ახლა ისრაელის ოპერაციას რომ ვაკვირდები ღაზას სექტორში, ვხედავ რომ მათ საკმაოდ უჭირთ.
იმიტომ, რომ მტერი ჩნდება მოულოდნელ ადგილზე.
არსებობს მანქანა, რომელსაც ინგლისურად Roadheader ქვია:
https://www.youtube.com/watch?v=18_TDNat0tkწონების კლასების მიხედვით არის (არსებობს 300 ტონიანიც)
და უკვე 13 ტონა კლასისას შეუძლია იმ კვეთის ტუნელი გათხაროს, რო ტანკიც კი გაივლის:
http://www.antraquip.net/products/roadheaders/aqm50/ასეთი მანქანები რომ მუშაობს, გათხრილი მასალისთვის თვითმცლელი (самосвал) უნდა მუშაობდეს კიდევ უკან და არსებობს კიდევ კედლების გამაგრების ტექნოლოგია. მაგალითად ტორკრეტირება:
https://www.youtube.com/watch?v=wy3lXinObV4(თუ არ გაამაგრე, გათხრილი დაგემხობა თავზე)
ხოდა იმ არაბებისტუნელებს რომ ვუყურებ, საკმაოდ კარგ ინჟინრულ დონეზე არიან შესრულებული.
თუ თხრი და აკეთებ ტუნელების ქსელს, მათი საწყისი და საბოლოო წერტილების GPS კოორდინატები უნდა იყოს მკაცრად გასაიდუმლოებული და ეძლევოდეს მეთაურებს მხოლოდ როცა ისინი იწყებენ მოქმედებას შესაბამის რაიონში.
რა შეიძლება მოგცეს ტუნელმა?
დამალავ ტექნიკას და პირად შემდგენლობას და მისცემ მათ საშუალებას ფარულად გადაადგილებისა - სულ ყოველთვის გაჩნდებიან მოულოდნელ ადგილებში.
წარმოვიდგინოთ არტილერია, რომელიც დააყრის მოწინააღმდეგეს და მერე უცებ დაიმალება, ტნელშივე აიღებს ახალ ამუნიციას და მერე გაჩნდებ წინა გამოჩენის ადგილიდან ვთქვათ 10 კმ-ში და ისევ დააყრის მოწინააღმდეგეს.
რას ფიქრობთ?
მე სამხედრო არა ვარ. მაგრამ ვიცი რომ მომდევნო ომიც თუ მოხდება, ისიც ჩევენს ტერიტორიაზე იქნება.
წინა მთავრობის დროს აგებული საფორტიფიკაციო ნაგებობები არ მომწონდა - ჩვენც ვიცოდით სად არის და მტერმა. მთერმა - პირადად ჩემზე უკეთესად.
ამის დამალვის საშუალება კი ნაღდად რომ არის.