KalaPot მოგესალმები.ძალიან მიხარია ამ თემაზე რომ წამოჭერი საუბარი.მართალი ხარ,საინტერესო იქნებოდა ცალკე თემის გახსნა,სადაც შესაძლებელი იქნებოდა იდეებისა და მოსაზრებების განხილვა.უფრო უკეთესი,თი მოვისმენდით მცოდნე კაცის კომენტარებსაც.იყო ასეთო თემა,მაგრამ ჩაიძირა სამუდამოდ,როგორც ჩანს. ვუკვირდები ახლა 122 თან გამართულ კამათს.ჩემი აზრით არ უნდა მივუდგეთ ამ საკიტხს კონსერვატიულად.სულაც არ გახლავთ აუცილებელი ნაღმს მივცეთ მისი დღემდე ტრადიციული დანიშნულება,როგორც დამხმარე საშუალების,ან უბრალოდ როგორც წინაღობის.ნაღმს ჩემი აზრით აქვს ყველა მონაცემი და სასუალება იმისათვის,რომ გაანადგუროს მტერი.თან გახლავს ყოველთვის უხილავი მოწინააღმდეგე და მის მიერ განხორციელებული დარტყმა არის მოულოდნელი
რა თქმა უნდა ნაღმების დანიშნულებიდან გამომდინარე,მისი კონსტრუქცია იქმნებოდა როგორც ვთქვათ ერთგვარი ხაფანგი.ან ვთქვათ რაღაც საფრთხე,რომელიც აფერხებდა მტრის ძალების სწრაფ მანევრებს.ამიტომ თუ დავაკისრებთ ახალ ფუნქციებს,მაშინ შესაბამისად მოვიფიქრებთ კიდეს შესაბამის კონტრუქციებსაც.აი სწორედ კონსტრუქციებზე ფიქრის დროს შეგვიძლია ვიყოდ აბსოლტურად ორიგინალურიები

ისე მრავალფეროვნებისათვის მოვიტან საზღვაო ნაღმების მაგალითებს,რომლებიც არ მოქმედებენ მიზანთან უშუალო კონტაქტით.ან ვთქვათ ახლო(შედარებით) მანძილზე უკონტაქტოდ.უბრალოდ გატყორცნიან ტორპედოს ან წყალქვეშა რაკეტას,რომელიც წრიული დამიზნების რეჟიმზე გადადიან და შემდეგ უტევენ მიზანს
შესაძლებელია ჩემი აზრითა და ვარაუდით ორიგინალურად და შემოქმედებითად მივუდგეთ როგორც თავად ნაღმების კონსტრუქციას,ისე დანაღმვის მეთოდებსა დაპრინციპებს.ამიტომა ნაკლებად გამოგვადგება არსებულ ტრადიციულ ცოდნაზე მიჯაჭვა და მის ჩარჩოებში ჩაკეტვა. ნაღმების მოქმედება უნდა მოხდეს კონკრეტული გეგმით ისე,როგორც ეს ხდება ხოლმე წინასწარ დაგეგმილი ჩასაფრების დროს.
ჩამოვარდა საუბარი ვიბრაციაზე მოქმედი მგრძნობიარე ელემენტებზე.მე არ გახლავარ მესანგრე და არ მქონია რაიმე სერიოზული შეხება ნაღმებთან.ასაფეთქებელ მასალებშიც ვერ ვერკვევი,მაგრამ მივუდგეთ საკითხს ინჟინრული ლოგიკით.სწორედ ამაზე ვფიქრობდი ამ ბოლო დღეებში.ტანკს წესით უნდა ქონდეს მისთვის დამახასიათებელი ფიზიკური ველები.მისი კონსტრუქციიდან გამომდინარე უნდა ასხივებდეს სპეციფიკურ ხმოვან ტალღებს(დარწმუნებული ვარ ადამიანის ყურისათვის აღუქმელ დიაპაზონშიც),ასევე ვიბრაციასაც,რომელიც ვერ იქნება იგივე,როგორც ვთქვათ ბტრ-ს ან ბმპ-ს.ამას ყველაფერს ჭირდება გამოკვლევა.თან ძალიან დაწვრილებითი.ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესოა რომელი მახასიათებელი იცვლება გრუნტის ტავისებურებებიდან გამომდინარე და რომელი რჩება უცვლელი.რა მახასიათებლები იცვლება სიჩქარის ცვლილებასთან ერთად და ა.შ. აქვე აღსანიშნავია ამხელა რკინის მასის საკმაოდ მძლავრი მაგნიტური ველიც.
