ეს მართლა მაგარია spec
ვკითხულობდი თემას ტანკების(და ა.შ.) სუსტ წერტილებზე.კი ბატონო,კარგია რომ ვწერთ იქ,თუ რა იარაღით შეგვიძლია დავაზიანოთ ესა თუ ის სუსტი წერტილი ამა თუ იმ ჯავშანმანქანის.მაგრამ სუსტ წერტილებში მოხვედრება ტყვიის ან ჭურვის (ტანკის ტრიპლექსები,ლულის ფუძე და ა.შ.) მოითხოვს დიდ სიზუსტეს და გარკვეულ წინაპირობებს.ნებისმიერ შემთხვევაში სულ სხვა სიტუაციასთან გექნება საქმე,თუ სადღაც გაღმა სოფელში არაყის საყიდლად წასულ ტანკს ჩავუსაფრდებით და სულ სხვაა როცა საქმე გვაქვს კარგად ორგანიზებულ შეტევასთან. . .კოკა წყალს ყოველთვის არ მოიტანს.როგორც ჩანს რუსების გაკეთებულ გროზნოს ბრძოლის ანალიზებიდან,რაღაც დასკვნები გაუკეთებიათ და გაუთვალისწინებიათ.თან აგვისტოს ომშიც ისწავლეს ჭკუა როგორც ჩანს და ძალიან მეეჭვება სხვა დროს ისევე შემოვარდნენ ფაქტიურად დაუცველი ტანკებითა და სუსტი დაზვერვით(ამ უკანასკნელზე მეტყველებს ბევრი ფაქტი.მერე აფაფხურდნენ უპილოტო მზვერავების შეძენაზე და ახალი მოდელების შექმნაზე).ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ:ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიდგეთ!დავუკვირდეთ ახლა spec-ის მიერ დადებულ პალესტინელების თვითნაკეთ ყუმბარმტყორცნებს

განა რამე დიდად მნიშვნელოვანია,უბრალოდ მშურს,რომ რაღაცას ცდილობენ!
ტანკის თავიდან ბოლომდე სუსტი წერტილია,ოღონდ გააჩნია რა იარაღისათვის და რა ჭურვისათვის.დასავლეთში ცდილობენ მართვადი რაკეტებით დაარტყან ტანკს ზემოდან(სუსტ წერტილში).ეს შეიძლება დადებითი იყოს ერთი მხრივ,მაგრამ მეორე მხრივ ტანკზე შეტევის მიმართულებაც პროგნოზირებადია აქედან გამომდინარე შედეგებით.დანარჩენი კი დროის და ფანტაზიის საქმეა. . .
ამდენი ხანია ვუკვირდები ტანკის აქტიური დაცვის განვითარებას.დარწმუნებული ვარ,რომ მსხვილმა ჯავშანმა ფაქტიურად მოჭამა თავისი დრო და ახლა ყურადღება იქნება გამახვილებული(ნეტა ჩვენოი როდის?) სწორედ აქტირუ დაცვაზე.ჯავშანის გასქელება და დამძიმება ბევრ უარყოფით შედეგს მოიტანს.მახსოვს სკოლაში სამხედრო გაკვეთილებზე გვეუბნებოდნენ,რომ "ბმპ-1"-ზე დაყენებულ პტურს შეუძლია 400 მმ ჯავშანის გატანა. . .თუ არასწორად მახსოვს,შემისწორეთ.ისე თეორიულად მაინც,ასეთი ჯავშანგამტანობა საკმარისია ნებისმიერი თანამედროვე ტანკის შუბლა ჯავშანის გასარღვევად. . .შემისწორეთ თუ ვცდები.მაგრამ თანამედროვე ტანკების აქტიური თუ პასიური ჯავშანი მშვენივრად იცავს ტანკებს. . .ერთჯერადი გასროლისაგან. . .და თუნდაც ტანდემური ქობინისაგანაც("არენა" მაგალითად).ეს კისაკმარისია ტანკისათვის დღესდღეობით.რატომ?
1) ტანკი არაა მარტო ბრძოლოს ველზე.დავუკვირდეთ მწირ,მაგრამ მაინც რაღაც დოზით არსებულ მასალებს რუსების მიერ ჩატარებულ წვრთნებს ჩრდილოეთ კავკასიაში.ნახეთ იქ სადმე მხოლოდ ტანკები ბრძოლის ველზე?რახან წვრთნებზე გამოყავთ სხვა დასხვა ყექნიკა,რომელიც მათი აზრით აუცილებელია ბრძოლის ველზე,ესეიგი გამოყენებე ბრძოლაშიც.ამისთვისაა ალბათ წვრთნაც.
2) დანკთან დუელი ფაქტიურად არის სიზუსტეზე,ეფექტურობაზე და სისწრაფეზე დამოკიდებული.ესიგი ვინ დაასწრებს განადგურებას.აი წარმოვიდგინოთ,რომ ვესროლეთ ტანკსაწინააღმდეგი იარაღი,იქნება ეს რპგ,სპგ თუ რამე სხვა.ბუნებრივია (თეორიულად მაინც ჩავთვალოთ ასე,თუ მაინც და მაინც ვირაც კომბალი ზის ტანკში) მოყვება ტანკის(და ეიძლება ვივარაუდოთ არა მხოლოდ ტანკის) საპასუხო ცეცხლიც,თუ რა თქმა უნდა ჩვენი გასროლა წარუმატებელი აღმოჩნდა.არადა ჩვენი ერთი გასროლა შეიძლება აღმოჩნდეს უშედეგო მრავალი მიზეზით.იქ ვთვქათ არენამ მოიგერია,აქტიურმა ჯავშანმა გააუვნებელყო,იქ "რელიკტმა" გაანეიტრალა და ა.შ.ესიგი ტანკი გადარჩა და მიეცა საპასუხო ცეცხლის შანსი.ალბათ ამაზეა გათვლილი ტანკის აქტიური ჯავშანი,თორე უძლეველი ჯავშანი არ არსებობს.თორე ხომალდებზე დატოვებდნენ ალბათ.
გარკვეულ მანძოლზე რომ გავუნადგუროთ ტანკს ტრიპლექსები(ვთქვათ) საჭიროა სწრაფმსროლელი ტყვიამფრქვევი,რომელიც დროის მოკლედ დროში საკამოდ დიდ ფართობს დაამუშავებს და არ მოითხოვს განსაკუთრებულ დამიზნებას.მითუმეტეს როცა მოძრავ ტანკთან გვაქვს საქმე.
ბევრად უფრო რთულადაა საქმე,როცა გვსურს მოკლედ როში(წამის რაღაც ნაწილებში) გავანადგუროთ აქტიური ჯავშანი და პასიური გავხადოთ შესაბამისი ჭურვისათვის ხელმისაწვდომი.ეს შესაძლებელია საკმარისი სიმძლავრის ჭურვების ძალიან მოკლე დროის ინტერვალში დაახლოებით ერთსა და იმავე წრტილში მოხვედრით. . .ესეიგი იქ,სადაც საკმარისი იყო ვთქვათ რპგ-ს ან სპგ-ს ერთი გასროლა ტანკის გასანადგურებლად,ჩემი ვარაუდით საჭირო იქნება სამი. . .თუმცა სპგ-9 კალიბრი თვალში მეპატარავება.ჰოდა წარმოიდგინეთ ახლა თქვენ სწრაფმსროლელი 82-120მმ ქვემეხი

