#17137058 · 26 Dec 2009, 20:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
B_A_L_U
QUOTE | კომენტარის გარეშე... ჩემი თვალით რომ არ ვხედავდე მაინც მაშინ სხვააა მაგრამ... 5-6 თვის შემდეგ ვნახოთ რას დაწერ. |
დიდი სიამოვნებით მოვიხდიდი ბოდიშს და ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ.... ჩემდა სამწუხაროდ და საუბედუროდ არც ერთხელ მსგავს საკითხზე ბოდიშის მოხდის საბაბი არ მომცემია... ყველა შიში და სკეპტიციზმი 120%-ით მართლდება ხოლმე...
QUOTE | თუმცა... ვისაც გვჯერა მართლა გაგვატარეთ. |
ვისაც არ გვჯერა ისნიც... იმიტომ რომ მნიშვნელობა არ აქვს გვჯერა თუ არ გვჯერა, ყველას ჩვენი ვალი გვადევს და ეს ვალი უნდა მოვიხადოთ მიუხედავად ყველაფრისა. * * * diversanti
QUOTE | რა ლაპარაკი? მე მახსოვს როგორ ამაყობდა ჩვენი პრეზიდენტი რეგიონში ყველაზე მცირე მაგრამ ყველაზე ბრძოლისუნარიან არმიით და ეხლა მესმის ლაპარაკი ტოტალურ თავდაცვის აუცილებლობაზე, |
ტოტალურ თავდაცვაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო "სერიოზულად". შეიძლება არ გახსოვს, მაგრამ ასე იყო. 100 000 რეზერვისტის ციფრიც დასახელდა. აქ საქმე დეტალებშია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ დეტალებთან დაკავშირებული ჩემი პესიმიზმიც მაშინ ხალხის გაღიზიანებას იწვევდა. სამწუხაროდ ამ პესიმიზმისათვისაც ბოდიშის მოხდის საბაბი არ მომცემია.
QUOTE | რაც გაკეთდა შეძლებისდაგვარად, 25000 იან რეზერვი რაც რაოდენობით არაა ცოტა, გასაგებიარო უხარისხოდ მარა მცდელობა იყო. |
 რისი მცდელობა? გავიმეორებ იგივე კითხვას რასაც წლების წინ ვსვამდი, რისთვის იყო რეზერვი საჭირო? ეხლა უკვე სხვა კითხვას ვსვამ... რისთვის არის შეიარაღებული ძალები საჭირო? გამგები გაიგებს... QUOTE | ხოდა წაგებული ომისას დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ვხედავ. |
არა ჯიგარო... წაგებული ომის შეცდომები კი არა ომისთვის მომზადებაში დაშვებული შეცდომების გამოსწორებაა საჭირო. წინა კითხვა კი ამასთან პირდაპირ კავშირშია. რისთვის არის შეიარაღებული ძალები საჭირო? ერთ პატარა მინიშნებას მოგცემ. საქართველოს ვერ ეყოლება იმ რაოდენობის რეგულარული არმია რომ გარეშე მტრის სრულმაშტაბიანი შემოჭრის მოგერიება შეძლოს, საამისოდ ადამიანური და ფინანსური რესურსები არ ეყოფა. ეს ობიექტური რეალობაა. დანარჩენი თავად იფიქრეთ.
QUOTE | რათა? რატოა ბუტაფორია? |
დავწერე უკვე წინა პოსტში.
QUOTE | კადრირებული სამხედრო შენაერთების შექმნა გვარდიის დეპარტამენტის გარეშეც თავისუფლად შეიძლება შეიარაღებული ძალების რესურსით. და ფაქტიურად ესეც ხდება. |
xanga
QUOTE | მაგაზე უარესს გეტყვი რაც უნდა გვიტყდებოდეს ყველას. გასატყდომი წაგებული ბრძოლა კი არა ჩვენი ამ ყველაფრისადმი დამოკიდებულებაა. არასერიოზული მიდგომა და ფინაჩობა ყველაფერში. გასატყდომია რომ ამდენი ქვეშაფსია გვყავს საზოგადობაში რომლებსაც თავი პოტენციურ გმირებად მოაქვთ. გასატყდომია კატების ყეფა და იმათი კრიტიკა ვინც მართლა საქმეს აკეთებს. |
ზემოთ დავწესრე რომ საქარტველოს ვერ ეყოლება იმ რაოდენობის რეგულარული არმია, რომ გარეშე მტრის სრულმაშტაბიანი ინტერვენციის შეჩერება შეძლოს. ამაში ალბათ შენც დამეთანხმები. მაშ ვინ შეიძლება მივამატოთ რეგულარულ არმიას? ერთი ვარიანტი წინა ომების ვეტერანი ხალხია, რომელთაც საბრძოლო გამოცდილება აქვთ და მოხალისის გულიც უძგერთ... მაგრამ ხანგა... შენ შენი თვალით გაქვს ნანახი ესეთი ვეტერანებისგან ნაჩქარევად შეკრული საბრძოლო ქვედანაყოფი როგორ მიდიოდა რუსების ჯავშანტექნიკის გასაჩერებლად ათეულზე (11 კაცი) 1 რპგ-7-ით და ორიოდე პგ-7ვ-თი. და ეს "ბრძოლებში ნაცადი" ხალხი. ხოდა დიდი ტაქტიკოსობა არაა საჭირო რომ მიმხვდარიყავი რომ ეს პატრიოტები რელობაში სმერტნიკები იყვნენ და პირველივე შეტაკების მერე 2 ვარიანტი ექნებოდათ დარჩენილი, ან უნდა ჩახოცილიყვნენ, ან უკან დაეხიათ. და შენ კიდევ მეკითხები არ გიტყდებაო?
QUOTE | გვარდია 12 წელი არმიის ნაგავსაყრელი იყო არ დაგავიწყდეს, დღეს კი ყველაფერი იცვლება ოღონდ არა ისე სწრაფად როგორც მე და შენ გვინდა ჩემო თეზამ. |
პატარა კორექტირებას შევიტან ხანგა და დაგეთანხმები. "გვარდია 12 წელი უფუნქციოდ ყავდათ არ დაგავიწყდეს, დღეს კი ყველაფერი იცვლება ოღონდ არა იმ კუთხით როგორც მე და შენ გვინდა" B_A_L_U
QUOTE | შორიდან უბრალოდ სხვანაირად ჩანს რადგანაც მაშინდელივით არავინ კეკლუცობს და დღედაღამე არავინ არაა დაკავებული მარტო პიარით და კამერების წინ ტინკიცობით როგორც მაშინ იყო...
ეხლა რეალურად საქმე კეთდება და შედეგი იმაზე დიდი იქნება ვიდრე ვინმე ელოდება. |
რომ შეგეკითხო კონკრეტულად რა, ალბათ პასუხისგან თავს შეიკავებ ხო?
--------------------
დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშუიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაი ©ლკ. 2,14.
თხარე სანგარი, იყავი ის რაც ხარ ©S&W ჩვენი საქმე პარაბელუმია. ©Geronti 炸弹睡觉莫斯科 ©毒蛇
თოფს ჟანგი შესჭამს, ჟანგს მიწა, კაცის გულს - დარდი, იარა.
|