალო ვარიანტებზე და მათზე მუშაობა(რაც ჩვენთვის უფრო მისაწვდომი იქნებოდა).სასტარტო ძრავად ჩვენც გავხდებოდით იძულებული გამოგვეყენებინა ძრავა მყარ საწვავზე.ხოლო სამარშო ძარავად თხევად საწვავზე მომუშავეც ივარგებს.უფრო რთულადაა საქმე უკვე ფრთოსანი რაკეტის ნავიგაციისა და დამიზნების სისტემასთან დაკავშირებით.რუსები მაგალითად ყველა რაკეტასი ხმარობენ ე.წ. ნავიგაციის ინერციულ სისტემას და ავტოპილოტს. . .(სხვათა შორის gigzi).ზოგი მოდელების დამიზნება ხდება აქტიური რადარით,ხოლო ზოგის ელექტრო-ოპტიკური სისტემით,რომელიც იმართება ოპერატორის მიერ.აქ მქონდა ერთი იდეა,გამოგვეყენებინა უპილოტო მზვერავების ელექტრონულ-ოპტიკური სისტემა.ჩემი აზრით უფრო ადვილადაას აქმე ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტებთან დაკავშირებით.იქ არა გვაქ რთული რელიეფი.თუმცა მოითხოვს კარგად განვითარებულ სათვალთვალო სისტემას,რომ ვიცოდეთ სადაა მიზანი.ხმელეთზე,მითუმეტეს მთაგორიან ადგილზე სიტუაცია რთულდება.აქ საჭირო ხდება არა მარტო რელიეფის "წამკითხავი" რადარი,ასევე ფრთოსანი რაკეტის საფრენოსნო უნარ-მახასიათებლებიც.მაღალ სიმაღლეზე ის გახდება რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისათვის ადვილი სამიზნე.
ახლა რადიოელექტრონიკაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ.მითუმეტეს ამ დარგში ვარ არაკომპეტენტური.არიან ფორუმზე ხალხი,ვისაც მეტი ესმის.
ჩემი აზრიტ ეს იარაღი(ფრთოსანი რაკეტები) ძალიან საინტერესო და ჩვენთვის აქტუალური იარაღია.ამიტომ რირს ამაზე მუშაობა სერიოზულად.უნდა შევძლოთ საჭირო შემთხვევაში ზუსტი დარტყმების მიყენება რუსეთის(და არა მარტო) სამხედრო ობიექტებზე არა მარტო საქართველოს,ასევე თვით რუსეთის ტერიტორიაზე ცრდილოეთ კავკასიაში.აქ სიზუსტეა ძალიან აქტუალური თუნდაც იმიტომ,რომ ადგილობრივი მოსახლეობის მსხვერპლი ჩვენ შემოგვიბრუნდება.ამოცანა ნამდვილად არაა ადვილი.აბსოლტურად გეთანხემბით.ამიტომ ამ ეტაპზე საჭიროა ვიფიქროთ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებზე 40კმ-მდე მოქმედების რადიუსით,მაგრამ საკმაოდ მძლავრი საბრძოლო განყოფილებით (200კგ-მდე ასაფეთქებელი მასალით)