რომელმაც წამში სულმცირე 3 გასროლა უნდა გააკეთოს.ტანდემურ მუხტზე უკვე ვთქვი.არენას თეორიულად მაინც შეუძლია მისი აფეთქება იქამდე,ვიდრე რამეს იზამდეს სახეიროს.არადა სწორედ მაღალი ტემპით მსროლელი მსხვილკალიბრიანი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი გვჭირდება!ჩემი დილეტანტური ვარაუდიტ ასეთი ქვემეხის ჯერს ვერცერთი ტანკის ჯავშანი ვერ გაუძლებს,ვერც აქტიური,ვერც პასიური

ვინაიდან ჩვეულებრივი ხრახნიანი ქვემეხი თავისი უკუცემითა და ბევრი სხვა წვრილმანებით ასეთ ტემპს ვერ უზრუნველყოფს,ან თუ უზრუნველყოფს,იქნება რაღაც ვეებერთელა,უფრო ორიგინალურ ხერხს უნდა მივმართოთ.ამიტომ ისევ მოვიტან უუკუქცევო("ბეზოტკატნი") ქვემეხის მაგალითს,როგორც ბაზას.მეტყვით ახლა რა გადაგვიყოლე ამ უუკუქცევო ქვემეხებითო.არა და სწორედ მაღალი სროლის ტემპის ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხის აუცილებლობაზე რომ ვფიქრობდი,სწორედ ამ ტიპის ქვემეხამდე მივედი.მისი გადატენვის მექანიზმის შესაქმნელად შეიძლება დავესესხოთ ცეცხლსასროლ იარაღების გადატენვის პრინციპს

რომელს,ეს უკვე ცალკე თემაა.არა და წარმოიდგინეთ ერთიმეორის მიყოლებით რომ წავა ტანკისკენ დროის ძალიან მცირე ინტერვალით 3-5 ჭურვი

ჩემი ვარაუდით ტანკს არანაირი შანსი აღარ ექნება.
და ბოლოს "ამ რელიქტზე" მინდა თქენი ურადღება გავამახვილო.მისი განადგურება აუცილებელია.ჩემი ვარაუდით მისი სიმტკიცე საკმარისი იქნება აისხლიტოს ბევრი სხვა და სხვა ტიპის ჭურვი.ან გაანეიტრალოს.როგორც წერენ,შეიცავს შესაბამის მექანიზმსაც.ამიტომ ჩემი აზრით მის გასანადგურებლად საჭირო იქნება სხვანაირი ამაფეთქებელი.ანუ ამაფეთქებელი,რომელიც ამოქმედდება რელიქტთან მახვილი კუთხიტ შეხემის დროსაც.ესეიგი არ უნდა იყოს საჭირო ძლიერი დარტყმა.ანუ ძალიან მგრძნობიარე ამაფეთქებელი დაჭირდება,რომ ჭურვი აფეთგდეს მანამ,ვიდრე აისხლიტება და გასცდება "რელიქტს". . .ამ სხვა შემთხვევაში ჭურვი უნდა იყოს მძიმე.მაშინ უნდა იყოს გასროლილი ჩვეულებრივი ხრახნიანი ქვემეხიდან ან ტანკიდან.აქ კი წერენ რუსები(თუ ეს მართალია),რომ რელიქტის მექანიზმი აფეთქებს ჯავშანგამტანი ჭურვის გულარს მანამ,სანამ ეს გულარი პასიურ ჯავშანთან მოასწებს კონტაქტს. . .თუ ეს ყველკაფერი მართალია,მაშინ ყველაზე ჭკვიანური გამოსავალი იქნება სწორედ ამაფეთქებელზე დაფიქრება.უკვე მაქვს აზრად ერთი შესაძლო ვარიანტი

ჰო,რუსები როგორც წერენ,"რელიქტის" სიმტკცე ძირითადი ჯავშანის სიმტკიცის 40%-იაო.ასე რომ,გვაქვს რაღაც ინფორმაცია,თუ რა სიმტკიცის წინააღმდეგობა უნდა დავძლიოთ