ამოვკრიფე რაღაც-რაღაცა, ჩემის აზრით ყველაზე საინტერესო ინფორმაცია მის შესახებ

ჯას-39 გრიპენი
შემკვეთის მოთხოვნების შესაბამისად, ჯგუფს, 1 ტექნიკოსის(ოფიცერის) და 5 ავიამექანიკოსის(რიგითი ჯარისკაცის) შემადგენლობით უნდა მოემზადებინა გამანადგურებელი ჰაერ-ჰაერი რეჟიმისათვის 10 წუთში, ფრენის შემდეგ კი მისი ჰაერი-მიწა რეჟიმისათვის მომზადებასა და საწვავით შევსებისათვის 20 წუთზე მეტი არ უნდა დასჭირვებიყო.
1995 წელს, ჯას-39ა გრიპენმა ჰორიზონტალური ფრენისას ჰორსაჟის გარეშე მიაღწია 1.08 მახს.
ჰსთ დროს გრიპენი შეიარაღებული აიმ-120 ამრაამებით, იმოქმედებს მართვისა და დამიზნების ავტომატიზირებული სისტემის ბრძანებებით - (სამხედრო ინტერნეტის მსგავსი) - რომელი სისტემის გამოცდაც 2003 წელს დაიწყო და 2010 - წელს დასრულდება.
პირველი პარტიის გრიპენების ამრეკლავი ზედაპირის ფართობი შეადგენს 2კვ.მ., რაც იმ დროისათვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო საფრონტო გამანადგურებლებიდან.
2002 წელს შვედეთის თავდაცვის სამინისტროს შეკვეთით კომპანია FOI - ში გრიპენის ამრეკლავი ზედაპირის ფართობი შემცირებული იქნა 0.1კვ.მეტრამდე. დიდი ალბათობით ამ ფართობის ამრეკლავი ზედაპირი მე-3 პარტიის გრიპენებს აქვთ, რადგან მათი აწყობა და თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემა დაიწყო ამრეკლავი ზედაპირის შემცირების მიზნით განხორცილებული პროგრამის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ - 2003 წელს.
მე-3 პარტიის გრიპენებს აქვთ 0.1კვ.მ. ამრეკლავი ზედაპირი, ჯიპიესი, საფრენოსნო დავალების შესრულების საკონტროლოდ ციფრული რეჟიმი, აქტიური ჩამხშობები ფრთების ბოლოებში, ჩაჩქანზე დაყენებულ დამიზნების სისტემა, რომლითაც შესაძლებელია თანამედროვე სითბურ თვითდამიზნებად თავაკიანი ჰაერ-ჰაერი კლასის რაკეტის (ირის-ტ) დამიზნება მხოლოდ თავის მობრუნებით.
პლანერის 60% ალუმინის შენადნობისაგანაა დამზადებული, 6% ტიტანის შენადნობებისაგან, 5% სხვა შენადნობებისაგან და დარჩენილი 29% -ის დიდი ნაწილი კომპოზიტური მასალისაგან.
ძრავს აქვს ციფრული მართვის სისტემა.
1998 წელს გამანადგურებლისათვის შეიქმნა ინტეგრირებული სანავიგაციო სისტემა NINS (New Integtare Navigation System), რომლიც დახმარებითაც გამანადგურებელს შეუძლია მალული ფრენა დაბალ სიმაღლეებზე რელიეფის მიყოლის რეჟიმით - რადარის ჩართვის გარეშე(!) ამ სისტემაში თავმოყრილია ყველა აეროდრომი და ავტოსტრადა მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისად ამ სისტემას ძალუძს სახმელეთო დამხმარე საშუალებების გარეშე გაიყვანოს გამანადგურებელი შესაბამის კვადრატში - დაჯდომის განსახორციელებლად.
NINS - ის პარალელურად შეიქმნა ინტეგრირებული დაჯდომის სისტემა NILS (New Integrated Land System). ეს სისტემა უზრუნველყოფს გამანადგურებლის დაჯდომას სახმელეთო დამხმარე საშუალებების დახმარების გარეშე. ეს ნიშნავს იმას რომ გრიპენს შეუძლია ავტოსტრადების გამოყენება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნებისმიერ დროს, და ფარულად დაჯდომის განხორციელება მიწაზე განლაგებული დამხმარე საშუალებების გარეშე.
გრიპენს აქვს უნიკალური კავშირგაბმულობის სისტემა CDL39, რომლის მოქმედების ეფექტური მანძილი შეადგენს 500 კმ-ს. ამ კავშირგაბმულობის სისტემის უმთავრესი ფუნქციაა გამანადგურებლიდან გამანადგურებელზე რადიოლოკაციური გამოსახულებების, გამანადგურებლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა და შეიარაღების შესახებ ინფორმაციის გადაცემაა. CDL39 - ის გამოცდისას დადასტურდა მისი მდგრადობა აქტიური რადიოჩამხშობების მიმართ.
ერთი გრიპენიდან გაშვებული ჰაერ-ჰაერი ან ჰაერი-მიწა კლასის რაკეტა შესაძლებელია რომ მეორე გრიპენიდან გაიმიზნოს.
კომპანია სააბმა შეჰქმნა ავტომატური დამიზნების სისტემა, რომელიც ინტეგრირებულია გრიპენის რადართან და ავტოპილოტთან. ავტომატური სამიზნე ითვლის მიზნამდე კუთხესა და მანძილს. როდესაც პილოტი იწყებს სროლას ამ დროს რადარი ითვლის ქვემეხის ჭურვების ტრაექტორიას, ავტოპილოტი კი გამანადგურებელს იჭერს საჭირო მიმართულებით რადარიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რაც საბოლოო ჯამში სროლის მაღალი სიზუსტით მთავრდება ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში.
გრიპენს სხვა მეოთხე თაობის გამანადგურებლების მსგავსად ძალუძს 9გ. გადატვირთვით ფრენა, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გრიპენს აქვს ძალიან მაღალი ტემპი გადატვირთვების ცვლისა, 6გ. 1 წამში.
გრიპენის ექსპლუატაციური ხარჯები შეადგენს 1 საათზე 2500$, საწვავისა და ტექმომსახურების ჩათვლით.
აფრენა - დაჯდომისათვის ესაჭიროება 9X600 მეტრზე ავტოსტრადა ან აეროდრომი.
ინფორმაცია ამოკრეფილია სხვა და სხვა წყაროებიდან - ინტერნეტ საიტები.
გმადლობთ ყურადღებისათვის
1918 - ბრესტ-ლიტოვსკის ზავი. თურქეთს გადაეცა ბათუმისა და არდაჰანის რეგიონები.
1921 - საქართველოს ოკუპაცია.
1921 - აფხაზეთის ССР.
1921 - აჭარის АР.
1922 - სამხრეთ ოსეთის АР.
იზრაილ გელფანდი; ლეიბა ბრონშტეინი, ადოლფ იოფე, ვლადიმირ ბლანკი, გრიგორი ალფელბაუმი.
მოგიტყ........ "მოძმე" ებრაელი ერი!