აბრამსს კი აქვს დღესდღეობით 120მმ ქვემეხი,მაგრამ როგორც წერენ ჟურნალებში,აპირებენ 152მმ-ზე გადასვლას.რუსები ყოველ შემტხვევაში არ აპირებენ 120მმ გაჩერებას.ერთი მხრივ(ჩემი დილეტანტური ვარაუდით) მსხვილკალიბრიან ქვემეხის სროლა ჰორიზონტალურ სიბრტყეში არ უნდა იყოს ადვილის საქმე კონსტრუქციულად.დატვირთვებიც შესაბამისი იქნება და მოითხოვენ უკუგორების ძლიერ მუხრუჭებს და ა.შ. კონსტრუქციულ გადაწყვეტებს.მაგრამ მეორე მხრივ შეტევაზე გადმოსულ ტანკის დაზიანება პირველ რიგში უნდა მოხდეს წინიდან.ესეიგი ქვემეხის ჭურვს უნდა შეეძლოს სწორედ შუბლა ჯავშანის გარღვევა.ეს ერთნაირად ეხება ჩემი აზრით როგორც ტანკის,ისე ტანკსაწინააღმედგო ქვემეხს.
ადრეც მქონდა გაგონილი ტანკისტებისაგან(90-იანი წლების ბოლოს),რომ თუ მოხვდა ტანკს თუნდაც სასწავლო ჭურვი ახლო მანძილიდან,შეიძლება ეკიპაჟმა კანტუზია მიიღოსო.არ ვიცი,შეიძლება ასეც იყოს.მაგრამ ამის იმედზე ვიყოთ?თან რატომ ზრდიან ვთქვათ რუსები ტანკის ქვემეხის კალიბრს და ართულებენ ამით მის კონსტრუქციას?
ისე დაილოცა მერკავა-4.ეს ტანკი მომწონს ყველაზე უფრო ბევრ მიზეზთა გამო,მაგრამ. . .zindiosama