ადრე რომელიღაც თქვენგანმა 2002 წელს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციების დროს რუსების მონაწილეობაზე იკითხა
მაშინ ზუსტად არ ვიცოდი და ვუთხარი, მგონი არ ყოფილან მეთქი
დღეს ძველ კვირისპალიტრებს ვათვალიერებდი და ერთ რაღაცას წავაწყდი
2002 წლის ივლისში ჩვენ კონტრმზვერავებს და ანტიტერორისტული ცენტრის მებრძოლებს ჩაუტარებიათ სპეცოპერაცია
მაშინ რუსეთიდან ფსბ-ს უფროსის მოადგილე ყოფილა ჩამოსული რომელიც სპეცოპერაციას კოორდინაციას უკეთებდაო(სპეცრაზმი არ ყოფილა)
ქართველებს 2 ჩეჩენი დაუჭერიათ რომლებიც მოსკოვში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებაში ყოფილან ეჭვმიტანილნი
დაკავების შემდგომ ისინი რუსულ მხარეს გადასცეს
ასევე გაანადგურეს ბოევიკების ჯგუფი რომელიც პანკისიდან აზერბაიჯანში გადასვლას ცდილობდა, ისინი ლაგოდეხში მანქანებში ჩაცხრილეს
სწორედ ამ ამბებამდე 2-3 თვით ადრე გადასცეს მგონი რუსებმა იარაღი ქართველ კოლეგებს და ქართველებთან თანამშრომლობასაც მოაწერეს ხელი
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი რასაც ამ სტატიაში წავაწყდი კოჯრელებს ეხება
ადრე ერთმა თქვენგანმა თურქეთის კომანდოსების, sas, sat-ის სპეცრაზმების ფოტოები დააგდო(ჟურნალის)
როგორც იცით ადრე დაიწერა ინფორმაცია რომ 4 მებრძოლი მყვინთავი თურქებმა მოგვიმზადესო(მაშინ საზღვაო ძალების მებრძოლ მყვინთავებზე ვფიქრობდი)
სას და სატ-ის სპეცრაზმებზე ეგ ინფო რომ დადეთ, ვიფიქრე მაგათი მომზადებული იქნებიან მეთქი და არ შევმცდარვარ
რამდენიმე წლის განმავლობაში წვრთნიდნენ კოჯრელებს სას-ის და სატ-ის ინსტრუქტორები,(მათი ძირითადი ფუნქცია საზღვაო პირობებში ბრძოლაა) თან მგონი სახმელეთო კუთხითაც
ვიცოდი რომ თურქები ამზადებდნენ, მაგრამ რომელი სპეცრაზმი ეს არ ვიცოდი
* * *
ФСБ დღეს რუსეთის ყველაზე მძლავრი სპეცსამსახურია. მას ევალება კონტრსადაზვერვო საქმიანობის წარმართვა რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა მის დებულებაში მითითებულია, რომ ФСБ-ს აქვს უფლება, СВР-თან ერთად განახორციელოს სადაზვერვო ქმედება, რათა მოიპოვოს ინფორმაცია იმ საფრთხეებზე, რაც რუსეთს ემუქრება.
წესით, ФСБ საქართველოში არ უნდა “მუშაობდეს”, თუმცა 2002 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ქართულმა სპეცსამსახურებმა რამდენიმე სპეცოპერაცია განახორციელეს, რომლებითაც ФСБ-ც იყო დაინტერესებული. ამ ოპერაციების საკოორდინაციოდ მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოვიდა ФСБ-ის დირექტორის პირველი მოადგილე ვლადიმირ პრონიჩევი (იგი დღეს რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელია). 2002 წლის ივლისში ქართველმა კონტრმზვერავებმა და ანტიტერორისტული ცენტრის მებრძოლებმა ორი ჩეჩენი - ადამ დეკუშევი და იუსუფ კრიმშამხალოვი დააკავეს და რუსულ მხარეს გადასცეს, რადგან ისინი მოსკოვში საცხოვრებელი ბინების აფეთქების ორგანიზებაში იყვნენ ეჭვმიტანილები და იძებნებოდნენ. დაახლოებით იმავე პერიოდში გაანადგურეს უკანონო შეიარაღებული რაზმი, რომელიც პანკისის ხეობიდან გამოვიდა და აზერბაიჯანში გადასვლას ცდილობდა. მათი მანქანები ლაგოდეხის რაიონში ჩაცხრილეს.
თურქული სპეცსამსახურები ფიქრობენ (შეიძლება არცთუ უსაფუძვლოდ), რომ ქურთებს ჯერ საბჭოთა დაზვერვა, მოგვიანებით კი რუსეთი აიარაღებდა. ამის საპასუხოდ რუსეთის ФСБ-მ არაერთხელ დასდო ბრალი თურქულ MIT-ს, თქვენი აგენტურული სადაზვერვო ქსელი ჩეჩნეთში შამილ ბასაევის რაზმს ეხმარებოდაო. თურქეთს ჰყავს კარგად აღჭურვილი და მომზადებული საარმიო სპეცდანიშნულების დანაყოფები - “კომანდოსის” სამი ბრიგადა და საზღვაო სპეცრაზმები SAS-ი და SAT-ი. თურქული სპეცრაზმები კარგად არიან მომზადებულნი მთებში მოქმედებისთვის. მათი წარმომადგენლები რამდენიმე წელია, ამზადებენ ქართველ სპეცრაზმელებს კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადაში.
http://old.kvirispalitra.ge/archive/2006/4...frp_palitra.htm This post has been edited by socom on 31 Mar 2010, 20:19
საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა - საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 101