კაროჩე, ერთი ერთს ამბობს, მეორე - მეორეს, მესამე - ისევ მეორეს და არ ვიცით რა ხდება სიმანდვილეში.
აი რომ ამბობთ, 4.5 კალიბრზე მეტიო, ეს მილიმეტრებს ნიშნავს არა?
დღეს ვიყავი შსს მომსახურების სააგენტოში, სადაც დამიდასტურეს ამ სიტყვების სიმართლე
იეღოვა.. ანუ კანონი კი გვეუბნება
საქართველოს კანონი იარაღის შესახებ
მუხლი 19. იარაღის შეძენა
1. იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება აქვთ:
ა) პირებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენენ იარაღის დამზადებასა და რეალიზაციას, აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებს;
ბ) პირებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენენ იარაღის კოლექციონირებასა და ექსპონირებას;
გ) შესაბამისი პროფილის სპორტულ ორგანიზაციებს;
დ) პირებს, რომლებიც ეწევიან სარეწაო,
სპორტულ, სამოყვარულო და სამეცნიერო ნადირობას;
ე) საქართველოს მოქალაქეებს;
ვ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებს.
2. იარაღის, მათ შორის, გრძელლულიანი და მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, და საბრძოლო მასალის შეძენის ნებართვას შენახვის უფლებით, ხოლო გაზის, სპორტული და სანადირო იარაღის (გარდა ცივი და ცივი სასროლი იარაღისა) და საბრძოლო მასალის შეძენის ნებართვას ტარების უფლებით ფიზიკურ პირებზე, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა, გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. იარაღის შეძენა დასაშვებია ნებართვის გაცემიდან 3 თვის ვადაში. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
3.
ამ მუხლით გათვალისწინებულ შეძენის ნებართვას არ საჭიროებს პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე ნაკლებია, და აეროზოლური მოწყობილობა.4. შეძენილი სამოქალაქო იარაღი (გარდა პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობისა) საჭიროებს შეძენიდან 10 დღის ვადაში რეგისტრაციას საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
მაგრამ ეს ოხერი, იქვე წერია:
მუხლი 12:
აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:
პნევმატური იარაღი, რომლის
კალიბრი 4,5 მილიმეტრზე მეტიამე კიდევ აირსოფტის M4 მაქვს სახლში!!!

გამისკდა გული. გამოვარდი სახლში, ავიღე ტყვიები, გადავზომე და კიდევ გამისკდა გული - 6 მილიმეტრია. (იხ. სურათი)
აკრძალულ იარაღს ვატარებ? ვატარებ რა, ვინახავ. და მთელი აირსოფტი აკრძალულია კანონით ანუ?
პ.ს. მთელი ეს გარჩევა იმიტომ წამოვიწყე, რომ აირსოფტის პისტოლეტი მინდა ვიყიდო და ვატარო ხოლმე. ველოსიპედით რომ დავდივარ, ძაღლები მომდევენ ხანდახან და ამოვიღებ და დავაფრთხობ ხოლმე. ახლა კი ასეთი სიტუაცია ყოფილა.
დავთაგავ თემის წევრებს.
geojorjika12OLO-212EJDERSTALKER-GG,mouseRoyal_FlashB_A_L_Ucicqirezo_ozer
მიმაგრებული სურათი
საჭის მართვისას მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ? ესე იგი ყველაზე დაბალი კლასის მძღოლი ხარ @ Jonatahn_smith
ეს საქოცეთი ცოტა ძაან ამოვიდა ყელში.. : user: