http://www.aisiforce.org/nakadi.htmlმსჯელობა ამ თემაზე იქნება აქ:
http://www.aisiforce.org/forum/viewtopic.php?f=12&t=502 ----------
I კურსის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისათვის საბაზისო ცოდნის მიცემა სამედიცინო და სალაშქრო სფეროში. მათი მენტალური და ფიზიკური გაძლიერება.
ღია კარის დღე: 27 ნოემბრი, პარასკევი. 19:00 სთ.
ღია ლაშქრობა: 28 ნოემბერი, შაბათი
I კურსის ხანგრძლივობა: 3 კვირა (შესაძლო 1 კვირის დამატებით). 9-10 თეორია და პრაქტიკა.
შეკრების ადგილი: სპორტის სასახლის გვერდით მდებარე მაკდონალდსის წინ. აისის ოფისი მდებარეობს 100 მეტრში და ერთად წავალთ იქ.
დალოდების დრო: 18:30-18:45
კურსზე დაიშვებიან პირები, რომლებსაც შეუსრულდათ 17 წელი. ამ ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ 30 მსმენელის მიღება.
თეორია ჩატარდება საღამოობით, კვირის შუა დღეებში (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი), პრაქტიკული სწავლებები და ლაშქრობები მოეწყობა შაბათ-კვირას და ოფიციალური დასვენების დღეებში.
I კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, რეკრუტი დაიშვება II კურსზე სადაც შეისწავლის ნავიგაციას და სამხედრო საქმის ძირითად ელემენტებს. II კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, რეკრუტს მიენიჭება მოლაშქრის წოდება და ჩაირიცხება მოლაშქრეთა სექციაში. სადაც გაიღრმავებს ცოდნას და შეინარჩუნებს ფიზკურ ფორმას სპეციალური პროგრამების მიხედვით.
ვის გამოადგება აისის სასწავლო პროგრამა1). სამხედრო და სალაშქრო საქმით დაინტერესებულ ადამიანებს.
2). ძალოვან სტრუქტურებში სამსახურის დაწყების მსურველებს - მიიღებთ საბაზისო ცოდნას და საკუთარ თავს გამოცდით შესაბამის სიტუაციებში.
3). ფიზიკურად და მენტალურად გაკაჟების მსურველებს.
4). თანამოაზრეების გაცნობის და ქართული საქმის კეთების მსურველებს.
რას შეისწავლით I და II კურსების მსვლელობისასI კურსი
ზოგადი ინფორმაცია
აისის არსი და მიზნები, სახელმწიფოებრივი აზროვნების საფუძვლები, დისციპლინის არსი.
პირველადი დახმარება
პირველადი დახმარების აღმოჩენა, ჰიგიენის დაცვა საველე პირობებში, სალაშქრო მედიცინა.
სალაშქრო საქმე
ეკიპირება (ზურგჩანთა, პარალონი, საძილე ტომარა, კარავი), ლაშქრობის დაგეგმვა, დაბანაკება, ცეცხლის დანთების წესები, საჭმლის მომზადება საველე პირობებში, კვანძების შეკვრა და თვითგადარჩენის ტექნიკა (სტრესის დაძლევა, საფარის მოწყობა, საკვების და წყლის მოპოვება ბუნებაში. საკვებად გამოსაყენებელი მცენარეები).
II კურსი
ნავიგაცია
რუკის წაკითხვა, მოძრაობა აზიმუტით, კომპასის გამოყენება, მხარეების განსაზღვრა ხელსაწყოების გარეშე.
საველე მომზადება
შენიღბვა, პოზიციების შერჩევა და მოწყობა, ხელის ნიშნები, მანძილის გამოთვლის მეთოდები, თვალთვალის ტექნიკა, მარში და გადაადგილება, რეაგირება მოწინააღმდეგის ცეცხლზე, პატრულირება, ჩასაფრება.
კავშირის საშუალებები
რაციის გამოყენება, საგზაო ნიშნები.
აისის საველე ოფიციალურ გასვლებზე მოქმედი ძირითადი წესებიიკრძალება ალკოჰოლის (ლუდიც) გასვლებზე წამოღება და გამოყენება (გარდა სამედიცინო დანიშნულებისა).
იკრძალება ხმაური, ბილწსიტყვაობა და გინება, ნაგვის დაყრა, შინაური ცხოველის წამოყვანა.
ნარკოტიკის, ან ფსიქოტროპული საშუალების გამოყენებაზე, წევრი დაუყოვნებლივ გაირიცხება აისიდან.
ყურადღებით გაეცანით აისის მსოფლმხედველობას!გთხოვთ მიაწოდოთ ეს ინფორმაცია იმ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს ამ სახის საქმიანობა. შსს-ს ნუ შეაწუხებთ, უთქვენოდაც იციან ...






