როგორც ასეთი , რომ რაიმე კონკრეტული სტატია არსებობდეს აეროდრომის ამ ყბადაღებულ თემაზე, მსგავსი არაფერია.
მასალა საკმაოდ დიდი მაქვს

ძირითადი-90% ნამდვილად ვიცი, რომ სწორია და ჭორს არ შეესაბამება.
ავიღოთ თუნდაც შირაქის სამხედრო აეროდრომი: მაქვს ვიდეო-ფოტო მასალაც და ასევე ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა ახლომდებარე სოფლის მოსახლეობის 20-30% პირადად მუშაობდა ამ აეროდრომზე და ინფორმაციას პირადად გაწვდიან

სცადეთ უბრალოდ და თუ შეძლებთ ამ აეროდრომის საინჟინრო რუკის მოძიებას სადმე... არსად არ არსებობს

ერთადერთი კაცი ვისაც ეს გეგმა ჰქონდა დაახლოებით 10 წლის წინ დაიღუპა და მისმა შვილებმა რა ბედი უწიეს იმ რუკას კაცმა არ იცის. (მეორე მაშინდელ ცეკას მდივანთან ინახებოდა).
მართლა ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მაქვს და ნამდვილად მინდა, რომ გაგიზიაროთ, თუნდაც იმიტომ, რომ სხვისი აზრის მოსმენა მართლა საინტერესოა იმ თემაზე, რაზეც მუშაობ. მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცები, რომლის დაწერის მერეც რეალური შანსია იმისა, რომ ვეღარაფერი დაწერო საერთოდ
თან ამას + მაინცდამაინც მიზანშეწონილი არაა ისაუბრო იმაზე, რაც საქართველოს მთავრობისთვისაც კი არ არის ცნობილი
* * *

ეს ერთ-ერთი თავშესაფარი იყო თავის დროზე (შესასვლელი) რომელიც ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში იდეალურად დაიცავდა ხალხს. ამ კარის გაყოლებაზე
რამდენიმე დიდი ბორცვია და შიგნით-მიწის ქვეშ ყველანაირი აღჭურვილობა იყო საიმისოდ, რომ ხალხს თავი შეეფარებინა. კარი იკეთებოდა გერმენტულად და საჰაეროებიც ჰქონია თავისი.
ახლა სამწუხაროდ იქ შესვლა ძალიან ძნელია, იმიტომ, რომ გიურზებითაა სავსე და შეიძლება დაგკბინონ. სიცხეებში თავს გრილ ადგილას აფარებენ ხოლმე. შიგნიდან რათქმაუნდა უკვე გაძარცულია და თავის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს.
* * *
ძალიან საინტერესო მასალაა. სად გაიქცევა პუტინი, როცა მიწის ზემოთ ვეღარ შეძლებენ გაჩერებას.

ვინც სულ ცოტა რუსული მაინც იცის, გადაიკითხეთ და ვიდეოსაც უყურეთ. ძალიან საინტერესოა.
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ამ მიწისქვეშა "სახლის" მშენებლობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიწყო. და ამისთანა მაშტაბების მერე რაღა უნდა გაგვიკვირდეს, ლამის საქართველოს ხელაა
http://deadland.ru/node/4911