122[quote]ნაცარი არა ცემენტი, სამხედრო მოსამსახურეებს დაევალათ ნაცნობების წრიდან მოხალისეების წარმოდგენა და ეხლა აქ არ დავწერ რამდენი მოხალისე გამოჩნდა გული რომ არ გაგისკდეთ. ბავშვი კი არ ვარ რეებს მელაპარაკები.[/quote]
გული დიდი ხანია გასკდომილი მაქვს, მეტად ვერ გახეთქავ.
მაგაზე ორჯერ მაქვს აქ ნაპასუხევი.
1.
ოკუპირებული ტერიტორიები, მოსალოდნელი საფრთხეები-15 #20610436
[quote]ზუსტად ვიცი რაზეც ამბობ...
შეიძლება გამოვიდეს ეგ შეიძლება არა...
ჯერჯერობით მანდ 2 ვარიანტია.
ან იმ სამხედროებმა კარგად ვერ გაიგეს რაზეა ლაპარაკი.
ან გაიგეს მაგრამ დაიკიდეს.[/quote]
და
2.
ეროვნული გვარდია#20762226
quote]ნაცნობობის ძალიან ფართო წრე მაქვს. არავის არ გაუგია ყურმოკვრითაც კი, რომ ვინმეს შეკითხოდნენ. არავის, არც ერთ ადამიანს, არანაირი ფორმით.[/quote]
ეხლა 2+2 რამდენია კი იცი და დასკვნები თავად გამოიტანე.
[quote]აი ამ ზუსტი და მარტივი მეთოდით, უფრო მარტივი არსებობს?[/quote]
ეგ მეთოდი არაა.
ეგ არის საბაბი.
[quote]ზრაპარი კი არა ალტერნატივაა, აბა ეხვეწონ უნდა ხალხს სამშობლოს დაცვაში დაგვეხმარეო თუ მცირერიცხოვანი მოხალისეები ელიტარულო ქვედანაყოფებად ჩამოაყალიბონ, აქ ტერდაცვაზე და კადრირებულ ბრიგადებზე რომ მიდის ლაპარაკი მათი შემადგენლობა საიდან უნდა დახატო?[/quote]
მაგაზეც ნაპასუხებია უკვე
[quote]დავუშვათ რომ მოიძებნა მაგდენი გადარეული, რომ მიადგეს ეს ხალხი და მოითხოვოს რეზერვში გაშვება, მერე სად მიდიხარ?[/quote]
[quote]აბა სად არიან?[/quote]
ვის აინტერესებს რო?
[quote]რომელი მოხალისეები "ეხლა არ მცალია და საქმე საქმეზე რომ მივა მერე დედას მოვუ###ავ", ეგეთები? მე მათი არ მჯერა, ეს თავის არიდებაა. ვინც ბრძოლას აპირებს იმას წვრთნა აინტერესებს. [/quote]
არა...
ვისაც რეზერვში წასვლა იმიტომ უნდა რომ წვრთნა მიიღოს და საქმე საქმეზე რომ მიდგება სამშობლოს გამოადგეს და არა დასაცინი გახდეს.
შენ გეგულება ისეთი ადგილი სადაც მოხალისე მივა და რეალურ ცოდნას და რეალურ საქმეს მიიღებს ისე რომ აწყობილი სამოქალაქო ცხოვრება არ აიწეწოს?
შეგიძლია მიპასუხო?
* * *
122[QUOTE]შენ კარგად ხვდები რომ ეს პროგრამა არ არის მხოლოდ პიარ-ი, წინა რეზერვი იყო უბრალო მასა რომლის არსებობა უნდა ყოფილიყო შემაკავებელი ფაქტორი მხოლოდ იმიტომ რომ ომს როგორც შენ ამბობ არავინ ელოდა.[/QUOTE]
ვუუპს...