კარგი,შეგვიძლია ვთქვათ ნაღმი დავაპროგრამოთ ჯერადობაზე.ამ შემტხვევაში ნაღმები მისცემენ საშუალებას მტრის რიგებს ღმად შევიდნენ დანაღმულ ველზე.ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ ჩნდება შემდეგი პრობლემა."ჭკვიან" ნაღმს ჭირდება ავტონომიური კვება.თან სანდო და თან საკმაოდ ტევადი,რომელიც უწრუნველყოფს ნაღმის მუშაობას საკმაოდ დიდი დროით. ეს სერიოზული პრობლემა გახლავთ.რაც უფრო პატარა იქნება ბატარეები,მით უფრო მგრძნობიარე და კომპაქტური,ენერგიისადმი ნაკლბად მომთხოვნი უნდა იყოდ მექანიზმებიც.ეს უკვე ჩვენს დონეზე რთული გადასაჭრელი პრობლემაა.კი ბატონო,ვთქვათ ვკვებავთ ნაღმს შესაბამისი მავთულით,რომლითაც ხდება მისი მართვაც.მაშინ ადგილის სერიოზული დაბომბვის შემთხვევაში საკითხავია დაღცება თუ არა ეს მავთულები მთელი. . .
მნიშვნელოვანი პრობლემაა ნაღმის დაცვა.არა,არ ვამბობ გამნაღველებზე.ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების უმრავლესობა,რომლებიც დღეს გამოიყენება,სამწუხაროდ არ იფლობა დიდ სირმეზე.თუ მტერმა იცის,რომ უნდა გადალახოს დანაღმული ველი,მაშინ ყველა საჭირო ზომას მიიღებს.ან შეტევის წინ ჩაატარებს შესაბამის ღონისძიებებს,რომ არ აღმოჩნდეს არასასიამოვნო ფაქტის წინაშე შეტევის მსვლელობის დროს.ჩრდიოეთ კავკასიაში ცატარებული წვრთნების დროს ვნახეთ ერთი უცნაური დანადგარი.ფორუმზე წერდნენ ,რომ ეს იყო ნაღმებთან საბრძოლველი მანქანა.ისიც ვიცით,რომ გაიტყორცნება ასაფეთქებელი მასალით შედგენილი ბმული,რომლებმაც უნდა გამოიყვანონ მწყობრიდან ნაღმები გარკვეულ ზოლზე და ა.შ.ესიგი ნაღმები უნდა იქნას დაცული აფეთქებებისაგან.რა ვარიანტები შეიძლება აქ მოვიფიქროთ?ცალკე საკითხია ათასი ჯურის იმიტატორებისა და მექანიკური ტრალებისაგან დაცვა.თუ გახსოვთ ამერიკელებმა დანაღმული ველების წინააღმდეგ ერაყში გამოიყენეს ე.წ. ვაკუუმური(მოცულობითი აფეთქების) ბომბა.
და ბოლოს,შეიძლება თავად ნარმის მოქმედების პრინციპზე მსჯელობა.შეიძლება გამოვიყენოტ უკვე არსებული კონსტრუქცია,რომელც აფეთქებს მიზანს ახლო მანძილიდან ან უშუალო კონტაქტის დროს,ან სხვანაირ პრინციპზე,როცა ნაღმის საბრძლო ნაწილს წარმოადგენს ე.წ."კრაკატოა",ან ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი და ა.შ."კრაკატოას" შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ "კლასიკური" ვარიანტი,როცა ნაღმი დგას რაღაც სიმაღლეზე,რომ დააზიანოს მიზანი კონკრეტულ ადგილზე ან ფართობზე.ან შეიძლება დავესეხოთ "მხტუნავ" ქვეითთა წინააღმდეგ ნაღმის მოქმედების პრინციპს.ამაზე უკვე მქონდა დაწერილი.
მოკლედ არაა ახლა საჭირო იმაზე ლაპარაკი "აროქა მერე ვერ გვანაღმავთ" და ა.შ. ყველაფერს მოევლება.თუ არის რაიმე კარგი იდეები,ვიმსჯელოთ,განვიხილოთ