გასართობი სროლისთვის, ზუსტი ქირურგიული სროლის მოყვარუთათვის, 100 მეტრამდე სანადიროდ, ზუსტად რო მისწრებაა პნევმატიკა,

სერიოზულ იარაღს ცეცხლსასროლს უძახით მესმის მაგრამ რამდენჯერ დადიხართ სასროლად და რა გიჯდებათ ეგ სიამუვნება, ტირი/პოლიგონი აქ არაა უნდა იარო მოშორებით და მე პირადად ძალიან შემეცვალა შეხედულება პნევმატურზე, თან არ დაგავიწყდეთ პნევმატური სნაიპერული სროლის პატარა იმიტაციაა თავის კორექტირებებით უბრალოდ აქ ბევრად პატარა მანძილზე მუშაობთ, სამაგიეროდ როცა 50-70 მეტრზე 20-25 მილიმეტრიან ჯგუფს გააკეთებთ 10 გასროლაში მოწყვეტების გარეშე არანაკლებ სიამუვნებას მიიღებთ და ეს 10 გასროლა სულ რაღაც 20 თეთრამდე დაგიჯდებათ, აბა გადაიყვანეთ 308 კალიბრზე 10 გასროლის ღირებულება ან ნებისმიერ აქ არსებულ კალიბრზე

თორე რა ჯობია კაი ტიკკას ან საკოს ან რემს მოწესრიგებულ პოლიგონს და 500+ მეტრზე რახუნს მარა სადაა ეგ აქ და კიდე კაი ხანი არ იქნება

ამიტომ ჩემს არსენალში გლუვები და პნევმატიკაა, თქვენ რა თქმა უნდა იმ სათამაშოებს გისურვებთ რაზეც გული მიგდით.