აი მართლა ურო ჩამცხეთ თავში რა...
თუ ომს არავინ ელოდა მაშინ რისი შემაკავებელი ფაქტორი? რა უნდა შეეკავებინა?
თუ წინა რეზერვი მხოლოდ პიარი იყო, მაშ რას ერჩით იმ რეზერვს? გაგანია ომში "პიარს" იმაზე მეტი რა უნდა გაეკეთებინა რაც გააკეთა?
ანუ თავი იმ რეზერვმა სრულიად გაამართლა და გაამართლა+-ით.
მოკლედ რა, გადამრევთ და გამაგიჟებთ რა.
და რანაირი აზრია "ომს არავინ ელოდა"?
აბა თავდაცვის სამინისტრო რა ფეხებად გინდა თუ ომს არ ელი?
აბა არმია რა ფეხევბად გინდა?
აბა მილიარდს ვის აყრიდნენ?
დურ დომ ბლია

[QUOTE]იმასაც კარგად ხვდები რომ დღეს ასე მარტივად არ არის საქმე და შარშანწინდელი გამოცდილება არ უნდა გახდეს შემაკავებელი ფაქტორი ხალხისთვის ბრძოლაზე და მომზადებაზე ხელის ასაღებად, უფრო პირ იქით. თუ გგონია რომ დადგენილი პროგრამის არარსებობის გამო არ ჩანან მოხალისეები ცოტა ხანი ილაპარაკე ამ თემაზე საშუალო საზოგადოებაში და მიხვდები რამდენად უნდათ ჩამოყალიბებული და კარგად გათვლილი რეზერვის პროგრამა. კარგი რა... [/QUOTE]
გითხარი უკვე, საკუთარი ტყავის უაზროდ დახევა არავის უნდა.
და მხოლოდ ერთ დაძახილზე 100 კაცი მოვარდა (აგერ 098-მა კი იცის მაგის დეტალები და კიდევ ბევრმა აქაურმა), საიდანაც ნახევარი იმას ითხოვდა რომ ჯერ ცოტა გაგვარკვიეთ რაში უნდა გავყოთ თავიო და მეორე ნახევარი ყველაფერზე მზად იყო.
გიმეორებ მხოლოდ 1 დაძახილზე.
უყველაფროდ. და უბრალოდ ყურისმოკვრით, არც იცოდნენ ვინ ეძახდა.
და კიდევ რას გეტყვი...17-დან 55 წლამდე მამაკაცების 70% ასე თუ ისე თანახმაა რეზერვში გადამზადება გაიაროს, თუ რათქმაუნდა მიზერული გარანტია მაინც იქნება, რომ ეს რაიმე შედეგს გამოიღებს.
მეტს რას ითხოვთ?
მაგრამ ამ მიზერული გარანტიის მოცემაც არ გინდათ.
122-ო, ძალიან ვერ ვიტან როცა მართალი ვარ ხოლმე.

მაგრამ დიდი ხანია მიწაზე დავეშვი. თქვენც ამას გირჩევთ...
gugusha-l[QUOTE]ამ საკითხის გადაწყვეტა (რეზერვის) დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად აქტუალურია ეს საკითხი იმათთვის ვისაც ეს ხელ ეწიფება. და ეს საკითხი არ არიას აქტუალური არ განიხილება აქტიურად და შესაბამისად არც შედეგი კარგი. [/QUOTE]

ეგაა რა.
d_tsabo[QUOTE]პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს და რეზერვზე ეგრე ილაპარაკოს ??? პირდაპირ ისე თუ გაგიგია ეკონომიკის გარეშე ანუ რო დაგვექცეს ეს ქვეყანა თავზე როგორ უნდა იყოს პრიორიტეტი რეზერვი რა ფულით? [/QUOTE]
რეზერვის, ანუ იმის რასაც ამ სიტყვას აქ ვუწოდებთ, მთელი მუღამიც იმაშია რომ გაცილებით ნაკლები დანახარჯებით, გაცილებით მეტ ძალას უკეთებ ორგანიზებას, ვიდრე იგივე დანახარჯებით საკონტრაქტო ძალა მოგცემს.
ანუ რეზერვი პირიქით, ფულს ზოგავს.
სხვა საქმეა, რომ ეს გამოზოგილი ფულიც მძიმე ტვირთია არაპრიორიტეტულ მიართულებაზე დახარჯული.
This post has been edited by tezam on 21 Jul 2010, 23:12
დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშუიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაი ©ლკ. 2,14.
თხარე სანგარი, იყავი ის რაც ხარ ©S&W
ჩვენი საქმე პარაბელუმია. ©Geronti
炸弹睡觉莫斯科 ©毒蛇
თოფს ჟანგი შესჭამს, ჟანგს მიწა,
კაცის გულს - დარდი, იარა.