- მოდი მეც დავწერ რაღაცას თუმცა უკვე ბევრჯერ მაქვს ეს დაწერილი მარა არ გიყვართ ძველი პოსტების კითხვა ბევრს და

შენ ამბობ რომ გინდა პნევმატური თოფი რომლითაც მოინადირებ 50 მეტრში გვრიტს, შაშვს, ჩხართვს და ჩხიკვს ხომასეა? ასეთ შემთხვევაში შენ გჭირდება სიზუსტე მითუმეტეს ისეთ მოძრავ და მოუსვენარ ფრინველებზე როგორიცაა ჩხართვი, შაშვი და ჩხიკვი. ზ.დ.პ -ანუ გადასატეხი პნევმატურებიდან იჟ-38 და იჟ-61 -ის გარდა ყველა თოფს შეუძლია 50 მეტრში მაგის გაკეტება მარა აქ საქმეა ტყვიის გარტმა

კალაშადან და ცეცხლსასროლიდან გაფრენილი ტყვია ძან განსხვავდება პნევმატურისგან. პნევმატურზე არაა ისე რომ დაასვა ჯვარი და მორჩა ვსიო გაარტყამ უეჩველი. იქ დისტანცია უნდა გათვალო თვალით და ასევე დაბერილი სიოც კი ან ნიავი. პნევმატურ თოფზე რომ გაასწორებ ჯვარს ვთქვათ 30 მეტრზე ის ჯვარი სხვა დისტანციებზე არ მუშაობს, იქ გაანგარიშებაა საჭირო.
გადასატეხ თოფს თუ იყიდი აუცილებლად უნდა ჩააყენო შიგნით ჰაერის ზამბარა. ფოლადის ზამბარა უნდა დაივიწყო საერთოდ. ჰაერის ზამბარას აქვს მეტი რესურსი, სიზუსტე ემატება თოფს და ოპტიკა უპრო დიდხანს ძლებს რადგან გასროლისას ვიბრაცის მცირდება კორპუსზე. გადასატეხ თოფებში კარგია ჰასტან მოდ99, ჰასტან მოდ95, ჰასტან მოდ88, ჰასტან მოდ80, სტოგერი 20, სტოგერი 50, ფანტომ 1000, რუსული მპ512. ამ მოდელები ყველაზე მდგრადებია მარა ჰაერის ზამბარა ყველას ჭირდება მაინც თორე ერთ კვირაში მოგბეზრდება და აგიცრუვდება გული რადგან ვერ მოარტყამ ხშირად და ზამბარაც დაჯდება მალე.
მე ამ მოდელებიდან მქონდა ჰასტან მოდ99 და რუსული მპ 512. ორივეზე ჰაერის ზამბარები დავაყენე. ჰასტანი მაგნუმ კლასია და უფრო ძლიერი იყო მარა მპ-512 მჩატე ტყვიებით 70 მეტრში ხვრეტდა კონსერვის ქილას. 50 მეტრში კი ციყვებს აბზრიალებდა უპრობლემოდ და ძან აი ძან ზუსტი იყო. ოპტიკაც ლილოში ნაყიდი მეგო ზედ და ხოშიანად ძლებდა.
პ.ც.პ -ეს რაც შეეხება გეცოდინება რო თავისთავად ჯობია გადასატეხს და ფასიც დიდი აქვს თან ასეთ დეფიციტში.
ასე რომ შენი გადასაწყვეტია. გადასატეხს თუ იყიდი ჰაერის ზამბარა უნდა დააყენო, ხოლო რაც შეეხება ოპტიკას ეგ ლატარეაა ყოველთვის გადასატეხ თოფზე. გაგიმართლა გაძლებს და არ გაგიმართლებს და არ გაძლებს. შეიძლედა 200 დოლარიანი დააყენო და ერთ კვირაში მოიშალოს და შეიძლება 100 ლარიანმა გაძლოს დიდხანს. პ.ც.პ - ეზე კი ოპტიკას არაფერი ემუქრება და შეიძლება 20 ლარიანიც დააყენო
This post has been edited by SEKURIFA on 12 Jun 2013, 21:53