Naickonშენს პოსტებს რომ ვკითხულობ, ჩემი ბავშვობა მახსენდება

15 წლის ვიყავი, როდესაც კადეტთა კორპუსში წავედი. მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო, 2000 წელი, თავდაცვის ბიუჯეტი 37 მილიონი ლარი..
იმ კადეტთა კორპუსში, სადაც შენ გინდა ჩაბარება, სულ სხვა სიტუაცია დაგხვდება. იმედია, თავდაცვის სამინისტრო საგულდაგულოდ შეარჩევს აღმზრდელებს, რადგან მანდ დაიწყება შენი ვაჟკაცად და მომავალ სამხედროდ ჩამოყალიბება, მანდ განვითარდები ფიზიკურად, მენტალურად..დამიჯერე, პირველივე დღიდან, როგორც კი ფორმას ჩაიცმევ, შენი ცხოვრება შეიცვლება, შენ შეიცვლები. ის ცხოვრება, რა ცხოვრებითაც აქამდე ცხოვრობდი, შენი მეგობრები, სანაცნობო წრე..შეიცვლება. სულ სხვანაირი გახდება შენთვის მეგობრობის ფასი, ძმობის, ერთმანეთის გატანის. პირველი პერიოდი გაგიჭირდება, შეიძლება მოგინდეს განმარტოვება და შეიძლება ატირდე კიდეც, მოგენატრება სამოქალაქო ცხოვრების ფუფუნებები, მაგრამ ამით იქნები შენ განსხვავებული, რომ ამ ყველაფერს იკლებ და ღირსეული მიზნის მისაღწევად იწყებ შორი გზის გავლას.
მინდა სულით და გულით გისურვო წარმატებები. მოინდომე და სპეცრაზმი კი არა, ყველა კარი იქნება შენთვის ღია.
This post has been edited by Harley Davidson on 23 Jun 2010, 18:37